თავის მოვლა
როგორ დავიბანოთ თმა სწორად!
შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ თმის სწორად დაბანა ყველამ არ ვიცით…. დაბანისას ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალსწინებელი, მათ შორის წყლის სიხისტე და ტემპერატურა. არანაკლებ როლს თამაშობს ის დასაბანი საშუალებები რომლებსაც ვიყენებთ.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ხშირად გვიწევს არასწორად შერჩეული თავის მოვლის საშუალებებით სარგებლობა. ეს უარყოფითად მოქმედებს თმის მდგომარეობაზემაგრამ, ამ შედეგებისთვის თავის აცილება შეიძლება თუ თმებს სწორად დავიბანთ.
შინაურული თმის სავლები
ამ სავლებით ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები სარგებლობდნენ, იმ დროს შამპუნის მოძიება არც ისე იოილი იყო, დღეს შამპუნების ფართო არჩევანია მაგრამ, “ნატურალური” ეგზემპლარებიც კი შეიცავენ დანამატებს რომლებიც თქვენს თმას დიდად არ წაადგება, ზოგს კი იმდენად აგრესიული შემადგენლობა აქვს – აბაზანის გასახეხად თუ გამოგადგებათ!
ამიტომ თმის სავლები თავად მოამზადეთ. ამისთვის 1 ჭიქა ცხელი წყალი აურიეთ 1 ჩაის კოვზ სოდასა და 1 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარში. ხსნარი წინასწარ მოამზადეთ – სანამ თავის დაბანას დაიწყებთ. ის არა მარტო განაახლებს თქვენს თმას არამედ მათ ვიზუალურ მოცულობასაც შესძენს.
პროპორციები თმების სისქისა და სიგრძის მიხედვით გაზარდეთ. ვაშლის ძმარი თმას არბილებს, სოდა კი ყველაზე უვნებელი გამწმენდია.ამიტომ სუფთა თმის ეფექტი რამდენიმე დღე გექნებათ გარანტირებული.
როგორ დავიბანოთ თმა სწორად შამპუნითა და ბალზამით
იმისთვის, რომ თმა 5 დღის განმავლობაში სუფთად გამოიყურებოდეს, დაბანის დროს გარკვეულ თანმიმდევრობას უნდა მიყვეთ. ჟერ თმა მასაჟის სავარცხლით დაივარცხნეთ. ოდნავ დაისველეთ თმა და სუფთა პირსახოცით შეიმშრალეთ, თმას ასე გადავლებისთვის მოამზადებთ. შემდეგ გადაივლეთ ძმრის ხსნარი თმის სრულ სიგრძეზე, დაიტოვეთ თავზე 3 – 5 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
შემდეგ თმის ძირებში სამპუნი წაისვით და მასაჟის მოძრაობებით შეიზილეთ. ჩამოიბანეთ და გაიმეორეთ პროცედურა. ახლა ბოლოებზე კონდიციონერი წაისვით და ჩამოიბანეთ. თმები პირსახოცით შეიმშრალეთ და შემდეგ დაელოდეთ რომ თავისით გაშრენ!
ზოგიერთი გოგონა სოდას შამპუნის ნაცვლადაც იყენებს!