Connect with us

ტესტები

როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ხასიათი მისი ხელწერით

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის ხელწერა მის ხასიათს ზუსტად განსაზღვრავს. Alltime–ს რედაქცია მარტივი ტესტს გთავაზობთ იმის გასაგებად, თუ ვინ ხართ. ამისთვის უბრალოდ ასო X დაწერეთ და მოცემულ სქემას შეადარეთ.

პიროვნების განმსაზღვრელი ტესტი დიპლომირებულმა ანალიტიკოსმა, კეტი მაკნაიტმა, გამოიგონა. ის წლების განმავლობაში ცნობილი ადამიანების ხელწერებს აკვირდებოდა და დაადგინა, რომ თითოეული ადამიანი ასოების დაწერის განსაკუთრებულ მანერას ფლობს. აქედან გამომდინარე, ხელწერით ადამიანის ხასიათის დადგენა შესაძლებელია.

ტესტის გაშიფვრა

1. მარჯვნივ ქვემოდან მარცხნივ ზემოთ, მარცხნივ ქვემოდან მარჯვნივ ზემოთ

გუშინდელი დღით ცხოვრებისკენ მიდრეკილება გაქვთ. ზოგჯერ სამომავლო გეგმების მიუხედავად წარსულისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებთ. გირჩევთ, მიზნების მისაღწევად პირველი ნაბიჯი გადადგათ.

2. მარცხნივ ქვემოდან მარჯვნივ ზემოთ, მარჯვნივ ქვემოდან მარცხნივ ზემოთ

წარსულიდან გაქცევა და სწორი მიმართულებით სვლა გსურთ. წარსულს ხშირად იხსენებთ და ხვდებით, რომ მოვლენებმა და ადამიანებმა თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინეს. წარსულს თქვენი შებოჭვის უფლება არ მისცეთ და წინსვლა არ შეწყვიტოთ!

3. მარჯვნივ ზემოდან  მარცხნივ ქვემოთ, მარჯვნივ ქვემოდან მარცხნივ ზემოთ

მეამბოხე ხართ და უკუდინებით ცურვის ხელოვნება ათვისებული გაქვთ. საკუთარ აზრებს ყოველთვის იცავთ და კომპრომისებზე არ მიდიხართ. გირჩევთ ბრძოლა გონივრულად აირჩიოთ. ყველა ომის მოგება აუცილებელი არაა.

4. მარჯვნივ ქვემოდან მარცხნივ ზემოთ, მარჯვნივ ზემოდან მარცხნივ ქვემოთ

დიდი სურვილი გაქვთ, რომ მომავალზე კონცენტრირება მოახდინოთ და საკუთარ თავზე იმუშავოთ, მაგრამ ხშირად წყობიდან გამოდიხართ და ძველ ჩვევებს უბრუნდებით. თითქოსდა ავტომობილს მხოლოდ უკანა სარკეში ყურებით მართავთ. ძალა და მოთმინება მოიკრიფეთ და მიზნისკენ სვლა გააგრძელეთ.

5. მარცხნივ ზემოდან მარჯვნივ ქვემოთ, მარცხნივ ქვემოდან მარჯვნივ ზემოთ

თქვენი ცხოვრების ბატონ–პატრონი თავად ხართ. საკუთარი წესებით ცხოვრება კარგია, მაგრამ მთავარია საკმარისად ჭკვიანი იყოთ, რომ სწორი გზით სვლა გააგრძელოთ.

6. მარცხნივ ქვემოდან მარჯვნივ ზემოთ, მარჯვნივ ზემოდან მარცხნივ ქვემოთ

თქვენ ტრენდს ქმნით და სხვებს შთააგონებთ. ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ და გარშემომყოფების კეთილგანწყობას მარტივად პოულობთ. ახალი ნაცნობები, წვეულებები, მოვლენები – ეს ყველაფერი თქვენთვის ახალი შთაბეჭდილებების და ემოციების მიღების შესაძლებლობაა.

7. მარცხნივ ზემოდან მარჯვნივ ქვემოთ, მარჯვნივ ზემოდან მარცხნივ ქვემოთ

წესების დაცვა გიყვართ, ნებისმირი ნორმიდან გადახრა და ქაოსი სტრესს იწვევს. დეტალებს ყურადღებას აქცევთ და საქმის სრულყოფად შესრულება გსურთ. გახსოვდეთ, პერფექციონიზმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, შინაგან მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ და საჭიროების შემთხვევაში ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ.

8. მარჯვნივ ზემოდან მარცხნივ ქვემოთ, მარცხნივ ზემოდან მარჯვნივ ქვემოთ

თქვენ არასტანდარტული აზროვნების ნიჭით დაჯილდოებული ხართ და ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაში გამოსავალს პოულობთ. ეს ნიჭი და ფანტაზია გამოიყენეთ!

გახსოვდეთ, ასეთი ფსიქოლოგიური ტესტები გასართობია და სერიოზულად არ უნდა აღიქვათ. ხელწერის ანალიზი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი ასოს დაწერის მიმართულების განსაზღვრა.