სხვა
როგორ განვასხვავოთ ნამდვილი სიყვარული უბრალო მიჩვევისგან?
ადამიანების უმეტესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ძლიერი გრძნობა განუცდია. თუ მათ შორის არ ხართ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ. მაგრამ როგორ განვასხვავოთ ნამდვილი სიყვარული უბრალო მოწონებისგან? მნიშვნელოვანია, დროულად გაიგოთ, რას გრძნობთ სინამდვილეში. თუ აცნობიერებთ, რომ ადამიანი დიდად არ გჭირდებათ, დაქორწინებისთანავე განქორწინების საფრთხე გემუქრებათ. რა საჭიროა საკუთარი და სხვისი ცხოვრების განადგურება?
ადამიანებს საკუთარი გრძნობების გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარებათ. ზოგჯერ გვგონია, რომ ეს ნამდვილი სიყვარულია რომელიც წლებს გაუძლებს. მაგრამ ხშირად ვცდებით. ხშირად ყველაფრისთვის მზად ვართ, რომ მარტოობა დავძლიოთ. მაშინ ნებისმიერი მოწონება გულწრფელ და საიმედო გრძნობად აღიქმება. შედეგად კი განშორება ხდება, თქვენ კი გაოგნებული ხართ, რა მოხდა?
Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ საკუთარ გრძნობებში ურთიერთობის დასაწყისში გაერკვიოთ, რომ ტკივილი თავიდან აიცილოთ. რამდენიმე ზოგადი პოსტულატი არსებობს, რომლითაც ნამდვილ გრძნობას უბრალო მიჩვევისგან განარჩევთ.
ნამდვილ სიყვარულზე უარს ვერ იტყვით, მოწონებაზე – მარტივად
თუ საკუთარი თავის შემოწმება გსურთ, პარტნიორთან კონტაქტი დროებით შეწყვიტეთ. სადმე წადით, რომ დიდხანს ვერ ნახოთ. განშორების შემდეგ მიხვდებით, რამდენად გულწრფელია თქვენი გრძნობები.
თუ ნამდვილად გიყვართ, ყველაფერი აზრს დაკარგავს. მოგეჩვენებათ, რომ საკუთარი თავის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეთ. თუ განშორება მარტივად გადაიტანეთ, გამოდის, ადამიანთან ძლიერ მიჯაჭვული არ ხართ.
სიყვარულში მზად ხართ ზრუნვა გამოხატოთ, ხოლო მიჩვევაში უბრალოდ ზრუნვას იღებთ
გულწრფელი გრძნობა ეგოიზმის სინონომი ვერ იქნება. თუ ნამდვილი სიყვარული განიცადეთ, სურვილი გექნებათ, უფრო მეტი გასცეთ, ვიდრე იღებთ. ამას ვერაფერს უხერხებთ. საყვარელ ადამიანზე ზრუნვა და მისი გაბედნიერება თქვენთვის მნიშვნელოვანია.
თუ საქმე უბრალო მიჩვევას ეხება, ყველაფერს მხოლოდ აიღებთ. ნორმალურად ჩათვლით იმას, რასაც თქვენთვის აკეთებენ. სანაცვლოდ არაფრის გაკეთებას არ ეცდებით, რადგან არ გსურთ.
ნამდვილი სიყვარულის აგება რთულია, მოწონების – ადვილი
წრფელი გრძნობების შემთხვევაში მხოლოდ ნათელი პერიოდი არ არსებობს. თუ შეყვარებული ხართ, შეიძლება იჩხუბოთ და ურთიერთობა ხმამაღლა გაარკვიოთ. ეს აღმასვლის და დაღმასვლის პერიოდებია, რითაც ერთმანეთის გაგებას ცდილობთ.
ერთად რომ დარჩეთ, ეს დრო უნდა გადალახოთ. თუ მხოლოდ მოწონება გამოძრავებთ, არ კამათობთ, როცა ერთად ხართ. დისტანციურად კი ურთიერთობა უარესდება.
სიყვარულში თავისუფალი ხართ, მიჩვევაში – ვალდებული
თუ საქმე ნამდვილ გრძნობებს ეხება, სხვის მიმართ ვალდებული ვერ იქნებით. მის მიზანსწრაფვას რაიმეთი არ შეზღუდავთ. სიყვარული ძალადობას ვერ ეგუება, ამიტომ თავისუფლებას ანიჭებთ. პარტნიორიც თქვენ მიმართ ასე უნდა იქცეოდეს.
მხოლოდ სიმპათია სხვა ადამიანის რამეში შეზღუდვას ბადებს. პრეტენზია შეიძლება ორმხრივი იყოს, რაც სიძულვილს ავითარებს. ასეთ ურთიერთობაში თავისუფლებას ვერ იგრძნობთ. მოგეჩვენებათ, რომ დაგატყვევეს.
სიყვარულით უკეთესობისკენ სწრაფვას ცდილობთ, ხოლო მიჩვევისას მცირედით კმაყოფილდებით
თუ შეყვარებული ხართ, ეცდებით საყვარელი ადამიანისთვის უკეთესი გახდეთ. მას საკუთარ ოცნებებს გაუზიარებთ და მხარდაჭერას მიიღებთ. ერთმანეთის დახმარების სურვილი – უბრალო მიჩვევისგან ერთ–ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია.
ადამიანები, რომელთაც მხოლოდ მოწონება აკავშირებთ, არაფრისკენ ისწრაფვიან. უბრალოდ კმაყოფილდებიან იმით, რაც აქვთ, თუნდაც ეს ძალიან ცოტა იყოს.
სიყვარული შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ხოლო მიჩვევა სწრაფად გაქრეს
ნამდვილი გრძნობა მთელი ცხოვრება გრძელდება და ეს უბრალო სიტყვები არაა. სიყვარული დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ არა ნაკლებ ძლიერი რჩება. ის სურვილს ტოვებს, რომ ყოველთვის საყვარელ ადამიანთან იყოთ.
აი, სიმპათია მანამ გრძელდება, სანამ პარტნიორებს ერთმანეთი აწყობთ. თუ რაღაც რიგზე არაა, ურთიერთობა ინგრევა. მაშინ ადამიანები რაღაც ახლის ძებნას იწყებენ, თუნდაც მათი კავშირი ჯერ კიდევ გრძელდებოდეს.
ეძებეთ გულწრფელი გრძნობები, რომელთაც შენარჩუნებას მთელი ცხოვრება შეძლებთ. უბრალო მიჩვევას არ დანებდეთ, თუნდაც ეს ნამდვილად მოგეჩვენოთ. დარწმუნდით, რომ ნამდვილად გიყვართ ადამიანი, სანამ თქვენი ურთიერთობა ახალ დონეზე გადავა.