Connect with us

ტესტები

როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი ტელეფონის დაჭერის მანერით

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომლის დახმარებით თქვენი და თქვენი ახლობლების ხასიათის გამოვლენას შეძლებთ.

მკვლევარებმა ტელეფონის დაჭერის მანერასა და პიროვნებას შორის კავშირი დაადგინეს. მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს და სმარტფონის დაჭერის 4 მთავარი მეთოდი გამოავლინეს. აღმოჩნდა, რომ ამას ადამიანის ხასიათზე ბევრის თქმა შეუძლია.

როგორ გიჭირავთ ტელეფონი ხელში

1. მობილური ერთი ხელით გიჭირავთ, ხოლო ტექსტს ცერა თითით კრეფთ

ტელეფონის დაჭერის ასეთი მეთოდი საუბრობს იმაზე, რომ მრავალ ამოცანას ერთდროულად ასრულებთ. ორგანიზებული და დისციპლინირებული ხართ. ზუსტად იცით, თუ რა უნდა გააკეთოთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

ლაპარაკი უფრო გიყვართ, ვიდრე მოსმენა. ამასთან ცდილობთ, არავის აწყენინოთ. შეგიძლიათ გულწრფელი გრძნობები თვალთმაქცობისგან გაარჩიოთ.

როცა საქმე ურთიერთობებს ეხება, სტაბილურობას უპირატესობას ანიჭებთ. ამასთან პასუხისმგებლობის აღებას არ ჩქარობთ. გირჩევნიათ, მოიცადოთ და გაარკვიოთ, პარტნიორი ნდობას გაამართლებს თუ არა. ამის შემდეგ მას ყველაფერში ენდობით.

2. ტელეფონი ორივე ხელით გიჭირავთ, ხოლო ტექსტს ცერა თითით კრეფთ

ექსპერტები თვლიან, რომ ასეთ ადამიანს მუდმივად ყურადღება სჭირდება. ამასთან პირად გრძნობებს არ ააშკარავებთ, ამიტომ პარტნიორს ხშირად სიყვარული აკლია.

ინტუიცია კარგად განვითარებული გაქვთ, ამიტომ თქვენი მოტყუება რთულია. ყოველთვის მზადყოფნაში ხართ და გესმით, თუ რას გრძნობენ სხვები.

ყველა ამ თვისების დახმარებით შეგიძლიათ კარგი მოსამართლე გახდეთ. თუმცა ამას მათი მანიპულირებისთვის არ იყენებთ. პირიქით, მზად ხართ ადამიანის შესაცნობად მეტი ენერგია დახარჯოთ. მნიშვნელოვანია, არ აჩქარდეთ, რადგან შესაძლოა არასწორ ადამიანებს ენდოთ.

3. მობილური ტელეფონი ორივე ხელით გიჭირავთ, ტექსტს ორივე ცერა თითით კრეფთ

ხშირად შფოთვა გაწუხებთ. თავდაჯერებულობისთვის საიმედო და გამგებიანი პარტნიორი გჭირდებათ. ამასთან ბევრი მრავალმხრივი ჰობი გაქვთ.

ნებისმიერ სიტუაციას ადვილად ეგუებით. წვეულებაზე კომპანიის სული და გული ხართ. სერიოზული ადამიანების წრეში შესაბამისად იქცევით.

თქვენი თვისებები ნაკლებად ცნობილ და უმნიშვნელო ადამიანების გარემოცვაში ვლინდება. თუ ადამიანი ნამდვილად გაინტერესებთ, მასთან საუბრისას ჩვეულებრივ მორცხვობთ. ბედნიერი იქნებით მხოლოდ მასთან, ვინც თქვენს სულს და მრავალმხრივ ნიჭს დააფასებს.

4. ტელეფონი ერთ ხელში გიჭირავს, ტექსტს მეორე ხელის საჩვენებელი თითით კრეფთ

თავდაჯერებული ხართ და უსიამოვნებებს არ ქმნით. ახლობლებისთვის ბევრ რამეზე წამსვლელი ხართ. პარტნიორთან ურთიერთობაში სიმშვიდეს და გაგებას უპირატესობას ანიჭებთ. მაშინაც კი, თუ ვინმე შეცდომას დაუშვებს, მზად ხართ სწრაფად აპატიოთ.

სასიცოცხლო ძალების აღსადგენად განმარტოება და სიმშვიდე გჭირდებათ. თუ საქმე ახალ ნაცნობებს ეხება, მორცხვობთ და არაფერს აკეთებთ. ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს გულგრილობის ნიშანია. თუმცა მოგვიანებით ხვდებიან, თუ როგორი გაწონასწორებული და საინტერესო პიროვნება იმალება ამ სიმორცხვის მიღმა.