Connect with us

კულინარია

როგორ გამოვიყენოთ უჟანგავი ფოლადის ტაფა, რომ არაფერი მიგვეწვას

ბევრს უჟანგავი ფოლადის ტაფების გამოყენება არ უყვარს, რადგან მასზე საკვები პროდუქტები მუდმივად იწვება. ერთადერთი გამოსავალი – ასეთ ტაფებზე არასდროს არაფერს აკეთებენ. ასეთი დასკვნა კი არასწორია. იმისთვის, რომ უჟანგავი ფოლადის ტაფების გამოყენება ისწავლოთ, ერთი ხრიკი უნდა იცოდეთ.

ტაფა გააცხელეთ

დიახ, ყველაფერი ძალიან მარტივია. ტაფა წინასწარ გაახურეთ, ამისთვის საშუალო ცეცხლზე საჭმლის, ზეთის და რაიმე სითხის გარეშე დადგით. 1 წუთის შემდეგ გახურების დონე შეამოწმეთ, ცოტა წყალი, ზუსტად ჩაის კოვზი დაასხით. პირველად შეგიძლიათ ყოველ 15-20 წამში ასე გააკეთოთ, რომ ზუსტად მიხვდეთ, რამდენად გახურდა ტაფა. როგორც კი წყალი ადუღებას დაიწყებს და პირველი ბუშტები გაჩნდება, შეგიძლიათ ზეთი დაამატოთ.

უბრალოდ წყალი გადაასხით და იმწამსვე ზეთი დაასხით. ცხელ ტაფაზე ზეთი სასურველ ტემპერატურას სწრაფად აღწევს, ამიტომ დაუყონებლივ საკვები პროდუქტები დაუმატეთ და მომზადებას შეუდექით.

მნიშვნელოვანია:

  • თუ წყალი დამატებისთანავე შუშხუნს იწყებს, ტაფა უკვე საკმარისად გახურებულია. ცეცხლს დაუწიეთ, ოდნავ დაელოდეთ და კვლავ სცადეთ.
  • როგორც კი მიეჩვევით, ასეთი ტესტის ყოველ ჯერზე გაკეთება საჭირო აღარ იქნება. გეცოდინებათ, როდის უნდა დაუმატოთ ზეთი.
  • ყოველთვის საშუალო ცეცხლზე მოამზადეთ. უჟანგავ ფოლადს მაღალი ტემპერატურა დიდად არ უყვარს.

როგორ მოვუაროთ

აქ, რთული არაფერია. ერთადერთი, რასაც გირჩევთ – უჟანგავი ფოლადის ტაფა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ხშირად არ გარეცხოთ. ეს აკრძალული არა, მაგრამ თუ გსურთ კარგ მდგომარეობაში დიდხანს შეინარჩუნოთ, ჩვეულებრივი მეთოდით გარეცხეთ. ხელებით, ღრუბლის დახმარებით და ჭურჭლის სარეცხი სითხით.

უჟანგავი ფოლადის ტაფის დადებითი მხარეები

  1. გამძლეობა. თუ უჟანგავ ფოლადზე სათანადოდ იზრუნებთ, ის წლები გემსახურებათ.
  2. უჟანგავი ფოლადი მჟავე საკვებთან რეაქციაში არ შედის, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერი პროდუქტი მოამზადოთ და არ გეშინოდეთ, რომ ეს კერძის გემოზე გავლენას იქონიებს.
  3. უჟანგავი ფოლადის ტაფაზე მოწითალო ქერქის კერძები შესანიშნავად გამოდის. მასზე ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის შეწვა უფრო მარტივია, ვიდრე, მაგალითად, ანტიმიწვის საფარის მქონე ტაფაზე.