Connect with us

საკითხავი

როგორ გამოვიყენოთ მზესუმზირას ზეთი ყოველდღიურ ცხოვრებაში

ერთ ბოთლ მზესუმზირას ზეთს პრაქტიკულად ნებისმიერ სამზარეულოში იპოვით. ეს შეუცვლელია ნივთია პროდუქტების შესაწვავად, სალათების და წვნიანების მოსართავად ან ცომის ინგრედიენტად. ზეთის გამოყენება მხოლოდ სამზარეულოთი არ იზღუდება. ის ყოველდღიურ პრობლემებს შესანიშნავად უმკლავდება. დღეს გთავაზობთ ახალ მეთოდებს, როგორ გამოიყენოთ მზესუმზირას ზეთი ყოველდღიურობაში.

ალბათ, ყველაზე პოპულარული ხრიკების შესახებ უკვე იცით. ზეთი შეგიძლიათ კარის კრიჭინა ანჯამას წაუსვათ ან ტყავის ზედაპირი გააპრიალოთ. ასევე ზეთი შინაურული კოსმეტიკური საშუალების ერთ–ერთი პოპულარული ინგრედიენტია. ნახეთ, რომელ სიტუაციებში შეძლებთ მზესუმზირას ზეთის გამოყენებას.

მზესუმზირას ზეთი ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად

ავეჯის გაწმენდა და გაპრიალება

ხის ავეჯი რეგულარული გამოყენებისას ბზინვარებას კარგავს, იხეხება და იკაწრება. კომპიუტერის მაგიდას და სხვა ნივთებს ძველებურ იერს მზესუმზირას ზეთის დახმარებით დაუბრუნებთ.

ქსოვილის ნაჭერი ან გამშრალებული სველი სალფეთქი აიღეთ, ცოტა ზეთში დაასველეთ და ზედაპირს თანაბრად წაუსვით. რაც უფრო თხელი ფენა იქნება, მით უფრო სწრაფად შეიწოვება. დაუმუშავებელი ნაწილი არ დაგრჩეთ. ის თვალში მოგხვდებათ.

ამასთან ზეთი ჭუჭყს, კალმის ან მარკერის კვალს შესანიშნავად აშორებს. დამუშავების შემდეგ მაგიდა ერთი დღე არ გამოიყენოთ. ამ დროში ზეთის ფენას ზედაპირი კარგად შეიწოვს და ავეჯი ახალივით იქნება.

ხის მასალის დამუშავება

თუ ნაწარმის ობისა და წყლისგან დაცვა გსურთ, ხოლო სპეციალური ლაქი არ გაქვთ, მზესუმზირას ზეთი გამოგადგებათ. ზეთოვანი ფირი, რომელიც წასმის შედეგად წარმოიქმნება, ბუნებრივ მასალას შეინახავს.

დაუმუშავებელი ხის მასალა ზეთის თხელი ფენით დაამუშავეთ. ამასთან ფერი ცოტა შეიცვლება, ოდნავ მოყვითალო გახდება. ამის შემდეგ გაშრობა აცადეთ. ახლა ხის მასალა ტენის მიმართ გამძლე იქნება.

გაჭედილი ელვა შესაკრავი

ამ პრობლემასთან შეჯახება ყველას უწევს, როცა ტანსაცმლის ან ჩანთის ელვა შესაკრავი არ იკვრება ან იჭედება. უბრალოდ ელვა შესაკრავს მზესუმზირას ზეთი წაუსვით. ასე სრიალს გააუმჯობესებთ და ელვა შესაკრავი დიდი ხნით კარგად გემსახურებათ.

სპილენძის და ფოლადის დამუშავება

სამზარეულოს და აბაზანის ონკანებს ძველებური ბზინვარება ქიმიკატების გამოყენების გარეშე რომ დაუბრუნოთ, ზეთით გაწმინდეთ. ღრუბელი ან ქაღალდის პირსახოცი მცენარეულ პროდუქტში დაასველეთ და ზედაპირზე წაუსვით. ზეთი ზედაპირს გააპრიალებს და კოროზიისგან დაიცავს.

მაკიაჟის მოშორება

მზესუმზირას ზეთი მაკიაჟის მოსაშორებელ საშუალებას მარტივად ჩაგინაცვლებთ. ბამბის დისკი თბილ წყალში დაასველეთ და ცოტა ზეთი დააწვეთეთ. სახე და თვალები ნაზად გაიწმინდეთ. საშუალება წყალგამძლე კოსმეტიკას მარტივად გაუმკლავდება. ამასთან კანს დაატენიანებს და ფორებს არ დაახშობს.

გასაოცარია, მაგრამ მზესუმზირას ზეთს ბევრი ძვირადღირებული საშუალების ჩანაცვლება შეუძლია. შედეგი კი არაფრით ჩამოუვარდება. თავად დარწმუნდით, თუ ეჭვი გეპარებათ!