Connect with us

თავის მოვლა

როგორ გამოვიყენოთ კვერცხის ნაჭუჭი

ქოთნის ყვავილების ნიადაგის გასანოყიერებლად კვერცის ნაჭუჭი თუ ერთხელ მაინც გამოგიყენებიათ, ეს ნიშნავს, რომ უკვე იცით მისი სასწაულებრივად სწრაფი ეფექტის შესახებ! დღეს კვერცხის ნაჭუჭის გამოყენების 7 მეთოდს წარმოგიდგენთ, რომლებიც ყოელდღიურობაში გამოგადგებათ. იმისთვის, რომ ეს შესანიშნავი საშუალებები გამოიყენოთ – კვერცხის ნაჭუჭი მემბრანისგან უნდა გააცალკევოთ, გარეცხოთ და გააშროთ.

როგორ გამოვიყენოთ კვერცხის ნაჭუჭი

ბოსტნის სასუქი

კვერცხის ნაჭუჭი კალცს, სპილენძს, სილიციუმს,ფოსფორს, თუთიას და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. სწორედ ამიტომ გამოცდილი მებაღეები მისი დახმარებით ნიადაგს ანოყიერებენ. 1 კვადრატულ მეტრზე 300 გრამი ნაჭუჭი დაგჭირდებათ. მას წვრილად ფხვნიან ან ფქვავენ და ნიადაგში ამატებენ. გარდა ამისა, ნიადაგის მორწყვა ნაჭუჭის ნაყენითაც შეიძლება. კვერცხის ფხვნილი წყალში 24 საათით გააჩერეთ და შემდეგ ამ წყლით მცენარეები მორწყეთ (დაშვებულია ოთახის მცენარეებისთვისაც!).

ნაჭუჭი ნერგებისთვის

თუ კერცხს ერთი მხრიდან გატეხავთ – ამ ნაჭუჭში ნერგის დარგვას შეძლებთ! ნაჭუჭის “ქოთანი” მცენარეს სასარგებლო მინერალებითა და კალცით გამოკვებავს, დააჩქარებს მათ ზრდასაც. როდესაც ნერგი გაიზრდებათ, შეგიძლიათ ნიადაგში ნაჭუჭთან ერთად გადარგათ.

მათეთრებელი

კვერცხვს ნაჭუჭი სარეცხ ტომარაში მოათავსეთ და თეთრ ნივთებთან ერთად სარეცხი მანქანის ბარაბანში მოათავსეთ, სარეცხი ჩვეულებისამებრ გარეცხეთ – ის მათეთრებლადაც გამოიყენება!

სარეცხი საშუალება

თუ სამზარეულოს ნიჟარაზე ან გარნიტურაზე ლაქებია, შეგიძლიათ კვერცხის ნაჭუჭი გამოიყენოთ. ნაჭუჭი ჟარუნის გასუფთავებაშიც დაგეხმარებათ – დაასხით მას წყალი და მასზე კვერცხის ნაჭუჭი მოათავსეთ, შედევით ჟარუნა ქურაში რადმენიმე წუთით და მტელი ჭუჭყი თვითონ ჩამოირეცხება.

სახის ნიღაბი

ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა, დაუმატეთ 1 კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი, წაისვით ნიღაბი სახეზე და გაშრობამდე გაიჩერეთ. ეს ნირაბი თქვენს სახეს მინერალებით გამოკვებავს, გააუმჯობესებს მის ფერს და სკრაბის ფუნქციასაც შეასრულებს.

საკვები დანამატი

თუ კვერცხის ნაჭუჭის ნაყენს რეგულარულად მიიღებთ, ორგანიზმის საერთო მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ჩაის კოვზ ნაჭუჭის ფხვნილს ლიტრი წყალი დაახით და მინიმუმ საათით გააჩერეთ. ლიტრი ხსნარი მთელი დღის განმავლოაში უნდა მიირთვათ.

გაბიდვნის საწინაღმდეგო საშუალება

ძიერად გაჭედილ მილებს კვერცხის ცილა ვერ უშველის, სამაგიეროდ, თუ მას დროდადროს მილებში ჩაყრით – ისინი აღარ გაიჭედება.

როგორც ხედავთ კვერცხის ცილა შესანიშნავი საშუალებაა რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, მცენარეების მოვლასა და სახლში სისუფტავის დამყარებაშიც კი დაგეხმარებათ!