თავის მოვლა
როგორ გამოვიყენოთ დაფნის ფოთოლი
ზაფხულის პერიოდში ქალბატონები ძირითადად სანდლებით და ქუსლიანი ფეხსაცმლით იწონებენ თავს. რა ტქმა უნდა ასეთი ტიპის ფეხსაცმელი უფრო ეფექტურად წარმოგვაჩენს, მაგრამ მათი გამოყენება ფეხებს დამატებით ატვირთვას აძლევს და მალე ღლის. ფეხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დაფნის ფოთოლი დაგვეხმარება!
დაფნის ფოთლის სასარგებლოობის შესახებ უკვე მრავალი საუკუნეა რაც ვიცით, თუმცა მისი ფეხების სამკურნალოდ გამოყენება ბევრმა არ იცის. დღევანდელ სტატიაში გასწავლით თუ როგორ უნდა გამოიყენოთ დაფნის ფოთოლი ფეხების დაღლილობის, სიმძიმისა და ჭარბი ოფლის გამოყოფის დროს.
დაფნის ფოთოლი ფეხების ტკივილისას
თუ ფეხებში მუდმივად ტკივილი და სიმძიმე გაწუხებთ, თქვენ უმარტივესი პროცედურების სერია დაგეხმარებათ. დასაწყისისთვის 3 შეკვრა დაფნის ფოთოლი შეიძინეთ. შემდეგ დიდ ჭურჭელში 7 – 10 ლიტრი წყალი ჩაასხით, და მასში 1 შეკვრა დაფნის ფოთოლი ჩაყარეთ. აადუღეთ.
ახლა მდუღარე ისეთ ფეხსაბანში გადაასხით და შეგრილებას დაელოდეთ. როდესაც ფეხს ჩაყობთ, ხსნარი საკმარისად ცხელი უნდა იყოს. ფეხები 20 წუთით გააჩერეთ და პროცედური შემდეგ თბილი წინდები ჩაიცვით. ეს პროცედურა ძილის წინ უნდა გააკეთოთ.
ხსნარი არ გადაღვაროთ. შემდეგ დღეს მასში მეორე შეკვრა დაფნის ფოთოლი ჩაყარეთ და აადუღეთ. გაიმეორეთ პროცედურა. იგივე გაიმეორეთ მესამე შეკვრა დაფნის ფოთოლთანაც.
ტკივილი დაშეშუპება შემცირდება. თუ ამ პროცედურას სეზონზე ერთხელ მაინც გააკეთებთ, ეს პრობლემა თავს დაგავიწყებთ.
დაფნის ფოთოლი ფეხების ოფლიანობის დროს
ფეხის ტერფები მუდმივად გიოფლიანდებათ და ამის გამო დისკომფორტს გრძნობთ?! ამ პრობლემასაც დაფნის ფოთლის ნახარში გაუმკლავდება. ფეხსაბანში მდუღარე წყალი ჩაასხით, ჩააგდეთ 20-40 ცალი დაფნის ფოთოლი. როდესაც წყალი შეგრილდება, წყალში ფეხები ჩაყავით და აბაზანა მიიღეთ. ეს პროცედურა ძილის წინ უნდა გააკეთოთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე და ოფლიანობა მოგეხსნებათ.