Connect with us

საკითხავი

როგორ გამოვიყენოთ დარიჩინი: 10 უჩვეულო მეთოდი სახლისთვის

დარიჩინი დარიჩინის ხის ხმელი ქერქია. სანელებელი, რომლის არომატი ცხელ ჩაისთან, ვაშლის ნამცხვართან, გლინტვეინთან და ზამთრის დღესასწაულთან ასოცირდება. დარიჩინი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი სანელებელია კულინარიაში. მისი გამოყენება მთელ სახლში შეგიძლიათ.

დარიჩინის ნიღაბი თმის ცვენის და ქერტლის დროს

დარიჩინი სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს, რაც თმის ზრდას ხელს უწყობს. მასში შედის A, C, B1 ვიტამინები და მინერალები (რკინა, კალიუმი და სხვა). ნიღაბი თმაზე დადებით გავლენას ახდენს. თმა უფრო ძლიერი ხდება და უკეთ იზრდება.

დაფქული დარიჩინი და თაფლი თანაბარი პროპორციით აურიეთ, თმაზე წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თავი ჩვეულებრივ დაიბანეთ.

დარიჩინი ჩრჩილის დასაფრთხობად

სუნთქვადი ქსოვილისგან შეკერილ პატარა ტომარაში დარიჩინის, მიხაკის და ბაჰარის წიწაკის ნარევი ჩაყარეთ და კარადაში დაკიდეთ.

დაფქული დარიჩინით ნაკაწრების შენიღბვას შეძლებთ

ცოტა დარიჩინის ფხვნილი დაყარეთ იქ, სადაც ხეზე ნაკაწრები ჩანს. ჩვრით ან თითებით ფრთხილად შეაზილეთ და დააკვირდით, თუ ნაკაწრები როგორ გაქრება.

ავტომობილის სურნელად გამოიყენეთ

ქიმიური არომატიზატორების ნაცვლად, რომლის სუნის ატანაც ზოგჯერ რთულია, დარიჩინის ჩხირებით სავსე ქილა გამოიყენეთ. დამტკიცებულია, რომ მისი არომატი შფოთვას ამცირებს და ტვინის აქტივობას სტიმულირებს.

ფეხის აბაზანები

დარიჩინი ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს, ამიტომ შეგიძლიათ ტერფის სოკოს ინფექციების პროფილაქტიკისთვის გამოიყენოთ. თუ ფეხი გიოფლიანდებათ, დარიჩინით აბაზანა გაიკეთეთ. 10 დარიჩინის ჩხირი 1 ლ წყალში აადუღეთ. წყალი ფეხისთის კომფორტულ ტემპერატურამდე გააგრილეთ და 20 წუთით აბაზანა მიიღეთ.

ხალიჩების და ავეჯის განახლება

თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ, დრო და დრო ხალიჩის დაფქული დარიჩინით განაახლეთ. ის უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს. ცოტა დარიჩინის ფხვნილი საკვებ სოდას აურიეთ და ნარევი ხალიჩაზე მიმოფანტეთ. 5-7 წუთით გააჩერეთ, შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ამავე მეთოდით მატრასი და რბილი ავეჯი დაამუშავეთ.

გულისრევის შეგრძნება გააქრეთ

ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით დარიჩინი გულისრევის და შებერილობის დროს ხშირად გამოიყენება. რეცეპტი ძალიან მარტივია: ნაყენი მოამზადეთ, 1 დარიჩინის ჩხირი 1 ჭიქა წყალში. ადუღებამდე მიიყვანეთ, 10 წუთით ხარშეთ, გააგრილეთ და მცირე ყლუპებით დალიეთ, სანამ სიმსუბუქეს არ იგრძნობთ. საკვები პროდუქტებიდან დარიჩინს ყველაზე მაღალი ანტიოქსიდანტური მაჩვენებელი აქვს.

ტკბილეულისკენ ლტოლვა

დარიჩინი სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს, ამიტომ დიეტოლოგები მის რაციონში დამატებას გირჩევენ, რომ ტკბილეულისკენ ლტოლვა შეამციროთ. შაქრის ნაცვლად ფაფებს და დილის ყავას მწიკვი დარიჩინი დაუმატეთ.