Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ გამოვდევნოთ ლორწო და ნახველი ცხვირ-ხახიდან და მკერდიდან: 5 მოქმედი საშუალება

ეს 5 პროდუქტი ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ.

ხველის და სუნთქვის პრობლემების ძირითადი მიზეზი ცხვირის და სასუნთქი გზების ობსტრუქცია, რომელთაც ნახველს უწოდებენ.

ნახველი წებოვანი ნივთიერებაა, რომელიც სასუნთქი სისტემის მიერ გამოიყოფა, როგორც თავდაცვის საშუალება. ლორწოს როლი ყველა იმ მტვრის, ჭუჭყის და ალერგენების შეგროვებაა, რომლებიც ქვემოთ ხვდებიან. ცხვირ-ხახის ორგანოების დაავადების დროს ძალიან ბევრი ლორწო გამოიყოფა, რაც ხველას და რინიტს იწვევს.

ნახველის დაგროვება დაავადების ერთადერთი გამოვლენა იშვიათად არის. ჩვეულებრივ, მას სხვა ნიშნებიც ახლავს, მაგალითად გაზრდილი ტემპერატურა, სისუსტე და სუნთქვის გახშირება. თუ ჭარბ ნახველს არ მოიშორებთ, ამან შეიძლება ბრონქების ბლოკირება გამოიწვიოს.

გთავაზობთ ნატურალურ საშუალებებს, რომელთა დახმარებით ორგანიზმიდან ჭარბი ლორწოს მოშორებას შეძლებთ.

1. კურკუმა

კურკუმას აქტიური ინგრედიენტი კურკუმინია, რომელიც თავისი ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ბაქტერიებს ანადგურებს და ლორწოს ამცირებს, ამავდროულად იმუნურ სისტემას აძლიერებს.

1 ჩ/კ კურკუმა 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით, ნახევარი ჩ/კ მარილი დაუმატეთ და აურიეთ. რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ და გულმკერდიდან ლორწოს მოსაშორებლად დღეში 3-ჯერ რამდენიმე წუთით ყელი გამოივლეთ.

2. თაფლი და ლიმონი

ლიმონის და თაფლის კომბინაცია რესპირატორულ პრობლემებს კურნავს და ძლიერი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. პროდუქტები იმუნურ სისტემას სტიმულირებენ და სტაგნაციას აფერხებენ.

1 ს/კ ორგანული თაფლი და 2 ს/კ ლიმონის წვენი აურიეთ და ნარევი დღეში 3-ჯერ მიიღეთ, რომ სტაგნაციას ებრძოლოთ და ჭარბი ლორწო მოიშოროთ.

3. მარილიანი წყალი

გულმკერდის ტკივილის შესამცირებლად და ლორწოს მოსაშორებლად ყელში თბილი, მარილიანი წყალი დღეში 2-ჯერ გამოივლეთ. 1 ჭიქა გაფილტრულ წყალს 1/2-დან 3/4-მდე ჩ/კ მარილი დაუმატეთ და სრულ გახსნამდე კარგად აურიეთ.

ცოტა ნარევი პირში დაიგუბეთ და თავი უკან გადასწიეთ. ხსნარით ყელი უნდა გამოივლოთ, მაგრამ არ გადაყლაპოთ. შემდეგ რამდენიმე წუთით ყელში დაიგუბეთ.

4. ორთქლის შესუნთქვა

ორთქლის შესუნთქვა ფილტვებში ლორწოს შლის და მის ორგანიზმიდან გამოდევნას ხელს უწყობს. ცხელი წყლით სავსე ქვაბში ნახევარი ჩ/კ ბეგქონდარა და როზმარინი გახსენით და ცეცხლიდან გადმოდგით. თავზე პირსახოცი დაიფარეთ და ორთქლის შესუნთქვა დაიწყეთ. პროცედურად დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ასევე დღეში 2-ჯერ ცხელი აბაზანა უნდა მიიღოთ, რომ ლორწო დაშალოთ. ეფექტის გასაძლიერებლად რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი დაუმატეთ. მაგალითად, ჩაის ხის ზეთი. მას ძლიერი ანტიმიკრობული ეფექტი აქვს.

5. კოჭა

კოჭას ძლიერი ამოსახველებელი, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია, რომლებიც ყელს და მკერდის სტაგნაციას კურნავენ, ასევე სუნთქვის პრობლემებს და ინფექციებს აფერხებენ. სწორედ ამიტომ, დღეში 3-4 ნაჭერი კოჭა შეჭამეთ ან რამდენიმე ჭიქა კოჭის ჩაი დალიეთ.

კოჭის ჩაის მოსამზადებლად ცხელი წყლით სავსე ქვაბს 6 ნაჭერი კოჭა და 1 ჩ/კ წიწაკა დაუმატეთ. საშუალო ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ. როცა გაგრილდება, 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ.

მეორე ვარიანტი, რომ ფილტვების სტაგნაცია თავიდან აიცილოთ – საკვებს წიწაკა და ნიორი დაუმატეთ. ცხარე პროდუქტები შეიცავენ კაპსაიცინს, რომელიც დროებით ნესტოებს გაწმენდს და ლორწოს მოძრაობას აიძულებს.

ამ პროდუქტების დახმარებით არა მხოლოდ სწრაფად აღდგენას შეძლებთ, არამედ დაავადებებს თავიდან აიცილებთ. სწორედ ამიტომ, წლის ნებისმიერ დროს ხშირად მოიხმარეთ.