საკითხავი
როგორ გავწმინდოთ ხალიჩა მშრალი მეთოდით მარტივად და სწრაფად
რა თქმა უნდა, ხალიჩა მყუდრო ნივთია, ფეხები თბილადაა და ბავშვებიც მასზე სიამოვნებით თამაშობენ, მაგრამ მისი მოვლა რთულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველები გყავთ. 2 კატა და პატარა ძაღლი მყავს. მათ ყოველ კვირა ვბან, მაგრამ სიბინძურე და მტვერი მაინც შემოდის. ასევე ბეწვი ცვივათ, თუმცა ძალიან ფუმფულები არიან.
ხალიჩების გაწმენდა რთულია და კარგად გაწმენდა ყველას არ გამოსდის. მძიმეა და ეზოში გასატანად დიდი ძალისხმევის გაწევა მიწევს. მისი გადაბრუნება და სველი ხალიჩის აღება იმდენად რთულია, რომ ჰერკულესის ძალა გჭირდებათ.
შემთხვევით დავინახე, თუ როგორ წმენდს მეზობელი ხალიჩას მშრალი მეთოდით. ვცადე და შედეგი მომეწონა. ხალიჩა მარტივად და სწრაფად გავასუფთავე. მეზობელ ანასთან დიდად მეგობრული ურთიერთობა არ მაქვს, უფრო ნეიტრალური. ერთხელ, კერძის მომზადებისას მარილი დამაკლდა და იძულებული ვიყავი მისთვის მეთხოვა. მასთან შევედი, მარილი ვთხოვე და ვხედავ, რომ ხალიჩას წმენდს.
სანამ მისმა შვილმა მარილი მოძებნა და მომცა, ვკითხე, თუ როგორ წმენდს ხალიჩებს. მიამბო, რომ ადრე ჩემსავით იტანჯებოდა, მაგრამ ახლა მშრალი წმენდის შესახებ გაიგო. თავად სცადა და მოეწონა, რადგან ნაკლები დრო და ძალა ეხარჯება, თან ხალიჩაც სუფთავდება. მასწავლა, თუ რომელი საწმენდი საშუალებები გამოვიყენო. ყურადღებით მოვუსმინე, მადლობა გადავუხადე და სახლში წამოვედი.
როგორც კი წვნიანი მოვამზადე, დაუყონებლივ ხალიჩის გაწმენდა დავიწყე. ეს ძალიან დიდი ხნის წინ გავაკეთე და უკვე საკმაოდ ჭუჭყიანი იყო. მეზობლის მეთოდი გამოვცადე. მისი რჩევები გავითვალისწინე და თვალებს ვერ ვუჯერებდი. ნამდვილად არანაკლებ კარგად წმენდს, თან სწრაფად და მარტივად. იმ დღიდან მხოლოდ ამ მეთოდს ვიყენებ.
ხალიჩის წმენდა მშრალი მეთოდით: სოდა
თუ ხალიჩა ძლიერ გაჭუჭყიანებული არაა, სოდა ზედაპირზე თანაბრად მოაყარეთ, 2 საათით გააჩერეთ და შემდეგ მტვერსასრუტით გადაწმინდეთ. სოდა კარგი შთანთქმელია, მთელ ჭუჭყს და მტვერს იწოვს.
თუ ხალიჩა ძლიერ გაჭუჭყიანებულია, სოდა მთელ ზედაპირზე თხელ ფენად მოაყარეთ. ამის შემდეგ ჩვარი თბილ წყალში დაასველეთ, გაწურეთ და ხალიჩა ამით გახეხეთ. ნახევარი საათით გააჩერეთ და მტვერსასრუტით გადაწმინდეთ.
რაც მთავარია, სოდა ჰიპოალერგიული საშუალებაა, რომელიც არც თქვენ, არც თქვენს ბავშვებს და შინაურ ცხოველებს ზიანს არ მიაყენებს.