Connect with us

საკითხავი

როგორ გავწმინდოთ ხალიჩა ბეწვისგან 10 წუთში: მტვერსასრუტისა და სველი ჩვრის გარეშე

მშობლების სახლში 2 კატა და ლაბრადორი ცხოვრობს. თუ თქვენც ასე ძალიან გიყვართ შინაური ცხოველები, ალბათ მათ კვალს ყველგან აწყდებით. თქვენ შეიძლება ძაღლს ავეჯის კვნეტა გადააჩვიოთ, კატებს კი ტერიტორიის მონიშვნა. თუმცა ბეწვისგან ხალიჩის გაწმენდა ნამდვილი გამოწვევაა.

1 თვის წინ დედას ვესტუმრე და დავინახე ხალიჩაზე სკოჩს როგორ აკრავდა და შემდეგ აძრობდა. თითქოსდა ამ მეთოდით მთელი ბეწვის მოშორება შეიძლება და მტვერსასრუტი საჭირო არაა. გასულ კვირას დედამ მეთოდი სრულყო. ახლა ხალიჩიდან ბეწვის მოსაშორებლად კატის სავარცხელს იყენებს.

ხრიკი სავარცხლით

ეს ხრიკი ერთ–ერთ ზოომაღაზიაში კლიენტისგან გაიგონა. ქალი სალაროსთან ერთადერთი კითხვით მოვიდა: გაქვთ მოკლებეწვიანი ცხოველის სავარცხელი? როგორც აღმოჩნდა, ამით მხოლოდ კატის დავარცხნას არ აპირებს.

მყიდველმა დედას საიდუმლო გაუზიარა, თუ როგორ ინარჩუნებს ხალიჩების სისუფთავეს. აღმოჩნდა, რომ პირდაპირ ცხოველების სავარცხლით ვარცხნის. ეს მარტივი ხელსაწყო ბეწვს ადვილად აგროვებს. უბრალოდ ოდნავ უნდა დაასველოთ.

როგორ გავწმინდოთ ხალიჩა

მეთოდი ასე მუშაობს:

  1. ჩვეულებრივი წყალი სპრეი ბოთლში ჩაასხით;
  2. ხალიჩა წყლით დანამეთ;
  3. კუთხიდან ცენტრისკენ იმოძრავეთ და ბეწვი შეაგროვეთ.

იმდენი ბეწვი შევაგროვეთ, რომ მისგან ახალი კატის გაკეთება შეიძლება (ან ქუდის).

რა თქმა უნდა, ხალიჩიდან ბეწვისა და ცხოველების სხვა კვალის მოსაშორებლად მხოლოდ სავარცხლით დავარცხნა არ შეიძლება. მაგალითად, დედა ასეთ პროცედურას ყოველდღე ასრულებს. ამ საქმეს მინიმუმ 20 წუთს უთმობს.

აი, კვირაში 1–2–ჯერ ხალიჩას მტვერსასრუტით წმენდს. უფრო იშვიათად, რამდენიმე თვეში ერთხელ ხალიჩებს ხელნაკეთი საშუალებებით რეცხავს. მენდეთ, ეს დიდ დროს არ წაგართმევთ.

ყოველდღიური დალაგებით დედა ბინის სისუფთავეს ინარჩუნებს. გყავთ სახლში შინაური ცხოველები? გვიამბეთ, როგორ ზრუნავთ სახლზე ასეთ პირობებში? თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ.