Connect with us

სხვა

როგორ გავწმინდოთ ლეიბი ყველა წესის დაცვით

რა არ ხვდება ლეიბის ზედაპირზე – მკვდარი ეპიდერმისი, მტვრის ტკიპა, ოფლი და სხვა ბიოლოგიური სითხეები. ამ სიბინძურისგან ლეიბს თეთრეულითაც ვერ დაიცავთ. როგორ დავუბრუნოთ ლეიბს თავდაპირველი სისუფთავე?

მტვერსასრუტი

სარჩული მოხსენით და ლეიბის მთელი ზედაპირი მტვერსასრუტით კარგად გაწმინდეთ. ასე ნამცეცებს, თმას, ცხოველის ბეწვს და სხვა წვრილ ნაგავს მოაშორებთ.

ლაქების მოშორება

მოშორების მეთოდი პირდაპირ ლაქის სახეობაზეა დამოკიდებული. ბიოლოგიური სითხეების, თუნდაც ძველის, მოშორება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე მაგალითად, ყავის ან წითელი ღვინის ლაქის მოშორება.

პირველ რიგში, ლაქა წყალბადის ზეჟანგის, თხევადი საპნის და საკვები სოდის ნარევით დაამუშავეთ. საწმენდი საშუალება ლაქას წაუსვით და ზედაპირს შეაზილეთ.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ არატოქსიკური შემადგენლობა, რომელიც დაფუძნებულია ჭუჭყის მოსაშორებელ და სუნის გამქრობ ბუნებრივ ფერმენტებზე.

კიდევ ერთი ეფექტური საშუალება – ლიმონის წვენის და მარილის პასტა. ლაქას წაუსვით და 30-60 წუთით გააჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ სუფთა პირსახოცით გადაწმინდეთ.

სუნების გაქრობა

ზედაპირს საკვები სოდა მოაყარეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ. ფხვნილი ლაქის მოშორების შემდეგ დარჩენილ ჭარბ ტენს შეიწოვს და ლეიბს სისუფთავის და სიახლის არომატს დაუბრუნებს. სოდის ნარჩენი მტვერსასრუტით გადაწმინდეთ.

განიავება

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ლეიბის გასაწმენდად – სუფთა ჰაერზე განიავება, სასურველია მზიან ადგილას. ულტრაიისფერი სხივები მავნე მიკროორგანიზმებთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდია.

დაცვა

თუ აქამდე ლეიბის სარჩული არ გქონიათ, დროა შეიძინოთ. ტენგამძლე მასალის სარჩული ლეიბს ლაქებისა და ჭუჭყისგან დაიცავს. ამასთან, სარჩული შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში იმდენჯერ გარეცხოთ, რამდენჯერაც გსურთ.