Connect with us

კულინარია

როგორ გავრეცხოთ ხის საჭრელი დაფა სწორად: ამ შეცდომას ბევრი უშვებს

დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ხის საჭრელი დაფა ნებისმიერ სახლში თავს იწონებს. ის ხომ ხილის, ბოსტნეულის, თევზის და ხორცის დასაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ. დანა არ ბლაგვდება, არ სრიალებს და უსიამოვნო ხმებს არ გამოსცემს. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გარეცხოთ ხის საჭრელი დაფა სწორად, რომ უსიამოვნო სუნები და ლაქები არ დარჩეს. გახსოვდეთ, სწორი მოვლით სამზარეულოს ინვენტარის გამოყენების ვადას გაახანგრძლივებთ.

ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ გარეცხოთ

ეს პირველი წესია! ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ძალიან ცხელ წყალში ირეცხება. ეს ბევრ სხვა შემთხვევაში ეფექტურია, მაგრამ ხე ამას ვერ გადაიტანს. ასე ფორმა ეცვლება და მისი ფენები იშლება.

ცხელი წყალი და ჯაგრისი

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ხის საჭრელი დაფის გასაწმენდად უბრალო ჯაგრისი, ნაზი სარეცხი საშუალება და ცხელი წყალი გამოიყენოთ. სასურველია, რომ ჭურჭლის სარეცხი საშუალება უსუნო იყოს.

ლიმონი და მარილი

საღებავი პროდუქტები, მაგალითად, ჭარხლის წვენი ღია ფერის პლასტმასის საჭრელ დაფაზეც კვალს ტოვებს. ხის დაფაზე არაფერს ვამბობთ. ამ შემთხვევაში უბრალო ჭურჭლის სარეცხი საშუალება არ გამოგადგებათ. ლიმონი და მარილი გამოიყენეთ. ლიმონმჟავას ლაქა კარგად ამოყავს, თან ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. როგორ გამოიყენოთ: ხის საჭრელ დაფას მარილი მოაყარეთ და ნახევარი ლიმონით გახეხეთ. შედეგი გაგაოცებთ!

ამ მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევების გამოყენებით ხის საჭრელი დაფა კიდევ დიდხანს გემსახურებათ. უცხო სუნი და ლაქები აღარ შეგაწუხებთ.