სხვა
როგორ გავრეცხოთ ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაში?!
მოქმედებათა უბრალო ალგორითმი, რეცხვის რამდნიმე წესი და ახალი სპორტული ფეხსაცმლის შეძენაზე ეკონომიასაც გააკეთებთ.
სანამ სპორტულ ფეხსაცმელს სარეცხ მანქანაში გასარეცხად შედებთ, რამდენიმე დეტალი უნდა უნდა გაარკვიოთ!
შეიძლება კეტებისა და სპორტული ფეხსაცმლის რეცხვა?
დიახ, შეიძლება თუ:
- ფეხსაცმელი ხარისხიანია. გაკეთებულაი ხარისხიანი წებოთი და საღებავით.
- ფეხსაცმელი დაზიანებული არ არის, არ აქვს ნახვრეტები, გახსნილი ნაკერები და ა.შ.
- არ აქვს ტყავის ჩანართები ან სხვა დეტალები რომელბიც შეიძლება რეცხვისას მოძვრეს.
- როგორ გავრეცხოთ კეტები და სპორტის ფეხსაცმელი
1. თუ მას განსაკუთრებით შესამჩნევი ლაქები აქვს – ქსოვილი დაამუშავეთ ლაქების ამომყვანით.
2. მოაშორეთ თასმები და ჩასაფენები, მათი გარცხვა ცალკეც შეგიძლიათ. თუ საფენებს ცუდი სუნი აქვთ ის 1 საათის განმავლობაში ძმრისა და წყლის ნაზავში ჩადევით, შემდეგ კი გაავლეთ.
3. ფეხსაცმელი სარეცხ ტომარაში ან ძველ ბალიშის პირში ჩადევით.
4. ჩაყარეთ მანქანაში საჭირო რაოდენობის სარეცხი ფხვნილი. თუ თეთრი ფერის ფეხსაცმელია მას 1/2 ჭიქა სოდაც დაუმატეთ, ის ფერს უფრო მკვეთრს გახდის და არასასიამოვნო სუნის ნეიტრალიზებასაც მოახდენს.
5. დააყენეთ რეცხვის ჩვეულებრივი ან დელიკატური რეჟიმი, ისე რომ წყლის ტემპერატურა 40 გრადუსს არ აჭარბებდეს. წურვის ბრუნვა მინიმუმადე დაიყვანეთ. თუ ძველი პირსახოცი გაქვთ, რომელიც არ გენანებათ – ის მანქანაში ფეხსაცმელებთან ერთად შედევით რათა ტრიალისას ფეხსაცმელი ბარაბანს არ ეჯახებოდეს.
მნიშვნელოვანია: მანქანაში ერთდროულად რამდენიმე წყვილ ფეხსაცმელს ნუ შედებთ!
როგორ გავაშროთ ფეხსაცმელი?!
სარეცხი მანქანიდან გამოღების შემდეგ ის კარგად განიავებად ოთახში ან აივანზე დადეთ. თუ რეცხვის შემდეგ ფეხსაცმელს ჭუჭყის ზოლები ისევ დარჩა, ის შეგიძლიათ გამდინარე წყალში, კბილის ჯაგრისით მოაშოროთ. დაიმახსოვრეთ: ფეხსაცმლის მზეზე ან გათბობის მილზე გაშრობა არ შეიძლება, ამის გამო ის შეიძლება გაყვითლდეს ან წებო აძვრეს!