კულინარია
როგორ გავრეცხოთ საზამთრო სწორად?
ვიმედოვნებთ, რომ არავის დარწმუნება საჭირო არაა, რომ საზამთროს კარგად გარეცხვა აუცილებელია. დღეს გიამბობთ, როგორ გარეცხოთ საზამთრო სწორად.
დავიწყოთ იმით, რომ ეს ყველასთვის საყვარელი ბაღჩის კულტურა დიდ გზას გადის, სანამ ჩვენს ხელში აღმოჩნდება. მას ბევრჯერ ტვირთავენ, ადგილიდან ადგილზე არასტერილურ პირობებში გადააქვთ. სტაბილურად, ყოველწლიურად შუა ზაფხულში კუჭ–ნაწლავის დაავადებების რაოდენობა იზრდება. ხშირად ამის მიზეზი ისაა, რომ ბოსტნეულს, ხილს, კენკრას, მათ შორის საზამთროს არასწორად რეცხავენ და ამუშავებენ. ნახეთ, როგორ უნდა გარეცხოთ საზამთრო სწორად და საფუძვლიანად.
უბრალოდ გამდინარე წყალში საზამთროს გარეცხვა საკმარისი არაა. თქვენ ასე მიმხმარ ჭუჭყს მოაშორებთ, მაგრამ შესაძლოა ნაყოფის ზედაპირზე უფრო სერიოზული ჭუჭყიც იყოს: ქუჩაში შენახვის დროს საზამთროს ზედაპირზე ილექება ნაგავი, რომელიც ჰაერში უერთდება ავტომობილის გამონაბოლქვს, სპეციალური საშუალებით დამუშავებული ტროტუარიდან ასხლეტილი წვიმის შხეფებს: მთელი ამ „კოქტეილის“ მოშორება მოგიწევთ.
- საზამთრო გამდინარე წყალში გარეცხეთ. როგორც ჩვეულებრივ, ეს რთული არაა.
- ცხელი წყალი ჩართეთ. მისი დახმარებით უფრო რთული და მძიმე ნაერთები მოშორდება.
- ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ან საკვები სოდა აიღეთ, საზამთროს ქერქი კარგად გარეცხეთ. მზადაა! ახლა შეგიძლიათ მშვიდად იყო, რომ ნაყოფის ზედაპირიდან ჭუჭყი დაჭრის დროს თქვენს ორგანიზმში არ მოხვდება.
კარგად გარეცხვის შემდეგ შეგიძლიათ საზამთრო დაჭრათ, ბუნებრივია სუფთა დანით! თუ პიკნიკზე მიდიხართ, გირჩევთ უკვე ყველა წესით გარეცხილი საზამთრო წაიღოთ ან ნაჭრებად დაჭრათ და კონტეინერში ჩააწყოთ.
ნესვის და საზამთროს გასაწმენდად ცალკე სარეცხი ღრუბლის ქონას გირჩევთ. ზაფხულში ის არაერთხელ დაგეხმარებათ, შემდეგ შეგიძლიათ გადააგდოთ.
შეგახსენებთ, რომ ბაღჩეული კულტურები მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო წერტილებში, გადაფარებულ ადგილებში ან სპეციალურ პავილიონებში უნდა იყიდებოდეს და არა ღია სივრცეში და მით უმეტეს გზისპირზე. გაყიდვის წერტილებში საზამთროს გასინჯვა აკრძალულია პირველ რიგში, იმიტომ, რომ გასასინჯად განკუთვნილ საზამთროს სათანადოდ არ რეცხავენ, მის ზედაპირზე მავნე პათოგენები სწრაფად ვრცელდება და მოწამვლის რისკი ძალიან მაღალია.
დახეთქილი საზამთროს შეძენა არ ღირს მაშინაც კი, თუ საზამთრო „სიმწიფით“ დასკდა. მაინც სახიფათოა, რადგან უცნობია ასე დაშლილი რამდენი ხანი არის და რამდენმა პათოგენმა მოასწრო მასში შესვლა.