Connect with us

სხვა

როგორ გავრეცხოთ თეთრი ფეხსაცმელი

თეთრი ფეხსაცმელი ნებისმიერი სტილისთვის წაუგებელი ვარიანტია, თუმცა მისი სითერის შენარჩუნება დიდ სირთულეს წარმაოდგენს, განსაკუთრებით თუ ფეხსაცმელი ნაჭირს არის. ამ სტატიაში თეთრი ფეხსაცმლის რეცხვას გასწავლით.

მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები, მოთმინებით აღიჭურვეთ და საქმეს შეუდექით!

როგორ გავრეცხოთ თეთრი ფეხსაცმელი

დაგჭირდებათ:

  • კბილის პასტა
  • წყალბადის ლაქების ამომყავნი ფხვნილის სახით
  • მათეთრებელი
  • თხევადი საშუალება რეცხვისთვის
  • ჯაგრისი (მაგალითად კბილი)

პროცესი

1. ჯერ რომელიმე დიდ ჭურჭელში თბილი წყალი ცაასხით. შემდეგ დაუმატეთ რომელიმე თხევადი სარეცხი საშუალება.
2. შემდეგ ფეხსაცმელს თასმები მოხსენით და წყალში მოათავსეთ.

3. ერთ ფეხსაცმელზე კბილის პასტა დაიტანეთ. მეორე კი ამ დროს დალბება. წრიული მოძრაობებით კბილის პასტა მთელს ფეხსაცმელს წაუსვით.


4. შემდეგ ფეხსაცმელზე წყალბადის ლაქების ამომყვანი დაიტანეთ. შემდეგ ისევ გახეხეთ ზედაპირი ჯაგრისით. ამის შემდეგ ფეხსაცმელი წყალში გაავლეთ.

5. იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხსაცმელზეც.
6. ცალკე ჭურჭელში ცხელი წყალი ჩაასხით, მასში სარეცხი საშუალება და ქლორირებული მათეთრებელი გაურიეთ. ამ ხსნარში ფეხსაცმელი და თასმები 6 საათით ჩაალბეთ.


7. დროის გასვლის შემდეგ წყალი გადაღვარეთ. შემდეგ ფეხსაცმელი სარეცხ ტომარაში მოათავსეთ და სარეცხ მანქანაში გავლების რეჟიმზე გარეცხეთ.


8. შემდეგ გამოიღეთ ფეხსაცმელი და კარგად გააშრეთ. მზად არის!

მართალია ამ პროცესს დიდი დროს მიაქვს მაგრამ, შედეგი ამად ნამდვილად ღირს! თქვენი ფეხსაცმელი ახალივით გახდება. თუ ამ პროცესს ხშირად გამოიყენებთ, ფეხსაცმელი უფრო სწრაფად გაცვდება, ამიტომ ეცადეთ თეთრი ფეხსაცმელი მხოლოდ მშრალ, მზიან ამინდში ჩაიცვათ!