სხვა
როგორ გავრეცხოთ თეთრი თასმები დიდი ძალისხმევის გარეშე და დავუბრუნოთ პირვანდელი სიქათქათე
თეთრი ფეხსაცმელი მოდაშია. ყველას ძალიან გვიყვარს თეთრი კეტები თუ ბოტასები, ისინი ნებისმიერ იმიჯს ავსებენ და უხდებიან, თუმცა მათი მოვლა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით ჭირს თეთრი თასმებისთვის პირვანდელი სითეთრისა და სისუფთავის დაბრუნდება. ამ სტატიაში თასმებისთვის სიქათქათის დაბრუნების რვა ხერხს გასწავლით. ეს მეთოდები ცხოვრებას ნამდვილად შეგიმსუბუქებთ!
1. სარეცხი საპონი
თასმა ხელზე დაისვიეთ და მას სარეცხის საპონი წაუსვით. თუ ძალიან ჭუჭყიანია 10-20 წუთით გააჩერეთ, ლაქები კბილის ჟაგრისით გაასუფთავეთ და შემდეგ წყალში გაავლეთ.
2. მათეთრებელი ან ლაქების ამომყვანი
ეს კლასიკური და საიმედო საშუალებები გახლავთ, თუ ნივთისთვის სითეთრის დაბრუნება გსურთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ ისინი აგრესიულ საშუალებებს წარმოადგენენ, ამიტომ მათი გამოყენებისას აუცილებლად შეასრულეთ ინსტრუქციის წესები. თასმებს მათეთრებელი დაახით და ხელით გარეცხეთ ან სარეცხ მანქანაში გარეცხეთ სხვა ნივთებთან ერთად. თუ თასმებს სპეციალურ სარეცხ ტომარაში მოათავსებთ, მაშინ მისი გარეცხვა ფერად ნივთებთან ერთადაც შეგიძლიათ.
3. კბილის პასტა
მათეთრებელი კბილის პასტა – კარგად გამოცდილი საშუალებაა. ძველი კბილის ჯადრისი მეშევეობით ის თასმებს წაუსვით და გააშრეთ. თუ პროცედურის შემდეგ ტასმა წებოვანია შეგიძლიათ გარეცხოთ.
4. გამოხარშვა
ეს საკმაოდ ძველებური მეთოდი გახლავთ. პატარა ჭურჭელში წყალი და მათეთრებელი ჩაასხით. შემდეგ დაასველეთ თასმები და ადურეთ 20-30 წუთის მანძილზე. ბოლოს თასმები წყალში კარგად გაავლეთ.
5. ლიმონი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხალხური მათეთრებელი – ლიმონი. დაამუშავეთ ლიმონით დაბინძურებები და 20 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ თასმები წყალში გაავლეთ.
6. ნიშადურის სპირტი
თასმები ჯერ სარეცხ მანქანაში ან ხელით გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ ნიშადურის სპირტი წაუსვით – ბამბის დისკის მეშვეობით.
7. სოდა და ლიმონის წვენი
ასეთი ანზავი ძველ და რთულ ლაქებსაც მოაშორებს. მის მოსამზადებლად სოდა და ლიმონის წვენი შეურიეთ ისე, რომ ფაფის მაგვარი მასა მიიღოთ. დაიტანეთ ის დაბინძურებულ ადგილებზე და 15-20 წუთით გააჩერეთ. ისღა დაგვრჩენია თასმები გავრეცხოთ და გავაშროთ.
8. სოდა და ძმარი ან წყალბადის ზეჟანგი
პატარა ზომის ჭურჭელში სოდა და ძმარი ან წყალბადის ზეჟანგი შეურიეთ, შეფარდებით 2:32. შემდეგ კი ჩვეული სქემით იმოქმედეთ. პასტა თასმებს წაუსვით, რამდენიმე წუთით გააჩერეთ და ჩვეულებისამებრ გარეცხეთ და გააშრეთ.
იმედი გვაქვს სტატიაში წარმოდგენილი საშუალებები პრაქტიკაში გამოგადგებათ.