Connect with us

ყვავილები

როგორ გავზარდოთ 5–ჯერ უფრო დიდი ფიკუსი ბენჟამინი

ისიც კი, ვისაც სახლში ოთახის მცენარე არასდროს ჰქონია, ფიკუსზე თვალი მაინც რჩება. ეს პირადი გამოცდილებით ვიცი. ყვავილების გაზრდა არასდროს გამომდიოდა, მხოლოდ კაქტუსი, ისიც არ ყვავილობს. აი, დედამთილს მთელი ორანჟერეა აქვს! ყოველთვის მიკვირდა, როგორ ახერხებდა ამხელა ფიკუსის გაზრდას. დედაჩემიც კი, გულმოდგინე მებაღე, ასეთ დიდებულ და აყვავებულ ფიკუსს ვერ ზრდის.

კიდევ უფრო მეტად გავოცდი, როცა გავიგე, რომ მცენარე მხოლოდ ერთი წლისაა. სიმაღლეში უკვე 60 სმ–ია. ვერ მოვითმინე და საიდუმლო ხრიკი გამოვკითხე. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ძვირფას ინფორმაციას ფიკუსის გასაზრდელად.

როგორ გავზარდოთ დიდი ფიკუსი

საიდუმლო №1: სწორი ქოთანი

არსებობს მოსაზრება, რომ მცენარეს რაც უფრო მეტ სივრცეს მისცემთ, მით უკეთ გაიზრდება. ფიკუსთან მიმართებაში პასუხი ერთია: ქოთნის დიამეტრი ფესვების სისტემაზე მაქსიმუმ 4 სმ–ით მეტი უნდა იყოს.

თუ ყლორტი 200 მლ ქოთნიდან 1 ლიტრიან ქოთანში გადაიტანეთ, დარწმუნდებით, რომ მომდევნო 2 თვეში მხოლოდ რამდენიმე ფოთოლს გამოიღებს. ყველაფერი იმიტომ, რომ მცენარე მთელ ძალას ფესვების სისტემის განვითარებასა და ახალი სახლის ათვისებაზე ხარჯავს.

საიდუმლო №2: ნიადაგის შერჩევა

როგორც აღმოჩნდა, ძვირადღირებული ნარევის შეძენა აუცილებელი არაა. საკმარისია „უნივერსალური“ მიწა. მირჩიეს მსხვილ აგროპერლიტში უხვად გავაზავო, რომ ფესვებმა სუნთქვა შეძლოს. დრო და დრო უფრო დიდ ქოთანში გადარგეთ.

საიდუმლო №3: ბევრი მზე

ბევრ ბოტანიკურ ჟურნალში გვირჩევენ, რომ მცენარე მზის პირდაპირ სხივებს მოვარიდოთ. მცენარე ამის გამო იწვება, მაგრამ არა დედამთილის ფიკუსი ბენჟამინი! ლაქებიან ფიკუსს განსაკუთრებული თვისება აქვს: ღია ნაწილები ულტრაიისფერი სხივებით ნაკლებად ზიანდება. და ქლოროფილს არ გამოიმუშავებს.

ასეთ ფოთლებს ბევრი სინათლე სჭირდებათ, რომ მწვანე მასის ნაკლებობა აინაზღაურონ. მწვანე პრიალა ფოთლების მქონე ფიკუსთან საქმე უფრო რთულადაა – ის უნდა დადოთ იქ, სადაც ბევრი გაფანტული სინათლეა. მისი დეფიციტის შემთხვევაში ზრდას ანელებს. ამ მხრივ ფიკუს ბენჟამინს უპირატესობა აქვს!

როგორ მოვუაროთ ფიკუსს, რომ უფრო დიდი გაიზარდოს

ახლა ყველაზე საინტერესო. იგივე სპატიფილუმისგან განსხვავებით ფიკუსი ფოთლებს არ ჩამოყრის, თუ 1–2 დღე მორწყვა დაგავიწყდებათ. ცხელ კლიმატში ცხოვრებას მიჩვეულია. მორწყეთ მაშინ, როცა ზედა ფენა 1 სმ–თი გაშრება.

გადაჭარბების არ შეგეშინდეთ: პატარა ქოთანში მორწყვის გაკონტროლება ადვილია. წყალმა სადრენაჟო ხვრელში უნდა გაიაროს, რადგან ფესვები თითქმის ძირამდე აღწევს.

ფიკუსის სწრაფ ზრდას გამოკვება უზრუნველყოფს. ეს შპარგალკა შეინახეთ, რომ არ დაგავიწყდეთ:

  • კომპლექსური მინერალური სასუქი დეკორატიული–ფოთოლოვანი მცენარისთვის –  მიკროელემენტების მიმართ ფიკუსის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ფოსფორის, კალიუმის და აზოტის გარდა უნდა შეიცავდეს ბორს, რკინას, მაგნიუმს, მანგანუმს და სხვებს.
  • კალციუმის ნიტრატი გაზაფხულზე – მასის მოსამატებლად და ახალი ფოთლებისთვის.
  • მაგნიუმის სულფატი – სეზონზე ორჯერ.
  • რკინა „ფეროვიტი“ ფოთლებისთვის – დრო და დრო, ზოგადად განვითარებისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში 2–ჯერ უფრო იშვიათად უნდა გამოკვებოთ.

ამ დეტალების ცოდნით ფიკუსის უხვად აყვავებას მიაღწევთ და მისგან ფუმფულა ბონსაის ფორმირებას შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ მას ორპირი ქარი და დაბალი ტემპერატურა (14 გრადუსზე დაბალი) არ უყვარს. ახლა უკვე ვიცი, რომ ფიკუსი უპრეტენზიო მცენარეა და მის შეძენას ვფიქრობ, რომ სახლში პატარა ხე ვიქონიო. თქვენ რას ფიქრობთ, ღირს?