ყვავილები
როგორ გავზარდოთ მსხვილი მიწისთხილი აგარაკზე და ვტეხოთ კაკალი მთელი ზამთარი
ვისაც მიწისთხილი უყვარს, ნამდვილად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გაზარდოს კაკალი საკუთარ აგარაკზე ან უბრალოდ ეზოში. ეს იაფი კაკალი არაა, ამიტომ მისი მოყვანა უფრო მომგებიანია. გარდა ამისა, შეგიძლიათ შემდეგ სახლში ნამცხვრები დააცხოთ, სალათები ან მიწისთხილის პასტა მოამზადოთ.
მიწისთხილი პრეტენზიული კულტურაა, რომელსაც ადგილობრივი თბილი სეზონი შესაძლოა არ ეყოს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, ჯერ ნერგები გაზარდოთ და შემდეგ ნაკვეთზე გადაიტანოთ. დაგჭირდებათ გაუსუფთავებული უმი კაკალი. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაზარდოთ მიწისთხილი აგარაკზე!
როგორ მოვამზადოთ მიწისთხილი ნერგების მისაღებად
1. თავდაპირველად, კაკალს აუცილებლად გაგრილების პერიოდი სჭირდება – არა უარყოფითი, არამედ ქვედა დადებითი ტემპერატურა. სწორედ ამიტომ, 2 კვირა მაცივარში შეინახეთ.
2. ამის შემდეგ ჩაალბეთ, როგორც ბარდა. ჯერ წყლით დაფარეთ და 6 საათით გააჩერეთ, შემდეგ წყალი გადაასხით და სველ ჩვარში გაახვიეთ. ტენიანობის შესანარჩუნებლად ჩვარი პაკეტში ან კონტეინერში მოათავსეთ. კაკალი ბატარეის ან სხვა სითბოს წყაროს გვერდით დადეთ.
როგორ დავრგოთ მიწისთხილი
ცალკე ქოთნებში
დაახლოებით 250 გრ მოცულობის ცალკეული ქოთნები მოამზადეთ. ნაყიდი მიწა და ბაღის მიწა 1:2 პროპორციით აურიეთ. თუ გაქვთ, ძველი ნახერხი დაუმატეთ. პატარაზე ჩააღრმავეთ და კაკლები მოათავსეთ. აღმონაცენი მიწისთხილის ბასრი ბოლოდან ამოვა.
საერთო ყუთში
თუ ნერგებისთვის დიდი ადგილი არ გაქვთ, ერთ საერთო ყუთში დარგეთ. იგივე მიწა გამოიყენეთ და კაკალი დაახლოებით 2–3 სმ სიღრმეში ჩარგეთ. კაკლებს შორის დაახლოებით 6 სმ დისტანცია დაიცავით. ნერგები მორწყეთ და განათებულ ადგილას დადეთ.
ნერგების მისაღებად ყველაზე მსხვილი და ლამაზი კაკლები შეარჩიეთ. ასეთი კაკალი მოსავალს ნამდვილად მოგცემთ. როცა დრო მოვა, ნერგები ღია ნაკვეთზე გადაიტანეთ და მათ გაზრდას დაელოდეთ. ოდესმე გიცდიათ მიწისთხილის დარგვა აგარაკზე?