Connect with us

ყვავილები

როგორ გავზარდოთ მიწის ნაყოფიერება: 9 ეფექტური მეთოდი

მეაგარაკეები, რომლებიც ბოსტანში მუშაობას მიჩვეულნი არიან, იციან, რომ ნიადაგის პრობლემას მთელი მოსავლის გაფუჭება შეუძლია. რამდენი რამ უნდა გაითვალისწინოთ. თესლის სახეობა და სწორი დარგვა, მორწყვის და გამოკვების რეჟიმის დაცვა. დამეთანხმეთ, მიწის ხარისხი ამ სიაში უკანასკნელ როლს არ ასრულებს. ნიადაგმა ლამაზი და ჯანსაღი ნაყოფი გარანტირებულად რომ მოგცეთ, პირველი სახიფათო ნიშნების გარჩევა უნდა იცოდეთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რა პრობლემები გვხდება ყველაზე მეტად მიწასთან დაკავშირებით, რა იწვევს ამ პრობლემებს და როგორ ვებრძოლოთ.

მიწის ყველაზე გავრცელებული პრობლემები

ნაყოფიერი ფენის სისქის შემცირება

ეს ემართებათ იმ მებოსტნეებს, რომლებიც ერთ ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში ზედაპირული ფესვური სისტემის კულტურებს ზრდიან. გამოკვების უგულებელყოფა მიწის ნაყოფიერ ფენაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. სიტუაციის გამოსასწორებლად მიწის თხრილებში კომპოსტები ჩაყარეთ. 1 კვ.მ მიწაზე დაახლოებით 3 ვედრო კომპოსტი დაგჭირდებათ. სასუქი გამოფიტულ მიწას „გადაარჩენს“. სიტუაციას სიდერატებიც გამოასწორებს. მომავალში სწორი თესლბრუნვა არ დაგავიწყდეთ.

ნიადაგი იფშვნება

მიწა იმდენად გამომშრალია, რომ იფშვნება. ამისთვის საკმარისია ტრადიციული კულტურები მოიყვანოთ, მაგალითად, ყაბაყი, პომიდორი, კიტრი, სასუქი არ მიაწოდოთ და მულჩით არ დაფაროთ. უფრო მეტიც, მუდმივი დაბარვა პრობლემას ართულებს. რეკომენდებულია, მიწა კომპოსტით 10 სმ სიღრმეში გამოკვებოთ. ბალახით, კომპოსტით, ჩალით ან სარეველებით მულჩირება არ უგულებელყოთ. ასე მიწას არა მხოლოდ ფიზიკურად დაიცავთ, არამედ გაანაყოფიერებთ.

ძალიან მკვრივი მიწა

თუ მიწა ძალიან მკვრივი და მძიმეა, სავარაუდოდ, არასწორად დაბარეთ. თიხნარი მიწის ძალიან ღრმა დაბარვამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ზედაპირიც თიხნარი გახდეს. თუ ამას წვიმის დროს გააკეთებთ, მიწა შეიძლება წყალგაუმტარი ქერქით დაიფაროს. უბრალოდ მიწა კვლავ დაბარეთ. თუ თიხის გოროხებს ხედავთ, მიწას ქვიშა დაუმატეთ: 1 ვედრო 1 კვ.მ–ზე. წვიმის ჭიებიც მდგომარეობას გამოასწორებს.

მჟავე მიწა

ძირითადად, მიწის მჟავიანობა დამოკიდებულია წყლის ხარისხზე, რომელსაც მოსარწყავად ან გამოსაკვებად იყენებთ. სიტუაციას გამოასწორებს კირი, ხის ნაცარი, დოლომიტის ფქვილი ან ჩვეულებრივი ცარცი. რაც უფრო მაღალია ნიადაგის მჟავიანობა, მით უფრო მეტი სასუქი დაგჭირდებათ.

ზედმეტად ტუტე მიწა

ეს იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ხდება, თუ ნიადაგის მჟავიანობის შემცირება გაგიტაცებთ. ზედმეტად ტუტე მიწაში მცენარე რკინის ათვისებას ვერ ახერხებს. ეს გაყვითლებული ფოთლებით ჩანს. პრობლემას წიწვით, ტორფით ან წიწვოვანი ხის ქერქით მულჩირება გამოასწორებს. გახსოვდეთ: თავდაპირველად, ღია გრუნტში დათესილი მცენარეები უნდა გაიზარდოს.

ნიადაგის დამლაშება

ტყუილად არ ამბობენ, უმარილობა სჯობს გადამლაშებას. თუ მიწაზე თეთრი მარილის კვალი შეამჩნიეთ, დროა მიწა ზედმეტი მარილისგან გაათავისუფლოთ. მოსავლის აღების შემდეგ მიწა რამდენჯერმე უხვად მორწყეთ. ამის შემდეგ ტორფის მულჩით დაფარეთ.

მავნე მწერები და დაავადებები

აქ, ქიმიას გვერდს ვერ აუვლით. მიწა ინსექტიციდებით დაამუშავეთ. მიწაში დამალულ ლარვებთან საბრძოლველად ლარვიციდი და ოვიციდი შეიძინეთ. მწერებთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები არ უგულებელყოთ. მაგალითად, შეგიძლიათ გვიან შემოდგომაზე მიწა დაბაროთ. ასე ფრინველები ბევრ ლარვს შეჭამენ.

წითური ნადები

ჩვეულებრივ, მიწა წითური რკინით მდიდარი ხისტი წყლის გამო ხდება. მეორე მიზეზი – სოკო. მცენარეებისთვის თავისუფალი მიწა ცხელი წყლით მორწყეთ. თუ არ გიშველათ, პათოგენურ სოკოებთან საბრძოლველად სპეციალური პრეპარატები გამოიყენეთ.

ხავსი

ეს მცენარე მაღალი ტენიანობის და ზედმეტი დაჩრდილვის გამო ჩნდება. ნაკვეთზე სადრენაჟო ხვრელები გააკეთეთ – ასე ზედმეტი წყალი გამოვა. ხავსთან საბრძოლველად რკინის სულფატი გამოიყენეთ.

გახსოვდეთ, რომ მიწა ცოცხალი სუბსტანციაა, რომელშიც ბევრი მიკროორგანიზმი ცხოვრობს. ისინი მოსავალზე გავლენას ახდენენ. სწორედ ამიტომ, მიწის სწორად მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს.