ყვავილები
როგორ გავზარდოთ კიტრი წყალზე: ახალი ეფექტური მეთოდი
ბოსტნიდან ამოტანილი არომატული შინაურული კიტრის ჭამა ყოველთვის სასიამოვნოა. მაღაზიის დახლზე დადებული კიტრი მას ვერ შეედრება. საკუთარი ხელით მოყვანილი ბოსტნეულით სიამოვნების მიღების შესაძლებლობა ყველას არ აქვს.
ბოლო დროს ფანჯრის რაფაზე მწვანილის გაზრდა საკმაოდ პოპულარული გახდა. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და აივანზე მთელი მინი-ბოსტანი შექმნა. სწორი მოვლის პირობებში მოსავალს მთელი წელი აიღებთ. კიტრი გამონაკლისი არაა.
კიტრის დარგვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. დღეს აბსოლუტურად ახალი, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდის გამოყენებას გთავაზობთ – კიტრის გაზრდა წყალზე. მისი დახმარებით მორწყვაზე ნერვიულობა არ მოგიწევთ და პირველ მოსავალს უკვე სითბოს დადგომისთანავე შეძლებთ.
კიტრის გაზრდა წყალზე
დასარგავად 20 ლ მოცულობის დიდი ვედრო და 5 ლ მოცულობის პატარა ვედრო აიღეთ. პატარა ვედროს ძირი გაუხვრიტეთ. მისი სიმაღლე დიდი ვედროს სიმაღლის თითქმის ნახევარი უნდა იყოს. ვედროს კედლებზე შემთხვევითი წესით 3-4 ხვრელი გააკეთეთ და დიდი ვედროს ცენტრში მოათავსეთ.
10 ლ მოცულობის ვედროს პლასტმასის თავსახურზე 13-15 ხვრელი გაუკეთეთ. ამისთვის №8 ან №10 ზომის ბურღი გამოიყენეთ. თავსახურის დიამეტრი ისეთი უნდა იყოს, რომ პატარა ვედროს ზემოდან დაადოთ.
თავსახურის ოდნავ ქვედა დონეზე ნახვრეტი გააკეთეთ. მისი დიამეტრი პლასტმასის ბოთლის ყელის ტოლი უნდა იყოს. შეგიძლიათ ჩვეულებრივი სარწყავის ზომის ხვრელი გააკეთოთ.
ნახევარ ლიტრიანი ბოთლი აიღეთ, ძირი მოაჭერით და სანთებლით მოღუნეთ ისე, რომ ყელი ზემოთ ჰქონდეს. ხვრელში მოათავსეთ.
საცობში ხვრელი გააკეთეთ და ბოთლი დაამაგრეთ. ასე მის დაფიქსირებას ხელს შეუწყობთ, თუ ვედროს ხვრელი ოდნავ დიდი გამოგივიდათ. მისგან წყლის მიწოდება მოხდება.
ასევე დაგჭირდებათ სარეცხის თოკი და ძველი მაისური (უმჯობესია სინთეტიკა). ის ფითილის როლში გამოვა, რომელიც სახურავის ხვრელებში უნდა მოათავსოთ. მაისური ზოლებად დაჭერით, თოკი ნაჭრებად. სიგრძე დიდი ზომის ვედროს სიმაღლეს + 3 სმ უნდა იყოს.
სახურავი დააყენეთ და აგროფიბრით ან მაისურის ნარჩენებით დაამაგრეთ იმ ადგილას, სადაც სახურავი ვედროს კედლებს ეხება.
ვედრო მიწით აავსეთ. კიტრისთვის შეგიძლიათ ჩვეულებრივი ბოსტნის ნიადაგი გამოიყენოთ, 100 გრ ნაცარი და 500 მლ გადამუშავებული ნაკელი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. ასევე შეგიძლიათ მზა მიწა მაღაზიაში შეიძინოთ. მიწის მოყრის დროს თოკები ვერტიკალურად უნდა გეჭიროთ.
ვედროს ცენტრში ჩაღრმავება გააკეთეთ და ნერგი მოათავსეთ. იგივე შეგიძლიათ თესლით გააკეთოთ. თუ მიწა მშრალია, მორწყეთ. შემდეგ მორწყვა არ დაგჭირდებათ: მცენარე ტენს ქვემოდან მიიღებს. ბოთლიდან ვედროს ძირი წყლით აავსეთ.
მიწას ზემოდან ქოქოსის სუბსტრატი მოაყარეთ. ის ტენს აორთქლების საშუალებას არ მისცემს და ზედა ფენა არ გამოშრება. სახელურების ადგილას შეგიძლიათ თოკი მოათავსოთ და ზემოთ ასწიოთ. მასზე კიტრი დახვევას დაიწყებს და მოსავალს მოგცემთ.
ფითილით მორწყვის სისტემით ნიადაგი გამოშრობის დროს ტენს ზემოთ შეიწოვს. ამ მეთოდით შეგიძლიათ პომიდორი და წიწაკა გაზარდოთ. წყლის მოცულობა ერთი კვირა გეყოფათ. ასე რომ, თამამად დატოვეთ და სადმე გაემგზავრეთ.