ყვავილები
როგორ გავზარდოთ კიტრის ნერგები
უკვე კიტრის ნერგების თესვის დრო მოვიდა. ამ სტატიაში მათი თესვის წესებზე მოგიყვებით!
დასათესი ტარა
დასათესი ჭურჭლის ბევრი ვარიანტი არსებობს, თუმცა მე 0.5 ლიტრიან ჭიქებს გირჩევთ, მათში ნერგები თავს უკეთ იგრძნობენ. არ დაგავიწყდეთ სადრენაჟო ხვრელის გაკეთება რათა წყალი ჭურჭელში არ ჩადგეს.
საწყის ეტაპზე ნერგს თბილი პირობები ესაჭიროება, ამისთვის სპეციალური გამჭვირვალე ზედაპირიანი მინი-სათბურები გამოგადგებათ.
ნიადაგი
კიტრს ფხვიერი ნიადაგი უყვარს. გაყიდვაში შეგხვდებათ ნიადაგის სპეციალური შემადგენლობები. ასეთ ნიადაგში ნერგი უფრო სწრაფად ვითარდება!
თესვა
ჭიქაში ნიადაგი კარგად ტენიანდება. თუ კარგი თესლი შეიძინეთ მაშინ თითო ჭიქაში ერთი ცალი უნდა დათესოთ. როგორც წესი მათ გაყიდვამდე ამუშავებენ სპეციალური ხსნარებით შესაბამისად მათი ხელმეორედ დამუშავება ან დალბობა აღარ დაგჭირდებათ.
დათესვამდე აიღეთ კიტრის თესლი და მაწკრატლით წვერი ოდნავ წააჭერით. შემდეგ ნიადაგში ჩადეთ და მიწა მოაყარეთ. შემდეგ კარგად მორწყეთ. ბოლოს, სასათბურე ეფექტის მისაღებად ჭიქას თავი დაახურეთ ან ცელოფანი მოახვიეთ.
ნერგის ზრდისთვის ოტპიმალური ტემპერატურაა +25 გრადუსი. ამ ტემპერატურის მისაღწევად შეგიძლიათ სპეციალური ელექტრო ნოხი გამოიყენოთ ან ნერგების ჭურჭელი პინაპლასტზე დაალაგოთ. პირველი წანაზარდების გაჩენის შემდეგ ცელოფანი მოხსენით და ნერგი ფიტოლამფის ქვეშ დაალაგეთ.
თუ დათესვისას ყველა წესს გაითვალისწინებთ შედეგად ჯანმრთელ და კარგად განვითარებულ ნერგებს მიიღებთ!