Connect with us

კულინარია

როგორ გავახმოთ ასკილი – 5 გამოცდილი მეთოდი სახლის პირობებში

დიასახლისები ხშირად ინტერესდებიან, თუ როგორ გაახმონ ასკილი სახლის პირობებში ისე, რომ კენკრის სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად შეინარჩუნონ. ველური ვარდის მომზადების რამდენიმე მეთოდი არსებობს.

ბუნებრივი გახმობის განსაკუთრებულობა

სახლის პირობებში ასკილის სწორად გასახმობად კარგად განიავებული და მშრალი ადგილი უნდა შეარჩიოთ. შენობა, სადაც პროცედურას ჩაატარებთ, მზის კაშკაშა სხივებით განათებული არ უნდა იყოს, რომ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით C ვიტამინი არ დაკარგოთ.

კენკრის შეგროვება ზაფხულის ბოლოს ხდება. აღსანიშნავია, რომ მოუმწიფებელი კენკრა დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, ხოლო უფრო მომწიფებული ბევრ შაქარს შეიცავს.

მოსავალს გზისგან და დაბინძურებული რაიონებიდან მოშორებით კრეფენ, რადგან მცენარე ასეთ ადგილებში მავნე ელემენტებს იწოვს. თქვენ კენკრა მთლიანად, თავისი ყუნწებიანად უნდა მოკრიფოთ.

გახმობის წინ კენკრის გარეცხვა აუცილებელი არაა, რადგან ასე ნაყოფი დამატებით ტენს შეიწოვს. სწორად გამხმარი კენკრა სასარგებლო თვისებებს 3 წლამდე ინარჩუნებს. ტრადიციულად, სახლის პირობებში კენკრის გახმობა მაღალ ტემპერატურაზე უარის თქმას მოიცავს. აუცილებელია, შემდეგი ნაბიჯების განხორციელება:

  1. კენკრა გადაარჩიეთ, ძალიან გრძელი ყუნწები მოაშორეთ.
  2. მზა კენკრა ფანერზე ან კარდონის ყუთზე მოათავსეთ, ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.
  3. 3-4 კვირა გააჩერეთ. დრო ჰაერის ტენიანობაზეა დამოკიდებულია, პერიოდულად აურიეთ.
  4. როცა კენკრა გახმება, დაშლას დაიწყებს და კარდონის ყუთში მოათავსეთ. კიდევ რამდენიმე დღე გააჩერეთ. კარდონი ჭარბ ტენს იწოვს.

შეგიძლიათ სავენტილაციო თავსახურის მქონე ქილებში, ნაჭრის ტომრებში ან ქაღალდის ყუთებში შეინახოთ. თუმცა, მომზადების ეს მეთოდი ყველაზე საიმედო არაა, რადგან წვიმის პერიოდში მოკრეფილი კენკრა შეიძლება უბრალოდ დალპეს და მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროთ. სწორედ ამიტომ, სახლის პირობებში ხელმისაწვდომი უფრო სწრაფი მეთოდები გამოიყენეთ.

როგორ გავახმოთ სწორად ასკილი გაზის ღუმელის გამოყენებით?

მთელი მშრალი კენკრა გადაარჩიეთ და ცივი ღუმელის საცხობ ფორმაზე თანაბრად გადაანაწილეთ. საცხობი ფორმა ღუმელის შუაში მოათავსეთ, ამის შემდეგ გახმობის პროცესი დაიწყეთ:

  1. ღუმელი +100 გრადუსამდე გაახურეთ და მითითებულ ტემპერატურაზე 10 წუთით გააჩერეთ.
  2. შემდეგ ტემპერატურა +60 ან +70 გრადუსამდე დასწიეთ, ჭარბი ტენის გამოსადევნად ღუმელის კარი გააღეთ.
  3. ველური ვარდის კენკრა 6-8 საათით გაახმეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ტემპერატურა +45 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოვიდეს. მთელი ამ დროის განმავლობაში კენკრას ოდნავ მოურიეთ ან ფორმა შეანჟღრიეთ.

სწორად გამხმარი კენკრა ფერს არ იცვლის, არ ნაოჭდება, ამიტომ მზა კენკრა შეგიძლიათ საკუჭნაოში დიდხანს შეინახოთ. თუ ველური ვარდი გამუქდა, ეს გახმობის პროცესში ტემპერატურის გადაჭარბებაზე საუბრობს. ზოგიერთი დიასახლისი ღუმელს 30 გრადუსზე რთავს და კენკრას მთელი დღე ტოვებს. ჩაისთვის კენკრას გახმობის დროს რამდენიმე სურნელოვან ბალახს ადებენ, ასე ნაყოფი უფრო სასარგებლო და არომატულია.

როგორ გავახმოთ ასკილი ელექტრონულ ღუმელში?

ელექტრონული ღუმელი უფრო მშრალია, ამიტომ პროცესი გაცილებით ნაკლებ დროს (დაახლოებით 4 საათი) მოითხოვს, თუმცა გაფუჭების ალბათობა ბევრად დიდია. სწორედ ამიტომ, პროცესი მუდმივი დაკვირვების ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.

პროცედურის სწორად ჩასატარებლად ღუმელში +40 გრადუსი ტემპერატურა დააყენეთ. ეს იმით აიხსნება, რომ ელექტროღუმელი ბევრად უფრო მშრალია და სწრაფად ხურდება. ტემპერატურის სწრაფი ცვლილების დროს კენკრამ შეიძლება ბევრი ტენი დაკარგოს, რაც მას სასარგებლო თვისებებს წაართმევს. 3-4 საათის განმავლობაში თანაბარი ტემპერატურა უნდა შეინარჩუნოთ, რამდენიმე ეტაპად 60 გრადუსამდე ასწიეთ და ღუმელი გამორთეთ, კენკრა სრულ გაგრილებამდე დატოვეთ. ასე ნაყოფი ბოლომდე მზად იქნება.

თუ კონვექციური ღუმელის გამოყენება გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ, რომ ვენტილიატორი ცხელ ჰაერს ატრიალებს, რაც კენკრიდან ტენის გამოყოფას აჩქარებს. ამ ვარიანტის გამოყენების დროს ტემპერატურა +40 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს, რომ კენკრას სასარგებლო თვისებები არ წაართვათ.

ელექტრო საშრობი, დეჰიდრატატორი და აეროგრილი ასკილის გასახმობად

თუ ელექტრო საშრობში ასკილის გახმობის შესახებ არ იცით, ინსტრუქცია წაიკითხეთ:

  1. ჭუჭყისგან გაწმენდილი კენკრა ელექტრო საშრობში თანაბრად გადაანაწილეთ.
  2. ტემპერატურა +40 ან +50 გრადუსზე 9-12 საათით ჩართეთ.
  3. როცა დაშლას დაიწყებს – უკვე მზადაა.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ღუმელში ან ელექტრო ღუმელში ასკილის გასახმობად სწორი ტემპერატურა შეარჩიოთ, რადგან მაღალი ტემპერატურისას დროის ეკონომიას შეძლებთ, მაგრამ კენკრა შეიძლება გააფუჭოთ.

ელექტროსაშრობის უფრო პროგრესულ ვარიანტს დეჰიდრატორი წარმოადგენს. მისი დახმარებით ცხელი ჰაერი კონტეინერში თანაბრად ნაწილდება. გამოიყენეთ ბოსტნეულის, ხილის, კენკრის და ჩიფსების გასახმობად. ასკილის გასახმობად მინიმალური ტემპერატურა 12 საათით გამოიყენეთ. ზუსტი დრო მოწყობილობის ინდივიალურ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული.

ასკილის აეროგრილში გასახმობად კენკრად გარეცხეთ, გააშრეთ და ბადეზე დააწყვეთ. გახსოვდეთ, სახურავსა და აეროგრილს შორის სუფთა ჰაერის წვდომა შეზღუდული არ უნდა იყოს. +55 – +60 გრადუს ტემპერატურაზე 4 საათით ჩართეთ.

შეიძლება თუ არა ასკილის გაყინვა?

ასკილის გაყინვა არათუ შეიძლება, აუცილებელია. ველური ვარდი მთლიანი კენკრის ან პიურეს სახით გაყინეთ. რეკომენდებულია ფოთლების გაყინვაც. კენკრის გასაყინად, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები:

  • მთელი კენკრა გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ, პირსახოცზე გააშრეთ და ერთ ფენად დააწყვეთ, ამის შემდეგ საყინულეში მოათავსეთ. როცა ბოლომდე გაიყინება, შეგიძლიათ პაკეტში ჩააწყვოთ და ისე შეინახოთ.
  • კენკრის ნახევარი ერთ ფენად გაყინეთ, შემდეგ კომფორტულ ჭურჭელში ჩაყარეთ. ასეთი კენკრა ნაყენის და ჩაის დასამზადებლად გამოგადგებათ.
  • პიურეს მოსამზადებლად, გარეცხილი და გასუფთავებული კენკრა დაჭერით, და თესლი ამოიღეთ. მიღებულ ნაჭრებს წყალი დაასხით და 3 დღე ნაყოფის დასარბილებლად გააჩერეთ. შემდეგ ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ ან დააბლენდერეთ. პიურე ფორმებში გაყინეთ. შემდეგ პაკეტში ჩაყარეთ და შეინახეთ.
  • ჩაის დასაყენებლად ველური ვარდის გაყინული ფოთლები გამოიყენეთ. ფოთლები გარეცხეთ, გააშრეთ და ჰერმენტულ პაკეტში მოათავსეთ. ამის შემდეგ საყინულეში შეინახეთ.

მთელი გაყინული კენკრა საყინულეში 1 წელი ინახება, დაჭრილი და პიურეს მსგავსი მასა კი 9 თვე.

ზამთრისთვის კენკრის შესანახად შეგიძლიათ ჩვეულებრივი ღუმელი, აეროგრილი, ელექტროსაშრობი და საყინულე გამოიყენოთ. თუმცა მიკროტალღური ღუმელი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ, მისი გამოყენების დროს კენკრა შიგნიდან იშლება.