ჯანმრთელობა
როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი სუნელების დახმარებით
გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ სუნელები იგივე საოჯახო აფთიაქია, თუ მათი სწორად გამოყენება ვიცით.
შეუფასებელი სუნელები, სასარგებლოა იმუნიტეტისთვის. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ეხლაა აქტუალური, შემოდგომაზე – როდესაც ავიტამინოზი საკმაოდ გავრცელებულია.
ორეგანო (მაიორანი, თავშავა)
ორეგანოს გარეშე იტალიურ სამზარეულოს უბრალოდ ვერ წარმოვიდგენთ! განუმეორებელი გემოს გარდა ამ სანელებელს უნიკალური სამკურნალო თვისებებიც აქვს.
სასარგებლო თვისებები:
- ამშვიდებს ნერვულ სისტემას
- აქვს მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობა
- ახდენს კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის მოქმედების ნორმალიზებას
- აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას
- აქვს შარდისა და ნაღველის გამომყოფი მოქმედება
- აძლიერებს იმუნიტეტს
- მოქმედებს როგორც ძლიერი ოფლმდენი და ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტისა და ბრონქიალური ასთმის დროს.
სად დავამატოთ:
- შემწვარ კვერცხში
- ბოსტნეულის სუპებში
- პიცა
- სალათები
- სოუსები
როზმარინი
ძველად ეს მცენარე სიმდიდრის, ხანგრძლივი სიცოცხლის და აყვავების სიმბოლოდ მოიაჩნდათ. ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც კი შემორჩა მისი ტოტის ახალგაზრდებისთვის ჩუქების ტრადიაცია.
სასარგებლო თვისებები:
- ხსნის სტრესს და ნერვულ დაძაბულობას
- ახდენს ორგანიზმის ტონუსში მოყვანას საერთო გადაღლილობისას
- აძლიერებს პოტენციას
- კურნავს გაციებას
- აქვს ანტების საწინააღმდეგო, მატონიზირებელი, შემახორცებელი, ნაღველმდენი, ანტიდეპრესიული და ანტიოქსიდანტური თვისებები.
სად დავამატოთ:
- ხორციან საკვებში
- თევზის საკვებში
- მარინადებში
- ბალახეულ ჩაიში
ბეგქონდარა
ძალიან სასარგებლო მცენარეა, რომელიც ანტიოქსიდანტური აქტივობით ვიტამენ E-საც უტოლდება.
სასარგებლო თვისებები:
- აქვს ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო და მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედება.
- აძლიერებს იმუნიტეტს
- ამაღლებს შრომისუნარიანობას
- აფერხებს პროსტატის წარმოქმნას
- აცილებს სქესობრივ სისუსტეს
სად დავამატოთ:
- სალათები
- მოთუშული საჭმელი
- ცხელი საკვები
- ყველა საჭმელი რომელიც კვერცხით მზადდება
- სოუსები
კურკუმა
ეს მცენარე კოჭასებრთა ოჯახის წარმომადგენელია, მისი სასარგებლო თვისებები შეუფასებელია. ბოლო მონაცემებით, მას კიბოს უჯრედებიც დამარცხებაც კი შეუძლია.
დადებითი თვისებები:
- ასუფთავებს ორგანიზმს
- დადებითად მოქმედებს საკვების მონელებაზე
- ხსნის ანთებას და შეშუპებას
- აქვს დეტოქსის და ნაღველმდენი თვისება
- ითვლება ძლიერ ანტიოქსიდანტად
- აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
- აღადგენს ორგანიზმის დაცვით ფუნქციას
- იყენებენ გახდომისთვის
სად დავამატოთ:
- წვნიანები
- რაგუ
- ბრინჯი
- ფლავი
სალბი
სანელებელი რომელიც შესანიშნავად შველის გაციებასა და ყელის ტკივილს.
სასარგებლო თვისებები:
- წმენდს ნაწლავს
- გამოყავს ტოქსინები და შლაკები
- ხელს უწყობს გახდომას
- აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები
- აძლიერებს იმუნიტეტს
- გვეხმარება ხველისა და სურდოს მკურნალობაში
სად დავამატოთ:
- შემწვარი და მოთუშული ბოსტნეული
- ხორციანი საკვები
- თევზეული
- სოუსები