Connect with us

ყვავილები

როგორ გავაცოცხლოთ ყველაზე უიმედო ოთახის მცენარე

ზოგისთვის ოთახის მცენარე მხოლოდ ინტერიერის ნაწილია, ზოგისთვის კი შინაურული ცხოველი, პრაქტიკულად ოჯახის წევრია.  სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ ნელ–ნელა ჭკნება მცენარე. დროზე ადრე დამჭკნარი მწვანე მეგობრის დატირება არ იჩქაროთ. თქვენთვის სასარგებლო რჩევები მოვამზადეთ, თუ როგორ გააცოცხლოთ მცენარე.

ამ მეთოდების დახმარებით ყველაზე დაგვიანებულ შემთხვევაშიც სიტუაციის გამოსწორებას შეძლებთ. ძალიან მალე თქვენი საგანძური ახალ აღმონაცენებს გამოიღებს. შესაძლოა, კიდევ აყვავილდეს. ბლოკნოტი აიღეთ ან კომპიუტერში შეინახეთ ყველაზე ეფექტური მეთოდები ოთახის მცენარის გასაცოცხლებლად. ისინი კიდევ არა ერთხელ გამოგადგებათ!

როგორ გავაცოცხლოთ დამჭკნარი მცენარე

ქოთნის შეცვლა

ხშირად ჭკნობის მთავარი მიზეზი დეკორატიული ან ლითონის ქოთანია. მცენარეს ზრდისთვის ჯანსაღი გარემო სჭირდება. ქოთანში, რომელიც ამ მიზნისთვის არ არის შექმნილი, ყვავილი იხრჩობა.

დრენაჟის ან მხოლოდ ერთი ნახვრეტის არსებობა ზედმეტ ტენს ქოთანში აკავებს. ეს კი ფესვების ლპობას და მავნე ბაქტერიების გამრავლებას ხელს უწყობს. ლითონის ქოთანი მზეზე ნამდვილი გახურებული ტაფა ხდება. მცენარე გადარგეთ და ის თავს უკეთ იგრძნობს.

ფესვების დამუშავება

ახალ, უფრო ფართო ქოთანში გადარგვის დროს ფესვები აუცილებლად დაშალეთ. ავადმყოფი ან მშრალი ნაწილებისგან კარგად გაწმინდეთ. ჯანსაღი ფესვები არ დააზიანოთ. ასეთი პროცედურის შემდეგ ფესვები წყალს და მკვებავ ნივთიერებებს უკეთ შთანთქავს.

წყლის ხარისხი

მხოლოდ გაფილტრული ან დაყენებული წყალი გამოიყენეთ. მაშინაც კი, თუ ონკანის წყალი მუშავდება, მასში საკმაოდ დიდი რაოდენობით ქლორი რჩება. ასეთ წყალის მცენარის დაღუპვა შეუძლია. მორწყვამდე სითხე 24 საათით დააყენეთ. ყვავილების მორწყვა წვიმის წყლით სასარგებლოა.

ორგანული ქოთნები

ბუნებრივი გარემოს შესაქმნელად შეგიძლიათ მცენარე ქოქოსის ნაჭუჭში ჩარგოთ. ეს ორგანული ქოთანი კარგ დრენაჟს უზრუნველყოფს და ფესვების ლპობას თავიდან აგაცილებთ. ბუნებრივი გარემო მცენარეს თუთიას, სპილენძს და რკინას მიაწვდის. მართალია, ქიმიურ სასუქებს მისი სტრუქტურის დაზიანება შეუძლია, ამიტომ მხოლოდ ნატურალური ნივთიერებები გამოიყენეთ.

მცენარეების გაწმენდა

ყველა ხმელი ტოტი და ფოთოლი მოაჭერით, მაგრამ ზედაპირზე მინიმუმ 5 სმ ღერო დატოვეთ. ეს გაყვითლებულ ფოთლებსაც ეხება. 45 გრადუსიანი კუთხით გადაჭერით, რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი მწვანე ფოთოლი დატოვეთ.

სასუქი

ბევრი ფიქრობს, დიდი რაოდენობით სასუქის გამოყენება მცენარეს გადაარჩენს. ეს მცდარი მოსაზრებაა. მკვებავი სითხის სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ წყალში სრულად გაზავებული სასუქი გამოიყენეთ. 1 ჩ/კ საშუალება 4 ლ წყალში გააზავეთ – ეს უნივერსალური პროპორციაა.

დრენაჟი

კარგი დრენაჟი მცენარის გასამრავლებლად მთავარი საფუძველია. ქოთანში ნიადაგს ზემოდან ფერადი კენჭები დაუმატეთ. ასე ტენის შენარჩუნებას ხელს შეუწყობთ და სიცხეში გადახურებისგან დაიცავთ.

ფარული უჯრედები ქოთანში

თუ მცენარე ჯერ კიდევ იმ ქოთანშია, რომელშიც იყიდეთ, ჭურჭელში უცხო ნივთების არსებობა შეამოწმეთ. მერწმუნეთ, იქ შეიძლება ბევრი საინტერესო რამ იპოვოთ. პლასტმასის ჭიქები ან ჩვრები მცენარის ჭკნობის მიზეზი ხდება. სჯობს ახალ ქოთანში დროულად გადარგოთ.

მავნებლები

საპნიან წყალში ან სპირტში დასველებული ღრუბელი ან ბამბის ტამპონი გამოიყენეთ, რომ თქვენს მცენარეს მავნებლები დელიკატურად მოაშოროთ.

სწორი ნიადაგი

მწერებს არა მხოლოდ ფოთლების, არამედ ფესვების დაზიანება შეუძლიათ. მხოლოდ სწორად შერჩეული და სუფთა მიწა გამოიყენეთ. თუ ბოსტნის მიწის გამოყენებას აპირებთ, ის უნდა დაამუშაოთ. ქუჩის ნიადაგში ბევრი სარეველა და მავნებლის ლარვაა.

აბაზანა მცენარისთვის

შენობაში გატარებული დროის შემდეგ მცენარე წყლის პროცედურებს იმსახურებს. მშრალი ჰაერი და ცუდი ვენტილაცია თქვენს მწვანე მეგობარს ასუსტებს. მის გასაცოცხლებლად მცენარე აბაზანაში მოათავსეთ და შხაპის ქვეშ კარგად გარეცხეთ. ფოთლების შიდა მხარეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.

დრენაჟი პამპერსების შემავსებლებით

თუ თქვენი მცენარის ფესვები ლპობას იწყებს, ტენიანობის ბალანსის შესანარჩუნებლად საუკეთესო მეთოდი ჰიდროგელის გამოყენებაა. იგივე ეფექტი პამპერსების შემადგენლობას აქვს. უბრალოდ გრანულები წყალს აურიეთ, სანამ გელიან შემადგენლობას არ მიიღებთ.

სასუქი იოგურტით

რძის ბაქტერიები ნიადაგს შესანიშნავად კვებავენ და მას ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარებიან. რამდენიმე ჩაის კოვზი იოგურტი მიწას დაუმატეთ, რომ ის ორგანული მჟავებით გაამდიდროთ. თქვენს მცენარეს მოეწონება.

აკვარიუმის წყალი მოსარწყავად

თევზების მოქმედების შედეგად წყალში ხვდება ორგანული ნივთიერებები, რომელთაც ნიადაგის გამდიდრება შეუძლიათ. თუ სახლში აკვარიუმი გაქვთ, მისი წყალი მცენარის მოსარწყავად გამოიყენეთ. ეს მხოლოდ მტკნარ წყალს ეხება. მარილიანი წყალი ყვავილებს ზიანს აყენებს.

შინაურული სათბური

თქვენ შეგიძლიათ მცენარისთვის პატარა სათბური შექმნათ. ამისთვის ქოთანი სუფთა პლასტმასის პაკეტში მოათავსეთ. მისკენ სუსტი არაპირდაპირი ან ხელოვნური სინათლე მიმართეთ. ამის წინ აუცილებლად მორწყეთ და წყალს დაწურვა აცადეთ. პაკეტი აორთქლებულ წყალს შეიცავს და მცენარე მის შეწოვას შეძლებს. მეთოდი მშრალი ჰაერის პირობებში კარგია.

სწორი მოვლით და პატარა ხრიკების გამოყენებით მცენარე თქვენს თვალს კიდევ დიდხანს გაახარებს. ქოთნების რეანიმაციის წესები დაიცავით, რომელიმე ერთი შედეგს ნამდვილად გამოიღებს. თქვენ იცით, როგორ გააცოცხლოთ მცენარე სხვა მეთოდების გამოყენებით?