Connect with us

კულინარია

როგორ გავაცივოთ საზამთრო მომენტალურად: რჩევები დიასახლისებისთვის

ალბათ ბევრჯერ შეგიძენიათ ტკბილი, გემრიელი საზამთრო და ერთი სული გქონიათ თუ როდის გაჭრიდით. თუმცა თბილი საზამთროს ჭამა არავის სიამოვნებს, სწორედ ამიტომ საზამთროს სწრაფად გაცივების მეთოდებს განვიხილავთ.

საზამთრო თავად ცდილობს თავისი შიგთავსისთვის ნორმალური ტემპრატურის შენარჩუნებას, ამიტომ როდესაც ცხელა ის სითხის აორთქლებას იწყებს, ამ აორთქლების ხარჯზე მისი რბილობი ყოველთვის გაცილებით უფრო გრილია ვიდრე ქერქი.

როგორ გავაცივოთ საზამთრო რამდენიმე წუთში

ამ მეთოდმა შეიძლება გაგაკვირვოთ მაგრამ, ის დატესტილია და ნამდვილად მუშაობს: გასაცივებლად საზამთროს რამდენიმე წამით ცხელი წყალი უნდა დაასხათ… დიახ, ცხელი წყალი საზამთროს საგრძნობლად გააგრილებს! რამდენიმე წუთის შემდეგ შეგეძლებათ საზამთრო გაჭრათ და მიირთვათ.

კიდევ რამდენიმე მეთოდი საზამთროს გასაცივებლად:

1. გამდინარე წყალი
ეს მეთოდი თიტქმის ყველამ ვიცით, ცადევით საზამთრო ნიჯარაში გამდინარე ცივი წყლის ქვეშ და დაახლოებით 10-20 წუთში ის შედარებით ცივი იქნება.

2. შეგიძლიათ საზამთრო ორ ნაწილად გაყოთ და მზეზე დადოთ. დიახ მზეზე!!!!

3. მოახვიეთ ფოლგა და საყინულეში შედევით. რამდენიმე წუთში შეგეძლებათ მაგიდაზე მიიტანოთ.

ამბობენ რომ თუ საზამთროს შიგთავსი ცხელია, ე.ი. საზამთრო გაფუჭებულია!