Connect with us

ვიდეო

როგორ გავარჩიოთ ნიგოზი ბირთვის დაზიანების გარეშე

„მე მყავს მეგობარი, ვალერა, რომელიც მხოლოდ შემოდგომაზე მუშაობს. გაზაფხულსა და ზაფხულზე სოფელში, აგარაკზე ცხოვრობს, ხოლო სექტემბერში ქალაქში დასაზამთრებლად ჩამოდის. ამბობს, რომ სამ თვეში მთელი წლის სამყოფს მარტივად შოულობს. მისი შემოსავლის მთავარი წყაროა – ნიგოზი.

როგორ გავარჩიოთ ნიგოზი

ხანგრძლივი საუბრის შემდეგ სტრატეგიული ბიზნესმენისგან ნიგვზის დამუშავების შესახებ ყველაფერი გავიგე. რეალურმა ციფრებმა გამაოგნა. საკმაოდ დიდი თანხის გამოსამუშავებლად უზარმაზარი პლანტაციის ქონა აუცილებელი არაა.

საშუალოდ, ნიგვზის ზრდასრული ხე 100 კგ-მდე ნაყოფს ნაჭუჭიანად იძლევა. თუმცა 1 მეტრის ხეს გასაზრდელად 20 წელი სჭირდება, უფრო ზუსტად 30 ან მეტი. 10-დან 20 წლამდე ნიგვზის ხე სეზონზე 20-30 კგ ნაყოფს იძლევა.

ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იზრდება ნიგოზი, როგორ პირობებში და ადგილას. მთავარ როლს მისი სახეობა და ამინდის პირობები თამაშობს. ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. საბოლოოდ, არა შეგროვებული ნიგვზის რაოდენობა, არამედ მისი ბირთვი „პეპელა“ არის მნიშვნელოვანი.

კომერციული ღირებულება სწორედ მას გააჩნია. მისი ნაჭუჭი და ნატეხები ბევრად უფრო იაფი ღირს.

სწორედ ამიტომ, ნიგვზის დარგვა და სწრაფი მოგების მიღების იმედი არ უნდა გქონდეთ. ამასთან დიდი თანხის მიღებას არ ელოდოთ, თუ  რამდენიმე ძველი ნაყოფის მომცემი ხე გაქვთ.

აი, როგორ იქცევა ჩემი მეგობარი. ადრეულ შემოდგომაზე, როცა ნიგვზის შეგროვების დრო მოდის, ის მთელ ნიგოზს მასიურად ყიდულობს. ის ძვირი არ ღირს, მთავარია თხელი ქერქის მქონე აარჩიოთ. შემდეგ სახლის პირობებში არჩევს და ყიდის.

მთელ ნიგოზს მშრალ, გრილ, კარგად განიავებულ შენობაში, ბრეზენტის შენობაში ან ხის ყუთებში ინახავენ. თუ ნაყოფი კარგია, 3 კგ მთელი ნიგვზიდან თითქმის 2 კგ „პეპელას“ ბირთვის მიღებას შეძლებთ.

როგორ გავარჩიოთ ნიგოზი ისე, რომ ბირთვი არ დავაზიანოთ? თუ ბევრი ნიგოზი გაქვთ, ამ მიზნით სჯობს სპეციალური მოწყობილობა გამოიყენოთ. ეს მექანიკური ნიგვზის სატეხია.

დაბალი ღირებულების პროდუქციის რაოდენობა რომ შეამციროთ, სჯობს სახლის პირობებში ნიგოზი ჩვეულებრივი მინის ბოთლის დახმარებით გატეხოთ.

ამ მიზნით შამპანურის ან ლუდის ბოთლი გამოგადგებათ. ნიგოზი ბოთლის ყელზე წვერით ქვემოთ მოათავსეთ და ჩაქუჩი დაარტყით. დარტყმის ძალა თანაბრად გადაანაწილეთ და ფრთხილად იმოქმედეთ!

ამ მეთოდით, ყველაზე მაგარი ნიგვზის გატეხვასაც შეძლებთ ისე, რომ გულს ხელუხლებელს დატოვებთ. თქვენ მხოლოდ უღელის ფრთხილად მოშორება და ბირთვის შუაზე გაყოფა მოგიწევთ. ჩვეულებრივი ბოთლის დახმარებით 1 საათში 5 კგ ნიგვზის გარჩევას შეძლებთ.