Connect with us

საკითხავი

როგორ გავაკეთოთ ნატურალური არომატიზატორი სახლისთვის: ახლა ქიმიური საშუალებების გარეშე სახლში კარგი სუნია

გირჩევთ სახლი საკუთარი ხელით გაკეთებული ნატურალური არომატიზატორის სუნით გაავსოთ.

სუნი № 1: ფორთოხალი, დარიჩინი, მიხაკი და ანისული

ერთ-ერთი ყველაზე არომატული, თბილი და ზამთრის სუნები.

როგორ გავაკეთოთ? ფორთოხალი რგოლებად დაჭერით, რამდენიმე ჩხირი დარიჩინი, 8-10 მიხაკის კვირტი და რამდენიმე ანისულის ვარსკვლავი დაუმატეთ. მათი პროპორციები შეგიძლიათ შეცვალოთ იმის მიხედვით, თუ რომელი სუნი უფრო მეტად მოგწონთ.

სუნი № 2: ლიმონი, როზმარინი და ვანილი

როგორ გავაკეთოთ? ლიმონი რგოლებად ან თხელ ნაჭრებად დაჭერით. ქილაში ჩაყარეთ, 3-4 ღერო როზმარინი და რამდენიმე წვეთი ვანილის ექსტრაქტი დაუმატეთ.

სუნი № 3: ლაიმა, ბეგქონდარა, პიტნა და ვანილის ექსტრაქტი

როგორ გავაკეთოთ? ლაიმა რგოლებად დაჭერით, რამდენიმე ღერო ბეგქონდარა, რამდენიმე წვეთი ვანილის ექსტრაქტი და პიტნა დაუმატეთ. ბეგქონდარა თუ ახალი არ გაქვთ, შეგიძლიათ მწიკვი მშრალი გამოიყენოთ. მშრალ ბეგქონდარას ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ. ამ ყველაფერს წყალი დაასხით.

სუნი № 4: ფორთოხალი, კოჭა და ნუში

როგორ გავაკეთოთ? ფორთოხალი რგოლებად დაჭერით და ქილაში ჩაყარეთ. კოჭა შეგიძლიათ ახალი (ასევე რგოლებად დაჭრილი), ან ფხვნილი (სანელებელი) გამოიყენოთ. ნუშის ესენცია ასევე ბევრ მაღაზიაში იყიდება. ნამდვილი ნუში, სამწუხაროდ, ასეთ გაჯერებულ სუნს ვერ მოგცემთ.

სუნი № 5: წიწვი, მუსკატის კაკალი და დაფნის ფოთოლი

როგორ გავაკეთოთ? ამჯერად წყლის დასხმა არ დაგჭირდებათ. ნაძვის ხის წიწვი ქილაში მოათავსეთ და რამდენიმე დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. კარგი სუნი რომ ჰქონდეს, ცოტა დატეხეთ. მუსკატის კაკალი სჯობს მთელი მარცვალი აიღოთ და არა სანელებლის სახით. მას უფრო ძლიერი სუნი ექნება. ქილაში რამდენიმე კაკალი დაამატეთ და ცოტა სახეხზე გახეხეთ.

როგორ მოქმედებს?

ყველაფერი ქილაში ჩაყარეთ და წყალი დაასხით. ნარევმა სახლში კარგი სუნი რომ დაატრიალოს, მუდმივად უნდა გაათბოთ, როგორც წყალ დამატებული არომატული ზეთის შემთხვევაში.

ქილები მაცივარში 1-2 კვირა შეინახეთ. ანუ შეგიძლიათ რამდენიმე არომატიზატორი მოამზადოთ და შემდეგ „შეათბოთ“ ის, რომელიც თქვენს განწყობას ყველაზე უკეთ შეესაბამება. ასევე შეგიძლიათ გაყინოთ. ასევე უფრო დიდხანს შენახვას შეძლებთ. გაყინვის შემთხვევაში, სჯობს წყალი არ დაუმატოთ.