საკითხავი
როგორ გავაკეთოთ დიდი თერმოსი სამლიტრიანი ქილიდან
ტელევიზორის წინ დივანზე ჯდომა მოსაწყენია. მხიარულ კომპანიასთან ერთად ბუნებაში ან სათევზაოდ გასვლა უფრო საინტერესოა. ასეთი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს დიდი თერმოსის წაღება კარგი იქნება. მასში საკმარისი რაოდენობის სითხე ჩავა. ასეთი საიმედო თერმოსი კი შეგიძლიათ საკუთარი ხელით გააკეთოთ.
ცხელ ამინდში ცივი სასმელით გაგრილება ან ცივ საღამოს ცხელი ჩაით გათბობა სასიამოვნოა. ამ ამოცანას სამლიტრიანი ქილა გაუმკლავდება. ასეთი ორიგინალური თვითნაკეთი თერმოსი თქვენს არც ერთ ახლობელს არ ექნება.
როგორ გავაკეთოთ თერმოსი საკუთარი ხელით
ამ მიზნით ჩვეულებრივი სამლიტრიანი ქილა გამოიყენეთ. სახლში ერთი ასეთი ქილა მაინც გექნებათ. თერმოსმა ტემპერატურა დიდხანს რომ შეინარჩუნოს, თერმოიზოლატორი გამოიყენეთ. ამისთვის ნებისმიერი ფოლგით დაფარული მასალა გამოგადგებათ.
თავდაპირველად მოამზადეთ აუცილებელი მასალები:
- სამლიტრიანი მინის ქილა
- პოლიეთილენის თავსახური
- სკოჩი
- მაკრატელი
- პლასტმასის ბოთლი 5 ლ-ზე
- სამშენებლო ფენი
- თერმოწებო
- ფოლგის პლასტირი
1. სუფთა და მშრალ ქილას ფოლგის პლასტირი მჭიდროდ შემოახვიეთ. ძირის მხრიდან მასალის მარაგი დატოვეთ. ის ძირის სრულად დასაფარად უნდა გეყოთ. ასევე 4-5 სმ გადასახურად მოიტოვეთ.
2. ფოლგის პლასტირის კუთხეები სკოჩით დააფიქსირეთ, შემდეგ ნაკერების გასწვრივ მთლიანად წებო წაუსვით.
3. ძირში ფოლგის პლასტირის მარაგი კონვერტის სახით გაკეცეთ და სკოჩით კარგად დაამაგრეთ. ქეისი რაც უფრო მჭიდროდ შემოხვეული იქნება, ტემპერატურას უფრო უკეთ შეინარჩუნებს. საპირისპირო ისრები წებოვანი ლენტით შეაერთეთ და ძირი დაფარეთ.
4. ყელთან ახლოს რამდენიმე ნაკეცი გააკეთეთ, ასე თერმოიზოლატორი ყელს უფრო მჭიდროდ მიეკვრება. სკოჩი შემოახვიეთ.
5. პლასტმასის ბოთლს თავი მოაჭერით ისე, რომ ქილა სრულად ჩაეტიოს.
6. მინის ქილა პლასტმასის ბოთლში ჩადეთ.
7. სამშენებლო ფენით ბოთლი შეამცირეთ, ძირიდან დაიწყეთ. მინიმალური სითბო ჩართეთ და ჰაერის ნაკადით ძირი გააბრტყელეთ, ასე თერმოსი არ გადატრიალდება. შემდეგ გვერდებზე გადადით.
8. თავსახურიც თერმოიზოლატორით დაფარეთ. ფოლგის პლასტიდან თავსახურის ზომის სამი რგოლი გამოჭერით.
9. წებოს იარაღით თავსახურს ფოლგის გამოჭრილი პლასტირები მორიგეობით მიამაგრეთ. წებოს მასალით კარგად დაამუშავეთ, რომ სითბოს დაკარგვა თავიდან აიცილოთ.
10. სამლიტრიანი ქილის თერმოსი მზადაა. ის საჭირო ტემპერატურას მთელი დღე შეინარჩუნებს და დარტყმის მიმართ გამძლე იქნება.
ალბათ, იფიქრეთ, რომ მაღაზიაში თერმოსის შეძენა უფრო ადვილი იქნება. შესაძლოა. მაგრამ ასეთი დიდი ზომის თერმოსი ძალიან ძვირი ღირს. ეს კი თეთრები დაგიჯდებათ. ამასთან შეგიძლიათ მეგობრებთან საკუთარი გამომგონებლობით თავი შეიქოთ და ხარისხიანი ნივთი მიიღოთ. საკუთარი ხელით თერმოსის გაკეთება მარტივია!