საკითხავი
როგორ გავაკეთოთ გულის ამაჩუყებელი საახალწლო ბარათები საკუთარი ხელით
უკვე ფიქრობთ, თუ როგორ მიულოცავთ ახლობლებს ან მეგობრებს ახალ წელს? ჩვენ ვიპოვეთ საახალწლო მისალოცი ბარათის 3 ვარიანტი. მათ გაკეთებას შვილებთან ერთად შეძლებთ მაშინაც კი, თუ არც ერთს ხატვა არ გეხერხებათ. გაფორმებაზე სულ ცოტა დროს დახარჯავთ, სამაგიეროდ ხელნაკეთი ბარათით სულ სხვა შთაბეჭდილებას შექმნით. ბევრად უფრო სასიამოვნოა, როცა საკუთარი შრომის შედეგს ჩუქნით, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდ მზა ბარათს.
თაფლაკვერა ადამიანი
თქვენ დაგჭირდებათ:
- კორპის ნაჭერი
- სქელი ფერადი ქაღალდი
- ღილები ან პომპონი
- ორმხრივი სკოჩი
- მაკრატელი და წებოს იარაღი
პირველ ბარათს თაფლაკვერა ადამიანის ფორმა აქვს, ამიტომ საფუძვლად გამოყენებულია კორპის ნაჭერი. თუმცა შეგიძლიათ ჩვეულებრივი სქელი ქაღალდი გამოიყენოთ.
ფერადი ქაღალდით ჭიქურის იმიტაცია მოახდინეთ, ღილები, თვალები ან ჩექმები დაუმატეთ.
თოვლის ბურთი
თქვენ დაგჭირდებათ:
- სქელი სხვადასხვა ფერის ქაღალდი
- ფაილი
- ორმხრივი სკოჩი
- კონფეტები
ბარათში მრგვალი ფანჯარა გამოჭერით. თუ ფარგალი არ გაქვთ, ჭიქა ან ფინჯანი გამოიყენეთ.
ამ ფანჯარაში მოათავსეთ ფაილი ან უფრო გამძლე პარკი, შიგნით კონფეტები ჩაყარეთ და კიდეები სკოჩით დაამაგრეთ.
საახალწლო ნაძვის ხე
თქვენ დაგჭირდებათ:
- სქელი ფერადი ქაღალდი
- კონფეტები
- ლენტა
- წებოს იარაღი
მესამე ბარათისთვის ნებისმიერი კონფეტები ან ბზინები დაგჭირდებათ, რომლებიც სახლში გაქვთ. თუ სახლში დეკორის ელემენტები ვერ იპოვეთ, სჯობს მაღაზიაში ფიქსირებულ ფასად შეიძინოთ. ეს ეხება წებოს იარაღსაც. კონფეტები დახრილად მიამაგრეთ, ზემოთ ლენტიდან ნაძვის ხე გააკეთეთ, ბოლოები წებოთი დაამაგრეთ.