საკითხავი
როგორ გავათეთროთ ტანსაცმელი სახლში: 5 მარტივი მეთოდი
თეთრი ნივთების გარეცხვა დიასახლისების ცხოვრებაში ცალკე გვერდია. ქათქათა პერანგის ან მაგიდის გადასაფარებლის მისაღებად, სათანადოდ უნდა გაისარჯოთ. საყოფაცხოვრებო ქიმიის წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ამაზე ფულის შოვნა შეიძლება. მაღაზიის დახლები სხვადასხვა მათეთრებელი საშუალებებით სავსეა, რომელთა ქიმიური შემადგენლობაც გაუგებარია. საერთოდ გვჭირდება?
თქვენთვის მაღაზიის საშუალებების უფრო ჯანსაღი და იაფი ალტერნატივა შევარჩიეთ. გიზიარებთ რამდენიმე მეთოდს ნივთების გასათეთრებლად.
5 მეთოდი სახლის პირობებში ნივთების გასათეთრებლად
1. სარეცხ ფხვნილს, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ, 1-2 ჩ/კ საკვებ სოდას აურიეთ. ეს ნარევი თქვენს ტანსაცმელს განაახლებს.
2. თასში ძმარი და წყალი აურიეთ (2ლ წყალზე 1 ჭიქა პროდუქტი) და მასში საჭირო ტანსაცმელი ჩაალბეთ. მთელი ღამე გააჩერეთ. დილით კი ჩვეულებრივად გარეცხეთ.
3. ამ მეთოდისთვის 3 ლიმონი დაგჭირდებათ. ხილი ნაჭრებად დაჭერით და წყალში მოხარშეთ. სითხე გაწურეთ და მასში თეთრი ტანსაცმელი ჩაალბეთ. 1 საათში ნივთები ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
4. 2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი და 1 ს/კ ნიშადურის სპირტი 5 ლ წყალს აურიეთ. ხსნარი 70 გრადუსამდე გააცხელეთ და მასში ტანსაცმელი 3 საათით ჩაალბეთ. ამის შემდეგ წყალი გაავლეთ და გარეცხეთ. თუ აბრეშუმის ან ბეწვის ტანსაცმელს ათეთრებთ, ხსნარი 30 გრადუსამდე გააცხელეთ.
5. 5 აბი ასპირინი 7 ლ წყალში გახსენით. მასში თეთრი ტანსაცმელი მთელი ღამით ჩაალბეთ. დილით ნივთები ჩვეული მეთოდით გარეცხეთ. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ რამდენიმე აბი ასპირინი სარეცხი მანქანის ნიჟარაშიც ჩაყაროთ.
ამ მარტივი ხრიკების დახმარებით თეთრ ტანსაცმელზე საძულველ ნაცრისფერ შეფერილობას მოიშორებთ. რაც მთავარია, ეს უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე საყოფაცხოვრებო ქიმიის შეძენა. საშუალებების ნაწილი სააფთიაქო ყუთში უკვე გაქვთ, ზოგი კი თქვენს სამზარეულოშია.