სახლი და დიზაინი
როგორ გავათეთროთ სამზარეულოს ტილოები: მეთოდი, რომელიც ჩემმა მეზობელმა მასწავლა
სამზარეულო ტილოების გარეშე არასრულყოფილია. დროთა განმავლობაში, ტილოები თუ პირსახოცები კარგავს სითეთრეს, იქცევა ნაცრისფერ, ლაქებიან ჩვრად, რომლის გარეცხვაც შეუძლებელია.
რა საშუალებით არ ცდილობენ პირსახოცებისა და ტილოების გათეთრებას! თუმცა, ყველაზე მძლავრ ქიმიურ საშუალებასაც, ხშირად, არ გამოსდის ყველა ლაქასთან გამკლავება. სწორედ ამიტომ, დასახმარებლად ხალხურ მეთოდს მივმართავთ.
იფიქრებდით, რომ ტილოების გათეთრებაში ზეთი დაგეხმარებოდათ? დამოუკიდებლად, იგი საშიშიც კია ქსოვილისთვის, თუმცა, სხვა საშუალებებთან შერევით მივიღებთ მათეთრებელ რეაქციას, რომელიც ნებისმიერ ქსოვილს პირვანდელ სიქათქათეს დაუბრუნებს.
როგორ გავათეთროთ სამზარეულოს ტილოები და პირსახოცები
დაგჭირდებათ:
- 1 სათლი წყალი
- 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
- 2 ს.კ. მშრალი მათეთრებელი
- 0.5 ჭიქა ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი
- ბინძური პირსახოცები
1. აადუღეთ წყალი სათლში.
2. მდუღარე წყალს დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი.
3. შემდეგ – მშრალი მათეთრებელი და სარეცხი ფხვნილი.
4. მოურიეთ. მოათავსეთ ამ ხსნარში პირსახოცები. გამორთეთ ცეცხლი, სათლს დაახურეთ თავსახური.
5. აცადეთ წყალს გაგრილება. შემდეგ ამოიღეთ პირსახოცი და გაავლეთ, ან ჩაალბეთ სუფთა წყალში რამდენიმე საათით(უკეთესი ეფექტისთვის). ასეთი გასაოცარი შედეგი უნდა მიიღოთ!
ძველი, ჩამჯდარი ლაქებიც კი გაქრა. ეს მეთოდი იმითაა კარგი, რომ გამოხარშვის გარეშე გაძლევთ ლაქებთან გამკლავების საშუალებას.