სხვა
როგორ გავათეთროთ ნივთები საკვები სოდით?
საკვებმა სოდამ უკვე დიდი ხანია სახლის საქმეების ბევრ სფეროში იპოვა გამოყენება. მაგალითად, მისი დახმარებით შეგიძლიათ ნივთები გარეცხოთ, გამოიყვანოთ ლაქები და მოაცილოთ არასასურველი სუნი. აი როგორ კეთდება ეს.
საკვები სოდა (ნატრიუმის ჰიდროკარბონატი) – ეს არის პროდუქტი, რომელიც შეუცვლელია სახლის საქმეებში, ისთქვენს სამოსს სიქათქათეს სძენს, გეხმარებათ შეინარჩუნოთ მისი ფერი და მოაცილოთ სუნი ისე, რომ ქსოვილის სტრუქტურა არ დააზიანოთ.
ვრეცხავთ საკვები სოდით
სოდა აძლიერებს სარეცხი საშუალების ეფექტს და არბილებს ქსოვილს. ამასთანავე დეზინფექციას უკეთებს სარეცხ მანქანას.
საკვები სოდა და რეცხვა
სარეცხი ფხვნილი – ეს სინთეტიკური პროდუქტია, რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. სოდა კი ხელს უწყობს ქაფის წარმოქმნას და არბილებს წყალს (აბალანსებს рН-ს დონეს). ის შეგიძლიათ ქსოვილის კონდიციონერადაც გამოიყენოთ -უბრალოდ გავლების დროს წყალს ნახევარი ჭიქა სოდა დაუმატეთ.
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყსაც კი აცილებს.
გარეცხვამდე დაალბეთ ტანსაცმელი ოთახის ტემპერატურის მქონე სოდიან წყალში და ქსოვილი ფერსაც შეინარჩუნებს და არც გაყვითლდება.
დალბობა: თუ ტანსაცმელსა და პირსახოცებზე უსიამოვნო სუნი შენიშნეთ, ისინი მთელი ღამით სოდიან ხსნარში ჩაალბეთ.
დაგჭირდებათ:
- საკვები სოდა – 200 გრამი
- წყალი – 4 ლიტრი
პროცედურა:
- წყალში გახსენით სოდა
- ჩაალბეთ შიგნით ტანსაცმელი, ისე რომ სრულად დაიფაროს წყლით
- დატოვეთ მთელი ღამით
- დილით კი ჩვეულებრივი მეთოდით გარეცხეთ.
სოდით რეცხვა სარეცხ მანქანაში
- ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა სოდა სარეცხი საშუალების უჯრაში
- დაიწყეთ რეცხვის პროცესი
- გათეთრების ეფექტს გააძლიერებს – 1 ჭიქა სოდა ან ძმრის დამატება
ნივთების განიავება
გარეცხვამდე რეკომენდებულია ნივთების სუფთა ჰაერზე დატოვება.
ვაცილებთ ლაქებს
სოდა დაგეხმარებათ ლაქების გამოყვანაში.
დაგჭირდებათ:
- საკვები სოდა – 1 სუფრის კოვზი
- წყალი
პროცედურა:
წყალში გახსენით სოდა სანამ პასტისებურ მასად არ გადაიქცევა. წყალი შეიძლება წყალბადის ზეჟანგით ან ძმრით ჩაანაცვლოთ. მოცემული პასტა ცხიმის, საკვებისა და სხვა ტიპის ლაქებს იოლად უმკლავდება:
- პასტა ლაქას წაუსვით და მსუბუქად მოსრისეთ
- გადადევით 15 წუთით და დაელოდეთ რეაქციას
- ძველი ლაქა შეგიძლიათ კბილის ჯაგრისით მოხეხოთ (დელიკატური ქსოვილისთვის რეკომენდებული არ არის).
- ნივთი კარგად ამორეცხეთ თბილ წყალში.