Connect with us

ყვავილები

როგორ გადავარჩინოთ ოთახის მცენარის გაყვითლებული ფოთლები

თუ სახლში ოთახის მცენარე გაქვთ, იცით, რომ ადრე თუ გვიან ფოთლები გაყვითლდება. გასაგებია, რომ მცენარე რიგზე არაა, ოღონდ გაუგებარია რა სჭირს. დღეს ყველაზე ხშირ მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გიამბობთ.

ძალიან ბევრი ან ცოტა წყალი

მიწის ზედა ფენა უფრო სწრაფად შრება და შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მცენარის მორწყვის დროა. სინამდვილეში ასე არაა. მიწის ტენიანობა სწორად რომ განსაზღვროთ, ნიადაგში 2-3 სმ სიღრმეზე თითი ჩადეთ.

შემდეგ რა გავაკეთოთ

თქვენ შეამოწმეთ ნიადაგი და აღმოჩნდა, რომ ის გამომშრალია. მაშინ სარწყავში 1 ჭიქა წყალი ჩაასხით და ამის შემდეგ მცენარე რეგულარულად მორწყეთ. გამომშრალ ნიადაგში 1 ჭიქა წყლის დასხმა საკმარისი იქნება.

თუ ნიადაგი ძალიან სველია, ლპობის ნიშნები შეამოწმეთ, რომელსაც ფესვების დაზიანება შეეძლო. თქვენ შეიძლება ობის სუნი იგრძნოთ.

ამ შემთხვევაში მცენარე სხვა ქოთანში გადარგეთ და კარგი დრენაჟი დაუყენეთ. ასევე მორწყვის გრაფიკი დაარეგულირეთ, ანუ ყვავილები ძალიან ხშირად არ მორწყათ.

შეამოწმეთ მავნებლების არსებობა

თუ მორწყვის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, დროა გაყვითლებული ფოთლების მეორე მიზეზს მიხედოთ – მწერები, რომელთაც ყვავილის დაინფიცირება შეუძლიათ. ყველაზე გავრცელებულია ფრთათეთრა და ობობის ტკიპა. ზოგჯერ მისი შემჩნევა რთულია, ამიტომ ფოთლები კარგად დაათვალიერეთ.

თუ ფოთლებზე პატარა ნახვრეტები ან თეთრი წერტილები შენიშნეთ, ასევე თხელი ობობის ქსელი, რომელიც მცენარეს გარს ეხვევა, გამოდის მასზე ობობის ტკიპა დასახლდა. მშრალი ჰაერის ოთახებში თავს განსაკუთრებით კარგად გრძნობს.

დაინფიცირება თავიდან რომ აიცილოთ მცენარეები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს.

დაინფიცირებული მცენარის ფოთლები თბილი წყლით კარგად გარეცხეთ. შეგიძლიათ დიასახლისის საპნის ან ჭურჭლის სარეცხი საშუალების ხსნარი გამოიყენოთ. ამის შემდეგ აკარიციდების ან ინსექტოაკარიციდების ჯგუფების სპეციალური პრეპარატებით დაამუშავეთ, მაგალითად, აპლო, აკტელიკი, ბორნეო, ტალსტარი, ომაიტი, სანმაიტი, ფლორომაიტი, ფლუმაიტი და ა.შ.

თუ მხოლოდ ნატურალურ საშუალებებს იყენებთ, მცენარეს დაეხმარება ზეთი „ნიმი“.

მცენარე მზეზე გაიტანეთ

გაყვითლებული ფოთლების კიდევ ერთი მიზეზი – მზის სინათლის დეფიციტი, რომელთან ბრძოლა შემოდგომა–ზამთრის პერიოდში რთულია. სამწუხაროდ, მცენარე დაიტანჯება, თუ ყველა ფანჯარა ჩრდილოეთ მხარესაა განლაგებული. სწორედ ამიტომ, მცენარე ყველაზე ნათელ ფანჯარასთან დადეთ და ხელოვნური განათებით უზრუნველყავით. სინათლის დეფიციტი პირველ რიგში მცენარის ქვედა ფოთლებზე აისახება. ის ყვითლდება და ცვივა.

ორპირი ქარისგან დაცვა

ოთახის მცენარეების უმეტესობა ტროპიკული ქვეყნებიდანაა, ამიტომ სიცივე და ორპირი ქარი არ უყვარს. თუ მცენარე ღია ფანჯარასთან დევს, არ გაგიკვირდეთ, რომ მისი ფოთლები გაყვითლდა.

როცა მცენარე ცივ შენობაში მდებარეობს, მორწყვა უნდა შეწყვიტოთ.

სხვათა შორის, მცენარე შეიძლება გაიყინოს არა მხოლოდ წლის ცივ სეზონზე, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა მუდმივად ჩართული კონდიციონერის ქვეშ დევს.

გამოკვება არ დაგავიწყდეთ

აზოტის დეფიციტის პირველი ნიშანია, როცა ძველი ფოთლები ყვითლდება, ხოლო ახალი ფოთლები ღია მწვანე ფერის ხდება. ამ შემთხვევაში უბრალოდ აზოტის სასუქი მიაწოდეთ, ოღონდ დოზირება დაიცავით. მცენარე ზედმეტად არ გამოკვებოთ.