ჰოროსკოპი
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები
იმის მიუხედავად, რომ ჩემი მშობლები დიდი ხანია პენსიაზე არიან და დამატებითი გასამრჯელო არ სჭირდებათ, სამსახურზე თავის დანებებას არ აპირებენ. დედა ყოველ საღამოს მეორე დღის ლუქს ამზადებს, დილით ადრე დგება და ვარცხნილობას იკეთებს. მამა ამ დროს ვარჯიშობს და დედისთვის ფინჯანი ყავის გაკეთებას ჩქარობს. ყველაფერი იმიტომ, რომ ისინი ვერძი და ქალწული არიან. ეს ზოდიაქოს ნიშნები ძალიან ნელა ბერდებიან.
ასტროლოგიის მჯერა. რა თქმა უნდა, ქმარი ამ კრიტერიუმის მიხედვით არ ამირჩევია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ადვილია იმის დადგენა, თუ როგორი იქნება მამაკაცი ურთიერთობაში. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები. შეამოწმეთ, ყველაფერი თუ ემთხვევა!
ვერძი
თქვენ შეიძლება პენსია საერთოდ დაგავიწყდეთ, თუ თავაზიანად არ შეგახსენეს. ვერძის სასიცოცხლო ენერგია შიგნიდან დუღს. თქვენი საქმე გიყვართ, საოჯახო საქმეებს პასუხისმგებლობით ეკიდებით და ჰობი არ გავიწყდებათ. დიახ, წლებთან ერთად ცხოვრებისეული მოვლენების ციკლში უფრო რთულდება, მაგრამ ყოველდღიურობას სპონტანური თავგადასავლებით ალამაზებთ. თუნდაც ეს საღამოს ფილმის ყურება იყოს.
კურო
კუროს მოსწონს, რომ ასაკი ემატება. დროს ხომ ტყუილად არ ხარჯავთ, არამედ სასარგებლო გამოცდილებას იღებთ. წლებთან ერთად ახალი მიღწევები მოდის. ბევრ ლამაზ მომენტს განიცდით, რომლისგანაც თქვენი ცხოვრება შედგება. სიბერე მხოლოდ ცხოვრების შემდეგი ეტაპია. საამაყო და დასამახსოვრებელი ნამდვილად გაქვთ. რაც მთავარია, თქვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც ბევრი რამისთვის მადლიერი არიან.
ტყუპები
როგორც კარგი ღვინო, ტყუპები წლების მატებასთან ერთად უფრო მშვენდება. სანამ სხვები ხელიდან გაშვებულ წუთებზე წუწუნებენ, ტყუპები აწმყოს დაფასებას სწავლობს. ამ ნიშნის წარმომადგენელი ახალი შთაბეჭდილებებისთვის მზადაა. ცდა არ აშინებს, თუნდაც ასაკში ეს უკვე მიუღებელი იყოს. სულში ახალგაზრდა და ცნობისმოყვარეა, ანუ ჯერ ყველაფერი წინაა!
კირჩხიბი
კირჩხიბს მთელი ცხოვრება სიბერის ეშინია. სწორედ ამიტომ, ბავშვობის, მოზარდობის და ახალგაზრდობის პერიოდიდან მაქსიმუმს იღებს, რომ შემდეგ არ ინანოს. როცა სიბერე დაგეწევათ, ხვდებით, რომ ეს არც თუ ისე ცუდია. კირჩხიბი ნებისმიერ სიტუაციაში პროდუქტიული და მშვიდია. ამის წყალობით ბევრ ახალგაზრდა სპეციალისტს თამამად ეჯიბრებით. არაფერს ვამბობთ პირად ცხოვრებაზე! თქვენს ქორწინებაში მშვიდი ჰავანა, ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს.
ლომი
რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ლომი, შინაგანი ენერგია გარეთ იღვრება. რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში ყოფნაზე გიჟდება, მაგრამ წლების მატებასთან ერთად იმდენად ოსტატდება, რომ ახლა კომპანიის ვარსკვლავი უნებლიედ ხდება. შესაძლოა, ძველი დიდება დაკარგეთ, მაგრამ ხიბლი თქვენთან დარჩა. გამოიყენეთ, ეს ხომ თქვენი ფიშკაა!
ქალწული
ქალწული სიბერეს ისე ხვდება, როგორც ძველ მეგობარს. სინამდვილეში, წლებთან ერთად ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ასაკს შორის ჰარმონიას პოულობს. თავისი ბუნებით ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია. ქალწული სიბერისთვის იდეალური პარტნიორია. მას წუწუნი, ზიზღი და ცუდი ხასიათის სხვა გამოვლენა არ ახასიათებს.
სასწორი
სასწორისთვის გაზრდა ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც თვითრეალიზაცია. საკუთარი თავის და ადგილის პოვნაში ბევრ თავისუფალ დროს ხარჯავს. რა აზრი აქვს, რამდენი წლისაა ადამიანი და რამდენი ნაოჭი აქვს სახეზე, თუ საყვარელ საქმეს აკეთებს და ურთიერთობაში ბედნიერია. სწორედ ასეთი პოზიციის გამო საზოგადოებაში გაფასებენ. საინტერესო ადამიანი ხართ, ვისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
მორიელი
მორიელი ახალგაზრდობას არ ეკიდება. ალბათ, ამაში მისი ახალგაზრდობის საიდუმლო იმალება. საქმე იმაშია, რომ ბრწყინვალედ გამოიყურება, თუნდაც სპეციალურად არ გამოიპრანჭოს. მორიელის ინტერესების წრე საკმაოდ ფართოა, რის გამოც მასთან ურთიერთობა საინტერესოა. ჭრელი კომპანიით შეიარაღდით და მისი ცენტრი გახდით. ასე გააგრძელეთ!
მშვილდოსანი
მშვილდოსანს ასაკის სხვა ნიშნებზე მეტად ეშინია. ნოსტალგია და ხელიდან გაშვებულ წუთებზე წუწუნი ახასიათებს. დაბადების დღე მშვილდოსნისთვის არც თუ ისე სასიხარულო დღესასწაულია. გასამხნევებლად წარსულზე ნაკლებად ესაუბრეთ. გეგმები დაისახეთ, ახალი ჰობი შესთავაზეთ, მისთვის საინტერესო საქმიანობა იპოვეთ.
თხის რქა
სიბერე სიხარულია – ეს თხის რქაზეა. პატარაობიდანვე ხანდაზმულებთან დროის გატარება მოსწონს. მთელი ცხოვრება გამოცდილებას, ცოდნას და ეშმაკობას აგროვებს, რომ პატარა თაობების წინაშე იბრწყინოს. მას ნამდვილად აფასებენ. თხის რქა სამაგალითოა და ხშირად რჩევას ეკითხებიან.
მერწყული
ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც დაბერება არ მოსწონს – ეს მერწყულია. ასაკს ისე აღიქვამს, როგორც არსებულს, თავის ექსცენტრიულობას ინარჩუნებს. ახალგაზრდობის დასაბრუნებლად ხშირად აჭარბებენ. ამის გამო ქუჩაში შეიძლება შეხვდეთ ბებიას იასამნისფერი თმით და ვერცხლისფერი ქვედაბოლოთი. უბრალოდ ცოტა დაცხრომა და საკუთარი თავის გვერდიდან შეფასება გჭირდებათ.
თევზები
თევზებმა ღირსეულად დაბერება ისწავლეს. მთელი საიდუმლო იმაშია, რომ თავის ასაკს მხოლოდ რიცხვად აღიქვამს. რა თქმა უნდა, ბოლო დროს ექსტრემალური სპორტის გზა თქვენთვის დაიხურა, მაგრამ საღამოს ქალაქის ცენტრში რუმბას ცეკვა არავის აუკრძალავს. საკუთარი თავიდან მაქსიმალური მიიღეთ, რომ ცხოვრებამ აზრი არ დაკარგოს.
მერწყული ვარ და ვხვდები, რომ სიმწიფე რთულად გამომდის. მსურს ისე შევხდე, როგორც მამაჩემი ქალწული. მოკლედ, ბევრი რამ გარემოებაზეა დამოკიდებული, რომელსაც ჩემი გაზრდა შეხვდება. გვეთანხმებით, რომ ზოდიაქოს ნიშნები განსხვავებულად ბერდებიან?