ჯანმრთელობა
როგორ არეგულირებენ ნაწლავების მუშაობას გერმანიაში, ჩინეთში, ინდოეთსა და იაპონიაში. რძე კურკუმით ჩემი საყვარელი რეცეპტია
ნაწლავები მეორე ტვინია. ყველა ექიმი თანხმდება, რომ ამ ორგანოს მუშაობის დარღვევის დროს მთელი ორგანიზმი იტანჯება. შებერილობა, აკნე, დიარეა, სახსრების ტკივილი, გულძმარვა, ცუდი განწყობა – ეს დისბალანსის მხოლოდ მცირე შედეგია. სწორედ ამიტომ ამ ორგანოს გაუმჯობესებაზე დროულად უნდა იზრუნოთ.
უძველესი დროიდან ნაწლავებს დიდ ყურადღებას უთმობენ. თითოეულ ქვეყანას თავისი განსაკუთრებული მეთოდი აქვთ, რომელთაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. დღეს ყველაზე საინტერესო და ხელმისაწვდომ მეთოდებზე გიამბობთ.
ჯანსაღი ნაწლავები
გაითვალისწინეთ, რომ ნაწლავების მუშაობის დარეგულირებას კომპლექსურად უნდა მიუდგეთ. სწორედ ამიტომ, სანამ ამ ორგანოს ფუნქციონირების გასაუმჯობესებელ მეთოდს აირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება ჩვვევებს უნდა დაუთმოთ.
„ამ საკითხში ოთხი მთავარი პრინციპი არსებობს. ეს არის აქტიური ცხოვრების წესი, კვება, სრულყოფილი ძილი და მოდუნების უნარი. თითოეულ პუნქტში მცირე ცვლილებაც კი ნაწლავების მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს“ – ამბობს ექიმი ჩატერჯი.
თუ ნაწლავების დისკომფორტს განიცდით, პრობიოტიკების კურსი გაიარეთ. განსაკუთრებით იმ შემთხვვევაში თუ თქვენ ანტიბიოტიკებს ღებულობთ, ალკოჰოლს ან თამბაქოს ხშირად მოიხმართ. აი, როგორ ზრუნავენ ნაწლავების ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ქვეყანაში.
1. გერმანია
გერმანიაში ნაწლავების საუკეთესო სამკურნალოდ საშუალებად დამარინადებული კომბოსტო ითვლება. ის C, B და K ვიტამინებით არის მდიდარი, ცოტა კალორიას და ბევრ რძისმჟავას შეიცავს, რომლებიც სასარგებლო ბაქტერიების წყაროს წარმოადგენენ. უმჯობესია ოდნავ თბილი კომბოსტო შეჭამოთ. თამამი გურმანები მის მარილწყალსაც სვამენ. ეს კერძი ჩვენთანაც გავრცელებულია, ასე რომ რაციონში თამამად ჩართეთ.
2. ინდოეთი
ტრადიციული ინდური სამზარეულო საკვების ათვისებას დიდ ყურადღებას უთმობს და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებითად მოქმედ სანელებლებს იყენებს. ბევრი ინდოელი სახლის იოგურტს ცოცხალი კულტურებისგან ამზადებეს, ამასთან სუფრაზე უჩვეულო ფორმით გააქვთ. მაგალითად, სანელებლებთან და მარილთან ერთად ლასს დიჯესტივის სახით ღებულობენ. სხვადასხვა აიურვერდულ დანამატებს ხშირად იყენებენ. სხვათა შორის, რძე კურკუმასთან ერთად დასავლურ დეტოქს-სანატორიებში ხშირად გვხვდება.
3. ჩინეთი
ტრადიციული ჩინური მედიცინა ამბობს, რომ ნაწლავის მუშაობის დასარეგულირებელი ნებისმიერი მოქმედება ადრე დილით უნდა შეასრულოთ. ეს ორგანო ყველაზე უკეთ დილით 5-7 საათებს შორის მუშაობს, ამიტომ ამ დროს ჩინელები ნაწლავების გასაწმენდად ოდნავ მარილიანი წყლის დალევას ცდილობენ. ასევე სასარგებლოა კუნელი, წითელი ლობიოს ფაფა, კასიას თესლის ჩაი და ქერის ბურღული.
რა თქმა უნდა, მასაჟს გვერდს ვერ აუვლით: ჭიპიდან პერიფერიამდე საათის ისრის მიმართულებით წრიული მოძრაობა შეასრულეთ. წერტილოვანი მასაჟიც დაგეხმარებათ. სცადეთ ცერა თითის დასაწყისს, დიდ და საჩვენებელ თითებს შორის და შუა თითის ბოლოს დააჭიროთ. ეს მეთოდი ნაწლავების გაწმენდას ხელს უწყობს.
4. იაპონია
იაპონიაში ფერმენტირებული პროდუქტებით ოდებს მღერიან. მათ რაციონში აუცილებლად შედის პასტა მისო, სოიოს სოუსი, დამარინადებული სოიოს მარცვალი და ბოსტნეული. ექსპერტები ასევე გირჩევენ ამაძაკეს, ფერმენტირებული ბრინჯის რძის სასმელის, დალევას. კიდევ ერთი ბოლო წლების ტენდენცია – ჩაი ფერმენტირებული ბალახებით.
ნაწლავების მუშაობაზე თქვენი ზოგადი განწყობა არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ნატურალური საკვები მიირთვით და პროდუქტების ერთმანეთთან შეთავსებას ყურადღება მიაქციეთ. ახლა ძალიან პოპულარულია ჰემოტესტი, რომელიც გიჩვენებთ, თუ რომელი პროდუქტების ათვისებას ახერხებს თქვენი ორგანიზმი და რომლის არა.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.