ჯანმრთელობა
როგორ ავიმაღლოთ ჰემოგლობინის დონე სწრაფად: 7 შესანიშნავი შინაურული რეცეპტი
ჰემოგლობინი ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მის სასიცოცხლო ფუნქციებზე პასუხისმგებელია. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია სისხლში მისი დონე, ორგანიზმი მით უფრო მეტად სუნთქვას ჟანგბადით და ფუნქციონირებს.
თუ თქვენთვის ნაცნობია შემდეგი მდგომარეობა:
- სისუსტეს ან ძილიანობას გრძნობთ;
- სწრაფად იღლებით;
- თავის ტკივილი და თავბრუსხვევა გაწუხებთ;
- გულის პრობლემები გაქვთ და წნევის ცვლილებები გაწუხებთ;
- თქვენი კანი მშრალია;
- პირის კუთხეებში ნახეთქები გაქვთ;
- ფრჩხილები და თმა მტვრევადი ხდება, ცვივა და ნელა იზრდება;
- გემო და ყნოსვა ირღვევა;
ამ შემთხვევაში იმედი უნდა გაგიცრუოთ. ეს სიმპტომები ჰემოგლობინის დაბალ დონეზე ან ანემიაზე მიუთითებს.
დაბალი ჰემოგლობინი ან ანემია არის მდგომარეობა, როცა სისხლში სრულყოფილი სისხლის უჯრედები (ერითროციტები) მცირდება.
თუ მედიკამენტური მკურნალობის მხარდამჭერი ხართ, ჰემოგლობინის დონის გაზრდა ნატურალური პროდუქტების დახმარებითაც შეიძლება: ქატო, ხორბლის ფაფა, გარგარის ჩირი, მწარე შოკოლადი, მწვანე ვაშლი, მარცვლეულის პური, წითელი ყურძენი, ჭარხალი, პარკოსანი პროდუქტები, ნუში, ბროწეული, ქლიავის წვენი, ქლიავი, ქიშმიში, ბარდა, პომიდვრის წვენი, ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, არაქისის კარაქი, შვრია, ანანასი (მათ სორის დაკონსერვებული).
ყველა ეს პროდუქტი რკინით მდიდარია და ჰემოგლობინს ზრდის. რკინის შემცველობით ბევრი პროდუქტი შეიძლება ხორცსაც კი შევადაროთ.
7 მეთოდი ორგანიზმის „ვიტამინებით გამოსაკვებად“
1. 1ჭიქა წიწიბურას მარცვალი და 1 ჭიქა ნიგოზი დააქუცმაცეთ, 1 ჭიქა თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ყოველდღე 1 ს/კ ნარევი შეჭამეთ.
2. ნიგოზი, გარგარის ჩირი, თაფლი და ქიშმიში თითოეული 1:1 პროპორციით აიღეთ, დააქუცმაცეთ და კარგად აურიეთ. ყოველდღე 1-3 ს/კ შეჭამეთ. ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტი ჰემოგლობინის გასაზრდელად და ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინების მისაწოდებლად.
3. თითო ჭიქა შავქლიავი, გარგარის ჩირი, ნიგოზი და ქიშმიში დააქუცმაცეთ, თაფლი და 1-2 ლიმონი ქერქიანად დაუმატეთ. ლიმონის ნაცვლად შეგიძლიათ ალოეს წვენი დაუმატოთ. დღეში 1-3 ს/კ ნარევი შეჭამეთ.
4. 100 მლ ახალ დაწურული ჭარხლის წვენი და 100 მლ სტაფილოს წვენი აურიეთ და დალიეთ. ჰემოგლობინს ზუსტად 2 დღეში გაზრდით.
5. 1/2 ჭიქა ვაშლის წვენი, ¼ ჭიქა ჭარხლის წვენი და ¼ ჭიქა სტაფილოს წვენი აურიეთ და დღეში 1-2-ჯერ დალიეთ.
6. 1/2 ჭიქა ახალ დაწურული ვაშლის წვენი, ½ ჭიქა შტოშის შინაურული მორსი, 1 ს/კ ახალ დაწურული ჭარხლის წვენი აურიეთ და დალიეთ.
7. 1/2 ჭიქა ნედლი წიწიბურას მარცვალი გარეცხეთ, 1 ჭიქა კეფირი დაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით ფაფა მზად იქნება და შეჭამეთ.