Connect with us

ყვავილები

როგორ ავაყვავოთ ორქიდეა ფალენოპსისი

ორქიდეას მოყვარულებმა იციან, რომ ამ ყვავილის გაყვავება ძალიან ძნელია. ყოველ მეყვავილეს თავისი ეშმაკობები აქვს. რა თქმა უნდა მისი სხვადასხვა სასუქით გამოკვება შეიძლება, თუმცა ზედმეტი სასუქის მოხმარების შემთხვევაში ის შეიძლება დაიწვას.

ამასთანავე ყველა დიასახლისი კარგი მეყვავილე ვერ არის. რა გავაკეთოთ თუ გაყვავეული ორქიდეა გაჩუქეს, მან კი იყვავილა და რამდენმე თვეა ყვავილებით ვეღარ გახარებთ? წაიკითხეთ ეს სტატია. არსებობს პატარა ეშმაკობა, რომელიც ამ ჯიუტ ლამაზმანს აყვავებას აიძულებს.

  • შეუქმენით ორქიდეას ტემპერატურის ცვალებადობა: ღამით ქოთანი გრილ ადგილას დადგით (15 გრადუსამდე ტემპერატურაზე)
  • სასუქში აზოტის რაოდენობა შეამცირეთ. ფოსფორი კი უნდა ჭარბობდეს რადგან სწორედ ის ასტიმულირებს ყვავილობას.
  • დაატენიანეთ ჰაერი ყვავილის გარშემო
  • მოათავსეთ ორქიდეას ქოთანი ბნელ ადგილას – 5 დღით. 3 კვირის შემდეგ ორქიდეამ წესით კვირტები უნდა გამოიღოს. ეს მეთოდი მხოლოდ ზრდასრული და ჯანმრთელი მცენარისთვის გამოგადგებათ.
  • მორწყვის ნაცვლად გირჩევთ, ქოთანში რამდენიმე ყინულის კუბი მოათავსოთ, ის ასე უფრო სწრაფად აყვავდება.

თუ შეამჩნევთ, რომ აუყვავებელ ორქიდეას ფოთლები და ფესვები აქტიურად ეზრდება ე.ი. მას განვითარების შესაბამისი პერიოდი აქვს. სანამ ეს პერიოდი არ დასრულდება, მცენარე არ აყვავდება. მოიკრიბეთ მოთმინება.

ყველაზე მნიშვნელოვანი – ორქიდეას სათანადოდ მოუარეთ. მას ბევრი შუქი უყვარს და ზედმეტი ნესტი მისთვის სახიფათოა.