თავის მოვლა
როგორ ავარჩიოთ შუგარინგის პასტა
შუგარინგი – პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა, რომელიც სხეულის ნებისმიერი მონაკვეთიდან არასასურველი თმისგან გათავისუფლების საშუალებას გვაძლევს. ამ პროცედურას ბევრი უპირატესობა აქვს, მისი ეფექტურობა კი პირველ რიგში ოსტატს პროფესინალიზმსა და პასტის ხარისხზეა დამოკიდებული. შუგარინგის პასტა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებულ. აი რატომ უნდა მიუდგეთ მის შერჩევას ყურადღებით.
შუგარინგის პასტის რომელი შემადგენლობაა უკეთესი
რეკომენდებულია აირჩიოთ ისეთი პასტა რომლის შემადგენლობაშიც ისეთი კომპონენტები შედის როგორიცაა:
- შაქარი
- ფრქუტოზა
- საქაროზა
- ლიმონის წვენი
ყურადღება მიაქციეთ არა მარტო შემადგენლობას, არამედ მის კანზე დატანის მეთოდსაც. პასტა შეიძლება კანზე ბანდაჟის ან სპეციალური ნიჩბით დაიტანებოდეს. ასევე ყურადღება მიაქციეთ მის სამუშაო ტემპერატურას.
უნდა გესმოდეთ, რომ პასტის წასმა საკმაოდ რთული პროცესია ამიტომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი ყველა განსაკუთრებულობა.
შუგარინგის პასტის სახეობები
შუგარინგის პასტა სისქის მიხედვით რამდენიმე სახეობად იყოფა:
ულტრარბილი: თავისი გარეგნული იერით ის თხევად თაფლს გვაგონებს. ასეთი პასტა მტვრევადი და თხელი თმის მოსაცილებლად არის განკუთვნილი. ასეთი პასტით დიდი გამოცდილების მქონე ოსტატები მუშაობენ.
ბანდაჟური: სხეულის ნებისმიერ ნაწილში გამოიყენება. ასეთი პასტით ცივ შენობაშიც შეიძლება მუშაობა.
რბილი: მას გამოყენებამდე გათბობა ესაჭიროება, დაახლოებით +40 გრადუსამდე. ის შეგიძლიათ როგორც სახლის, ასევე სალონის პირობებშიც გამოიყენოთ.
მაგარი: სჭირდება გაცხელება და მაგარი თმის მოსაცილებლად არის განკუთვნილი. როგორც წესი ასეთი პასტა თმის მამაკაცის სხეულიდან მოსაცილებლად გამოიყენება.
სქელი: იყიდება სპეციალურ კარტრიჯებში. ის თანაბრად დაიტანება სხეულზე და თმების ძირებიანად მოცილების საშუალებას იძლევა. ასეთი პასტით თმა სწრაფად და უმტკივნეულოდ ცილდება.
ოსტატი შუგარინგის პროცედურისთვის პასტას სხეულის ნაწილისა და თმის მდგომარეობის მიხედვით არჩევს.