Connect with us

ტესტები

როგორ აერთებთ ხელის თითებს?! ეს ბევრ რამეს მოგვითხრობს თქვენს პიროვნებაზე

თქვენი სხეული, ჟესტები და მიმიკა თქვენს შესახებ ბევრ ინფორმაციას გვაწვდიან. იცოდით, რომ თითების გადაჯვარედინების თქვენეული სტილი, თქვენი ხასიათის გარკვეულ შტრიხებს გვიმხელს?!

შეაერთეთ ხელები, გადააჯვარედინეთ თითები და შეხედეთ სურათს. წაიკითხეთ ვერსიის შესაბამისი ტექსტი.

1. მარჯვენა ხელის ცერა თითი ზემოდან

თითების ასეთი განლაგება მიგვითითებს, რომ ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ხარღ. შეგიძლიათ თანაგრძნობა. ბევრი რამის დანახვა და გაგება შეგიძლიათ.

ბუნებამ უნიკალური ინტუიციით დაგაჯილდოვათ და მეექვსე გრნობითაც გამოირჩევით, მას ხშირად იყენებთ. ადამიანებს თქვენთან გახსნა და თქვენი ნდობა შეუძლიათ, ამიტომ ხშირად გენდობიან და თქვენგან თანაგრძნობას ელიან. მათ იციან, რომ თქვენი მხრიდან ცუდს არ უნდა ელოდენ და საჭიროების შემთვევაში თქვენგან ყოველთვის მიიღებენ შესანიშნავ რჩევას.

თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის საგულდაგულოდ წონის ყველაფერს და ყურადღებით აანალიზებს სიტუაციას. თქვენ გადაწყვეტილებას სიჩქარის გარეშე იღებთ, თუმცა ჩვეულებრივ ის აბსოლუტურად სწორი აღმოჩნდება ხოლმე.

2. ორივე ხელის ცერი შეერთებული და პარალელურად განლაგებულია

თქვენ ძალიან წყნარი და გაწონასწორებული ადმაიანი ხართ, რომელსაც წესრიგი და ჰარმონია უყვარს. ცდილობთ ნებისმიერ ფასად აარიდოთ თავი კამათსა და უთანხმოებებს.

თქვენი კომფორტისა და კეთილდღეობისთვის მზად ხართ დათმობებზე წახვიდეთ. თქვენ არასდროს ებრძვით ქარის წისქვილებს და არც იქ ყოფთ ცხვირს სადაც საჭირო არ არის.

თავს ყველაზე კარგად საკუთარ კომპანიაში გრძნობთ. ტქვენ საიმედო მეგობრების პატარა წრე გაქვთ და თქვენთვის ესსრულიად საკმარისია. არ მოგწონთ უცნობი ადმაიანებითა და დიდი კომპანიებით გამოწვეული ქაოსი.

გიყვართ ბუნებასთან კონტაქტი და ზოგჯერ უბრალოდ გჭირდებათ, რომ არაფერი აკეთოთ, წამოწვეთ და დაისვენოთ, არ იფიქროთ არაფერზე. თქვენი ცხოვრება ნელი ტემპით მიედინება და ეს ძალიან მოგწოთ. წარმატების უაზრო დევნა – თქვეი სტილი არ არის.

3. მარცხენა ხელის ცერა თითი ზემოდან

ძალიან აქტიური და უშუალო ადამიანი ხართ. არ გიყვართ მოწყენილობა. თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც უნდა ხდებოდეს. მუდმივად გჭირდებათ ახალი ამოცანები და მიზნები. სწრაფად გწყინდებათ ყველაფერი და რაიმე ახლის მოსინჯვა გსურთ.

თქვენთან მილიონი ერთ წუთში მოდის. ადამიანთა დიდ ჯგუფში თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში. თქვენ ყოველთვის გამოირჩევით ხალხში და თქვენი შემჩნევა შეუძლებელია. გიყვართ ყურადღება და კონფრონტაციასაც არ გაურბიხართ. როდესაც რამე არ მოგწონთ, ამას პირდაპირ ამბობთ.

თქვენ ძალიან ოპტიმისტური და უდარდელი ადამიანი ხართ. სხვათა აზრი დიდად არ გადარდებთ და არც თქვენი გადაწყვეტილებების შედეგებზე დარდობთ.