Connect with us

ყვავილები

როგორი სასუქი გამოვიყენოთ კიტრის გაზრდისთვის

როგორ გავზარდოთ კიტრი სახლში, რით, როდის და რამდენად ხშირად შევიტანოთ სასუქი?! ამ კითხვებზე პასუხს ჩვენს სტატიაში წაიკითხავთ.

როგორ გავზარდოთ კიტრი სახლში

კიტრის ნერგებით გამრავლება მოსავლის 2 კვირით ადრე მიღების საშუალებას გვაძლევს. თუმცა ზოგიერთი მებაღე მაინც კიტრის დათესვას და გაზრდას ამჯობინებს. სწორედ ამიტომ დღეს განსაკუთრებულ ყურადრებას კიტრის თესლის სწორ თესვას დავუთმობთ.

დათესვამდე ის ხარისხიანად უნდა დავამუშაოთ. ნიორის 30 მილიგრამგრამ ბალახს (ნიორის მწვანე ბალახი დაანაკუწეთ, დაჭყლიტეთ და გაწურეთ) დაასხით 100 მილიგრამი ცივი წყალი და ამ ხსნარში კიტრის თესლი 1 საათით გააჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ, გადაიტანეთ მშრალ ნაჭრის ტომარაზე.

შემდეგ კიდევ ერთი ხსნარი მოამზადეთ. აურიეთ 1 ლიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი ხის ნაცარი და 1 ჩაის კოვზი ნიტროფოსკი. შემდეგ ამ ხსნარში კიტრის თესლის ტომარა ჩაუშვით და 10-12 საათი გააჩერეთ. შეგიძიათ უბრალოდ ჩაალბოთ თესლი ღამე და დილით დამუშავების შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ.

შემდეგ აუცილებელია თესლის სუფთა წყლით კარგად გარეცხვა და ოდნავ სველ ქაღალდის ხელსახოცზე მოყრა. შემდეგ ის 20 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსეთ და 2 დღე-რამე დატოვეთ.

როდესაც თესლი კარგად გაფუვდება, ის მაცივარში შედეთ 24 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ შეგიძიათ მის თესვას შეუდგეთ.

კიტრის თესვა

კიტრი უპრეტენზიო კულტურაა. ისინი პრაქტიკულად ნებისმიერ გრუნტზე იზრდებიან. თუმცა მისთვის გაცილებით სასარგებლო იქნება ნახერხის, ნეშომპალის, ტორფის და მიწის 1:1:1:1 პროპორცია.

დარგვამდე ნიადაგი 10 ლიტრი ცხელი წყლისა და 1 ჩაის კოვზი სპილენძის სულფატის ნაზავით მორწყეთ. დათესვის დღეს ამოთხარეთ 5 სანტიმეტრი სიღრმის ორმოები, ერთმანეთისგან ნახევარ-ნახევარი მეტრის დაშორებით.

ბოლოს გასაკეთებელი მხოლოდ თესლის ორმოში მოთავსება და მორწყვაღა გვრჩება.

კიტრის მოვლა

პირველი 3 კვირა რეგულარულად გააფხვიერეთ გრუნტი 3 სანტიმეტრის სიღრმეზე. შემდეგ მისი გაფხვიერების სიხშირე შეგიძლიათ კვირაში 1 კვირამდე გაზარდოთ.

აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ სარეველა ბალახებს, ისინი გაჩენისთანავე უნდა მოაცილოთ.

ყვავილობის დაწყებამდე კიტრები თბილი წყლით უნდა მორწყათ ყოველ კვირას. ნაყოფის მომწიფების პერიოდში კიტრს მეტი წყალი ესაჭიროება, ამიტომ ამ პერიოდში ისინი 2-3-ჯერ უფრო ხშირად უნდა მორწყათ.

კიტრის მდიდარი მოსავლის მისაღებად მცენარე კომპლექსურად უნდა გაანოყიეროთ.

უბრალო წყლის ნაცვლად, მთელი ზაფხული კიტრი კარბამიდის ხსნარით უნდა მორწყათ, ეს მცენარეს აზოტის უკმარისობისგან დაიცავს. კომპლექსური კვებისთვის შეგიძლიათ კალიუმ-ფოსფორიანი სასუქიც გამოიყენოთ.

კიტრის მოვლა მცენარის დროულ დაბმასაც გულისხმობს. მცენარე მეშვიდე ფოთლის ჩამოყალიბების შემდეგ აუცილებლად უნდა დაამაგროთ.