სხვა
როგორი ნაძვის ხე არ უნდა მივიტანოთ სახლში
თანამედროვე ადამიანმა იცის , რომ ეკოლოგიურობა ახალი მსოფლიო ტრენდია. პოლეთილენის პარკებს შემცვლელად მრავალჯერ მოხმარების ჩანთებს აქტიურად ანაცვლებენ, ნაგვის გადამუშავებაც თანდათან უფრო პოპულარული ხდება. საზოგადოება ნელ-ნელა უარს ამბობს პლასტმასზე.
კაცობრიობის მიერ ბუნების გადარჩენისკენ გადადგმული ნაბიჯები დასაფასებელია, მაგრამ, ეკოლოგიის თემა ახალი წლის დღეებში – ნაძვების შეძენის პერიოდში იწევს წინ. დღეს მოგითხრობთ საახალწლო ხის ალტერნატივებზე და ყოველი ვარიანტის უპირატესობასა და ნაკლოვანებებზეც გესაუბრებით!
საახალწლო ნაძვი სახლში
რამდენიმე წლით ადრე, ბუნების დამცველები აქტიურად მოგვიწოდებდნენ ცოცხალ ნაძვზე უარის თქმისა და მისი ხელოვნურით ჩანაცვლებისკენ. თითქოს ეს იდეა საკმაოდ ჭკვიანურია, მაგრამ, ახლა ეკოლოგები ამბობენ, რომ ეს იდეა მოჭრილ ნაძვზე უფრო საშიშია ეკოლოგიისთვის.
ნაძვის გაზრდა გარემოზე ცუდად არ მოქმედებს – რასაც პლასტმასზე ვერ ვიტყვით. ხელოვნური ხე უტილიზაციის პროცესში გარემოს ზიანს აყენებს, ნამდვილი ხე ნატურალურია და მისი გადამუშავებისთვის ბევრი გზა არსებობს. ახლა ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: როგორი ნაძვის შერჩევა იქნება სასარგებლო ბუნებისთვის?! უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ძალიან ბევრი მსურველია ვისაც ქოთნის ნაძვის შეძენა სურს. ერთი შეხედვით ქოთნის ნაძვი იდეალური გადაწყვეტაა. არცერთი ხე არ ზარალდება, ხოლო დღესასწაულის შემდეგ მისთვის მეორე სიცოცლის ჩუქება – ტყეში გადარგვა შეიძლება. ეს ვარიანტი გაცილებით ჰუმანური ჩანს, თუმცა მისი რეალიზება საკმაოდ რთულია!
ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
1. ტემპერატურის ცვლილება სახლიდან ქუჩაში – ხეზე დამღუპველად მოქმედებს. ქოთნის ნაძვი სახლში არ უნდა შეიტანოთ, შეგიძლიათ აივანზე დადგათ და იქ მორთოთ. თუ აივანი თბილია, იქ ხე სამ დღეზე დიდხანს არ გააჩეროთ.
2. ითვლება, რომ ყველაფერს აჯობებს თუ ხეს სწრაფად გადავრგავთ მიწაში. თუმცა პრაქტიკაში ისეთი შემთხვევებიც გვხვდება როდესაც ნაძვს სახლში გაზაფხულამდე იტოვებენ რათა მიწა შეთბეს და მზად იყოს გადარგვისთვის.
თბილ ბინებში მზის სხივების ნაკლებობის შემთხვევაში – ნაძვის გადარჩენის შანსები ძალიან დაბალია. ცივ აივანზე მცენარის ფესვის სისტემა გაიყინება – ქოთანში მიწის მცირე რაოდენობის გამო. ნაძვის დაღუპვა შესამჩნევი მხოლოდ 1-2 კვირაში ხდება, თუმცა მაგ დროს ნაძვს უკვე ვეღარ უშველით.
3. თუ ხე თავიდანვე დახურულ ჭურჭელში იზრდებოდა, მისი გადარჩენის შანსი გაცილებით იზრდება. სამწუხროდ ხის ნაწილს მიწიდან იღებენ და ქოთანში ჩადების შემდეგ – ზედმეტ ფესვებს უბრალოდ აჭრიან, რადგან რაც უფრო დიდია ფესვი, მით მეტი მიწა ჭირდება ქოთანს, შესაბამისად ასეთი ნაძვის წონაც დიდია,
და ასეთი სიმძიმის “ტვირთის” გადატანა ბევრს არ შეუძლია.
მცენარის მოვლის ყველა ნიუანსის გათვალისწინების შემდეგ, გასაგები ხდება, რატომ ამჯობინებენ ეკოლოგები მოჭრილ ნაძვს და არა ქოთანში ჩარგულს. ქოთნის ვაზი სიცოცხლეს სანაგვეზე ასრულებს, მისგან სარგებელი არ არის და ბევრ შრომასაც მოითხოვს.
ყველა წესს თუ დაიცავთ, ქოთნის ნაძვი ყველაზე ეთიკური ვარიანტია. გაუფრთხილდით პლანეტას, ეს ყველა ჩვენგანს გვევალება!