ჰოროსკოპი
როგორი იქნება 2021 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
2021 წელი ხარის მმართველობის წელი იქნება. ექპერტებმა წინასწარი პროგნოზი უკვე გააკეთეს იმის შესახებ თუ რას უნდა ველოდეთ ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში.
ხარის წელში ენერგეტიკისა და ცხოვრებისეული ტონუსის ამაღლება მოგვიწევს. ეს ძალიან ენერგო-ხარჯიანი პერიოდი იქნება როდესაც ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი მოვლენა მოხდება, შესაბამისად აღარ მოიწყენთ.
2021 წლის მახასიათებლები
აღმოსავლურ ჰოროსკოპში მნიშვნელოვანია თუ რომელს სტიქიაში ხვდება წელი. 2021 წელს ხარი თეთრი ფერის იქნება, შესაბამისად წელიწადს მეტალის ენერგეტიკას ექნება.
ხარი – წინსვლის და სერიოზული ცხოვრებისეული ცვლილებების სიმბოლოა. მეტალი სულის სიმტკიცეს, ხელშეუხებლობის და გამძლეობის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ 2021 წელს სხვადასხვა სიტუაციების წინაშე აღმოჩნდებით, რომლებშიც ნებისყოფის და გამარჯვების სურვილის დემონსტრირება მოგიწევთ.
ყველაზე წარმატებული ადამიანები იქნებიან ისინი, ვისაც ურყევი და ამბიციური ხასიათი აქვთ, ადამიანები რომლებიც მედგრად მიიწევენ წინ და გზაზე ყველა წინაღობას ანადგურებენ. ამასთანავე სასურველია გარშემომყოფთა დახმარება არ გამოიყენოთ და მეტად გამოვლინოთ დამოუკიდებლობა. ეს ეხება არა მხოლოდ კარიერასა და ფინანსებს, არამედ ცხოვრების ყველა სფეროს.
სამსახური, ფინანასები და საქმეები აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მეტალის ხარი – იდეალური დროა იდეების განვითარებისთვის, ბიზნესის გახსნისთვის, ახალი სამსახურის ძებნისთვის. სანამ წინსვლას დაიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანია მიმართულება განსაზღვროთ. თუ ამას არ გააკეთებთ, ბევრ დროსა და ენერგიას ტყუილად დახარჯავთ. სწორედ ამიტომ ექპერტები ყველა ადამიანს გვირჩევენ ჯერ მიზნები დავსახოთ და შემდეგ დავგეგმოთ საქმეები.
თუ გარისკავთ და რამდენიმე საქმეს ერთად შეუდგებით შეიძლება არასწორ გზას დაადგეთ. 2021 წელს სწრაფად მაგრამ, გათვლებით უნდა იმოქმედოთ.
2021 წელი იდეალური პერიოდია ძვირადღირებული საყიდლებისთვის. შეგიძლიად თამამად შეიძინოთ ყველაფერი რაც გადაადგილებასთან არის დაკავშირებული, მაგალითად ველოსიპედი ან მანქანა, დახარჯეთ ფული მოგზაურობასა და შვებულებებში. სასარგებლო იქნება ფულის ახალ გამოცდილებებსა და ემოციებში დაბანდება.
ეს წელი შეიძლება სრულიად კონკურენტული აღმოჩნდეს. ბევრი ადამიანი მოისურვებს სხვებზე უკეთესად წარმოაჩინოს თავი და აჯობოს ყველას. მიზანი არა წარმატების მირწევა არამედ სხვებისთვის ჯობნა იქნება, ეს კი საკმაოდ არამომგებიანი პოზიცია იქნება მომავალ წელს და ნეგატიურად აისახება თქვენს პროდუქტიულობასა და ჯანმრთელობაზე.
ურთიერთობები და სიყვარული 2021 წელს
2021 წელი სიყვარულისთვისაც აქტუალური წელი იქნება. თუ ვინმე მოგეწონებათ, აჯობებს პირდაპირ განაცხადოს თქვენი სიმპათიებისა და სურვილების შესახებ. მომავალს წელს თამაშები და თავის მოჩვენება საკმაოდ ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ. ხარის წელში კარგია ხელის თხოვნა. ოჯახურ ცხოვრებაში, მეგობრებთან და ახლობლებთან კი ყველაზე მთავარი ტყუილისა და ფარისევლობისგან თავის შეკავება იქნება. წინააღმდეგ სემთხვევაში შეიძლება წყენასა და ნეგატივს გადაეყაროთ.
თუ ხარის წელში რომელიმე ადამიანთან ურთიერთობისას ნეგატივს იგრძნობთ, აჯობებს დიდხანს არ გაწელოთ და სწრაფად დაამთავროთ მსგავსი ტიპის ურთიერთობები. მომავალს წელს ადამიანები უფრო ნაკლებად დაიწყებენ ტყუილებს და სიმართლის დაფარვას, თავს უფლებას მისცემენ უფრო თამამად გამოაჩნონ ემოციები და მეტად ფეთქებადები გახდებიან.
განწყობა და ჯანმრთელობა აღმოსავლური კალენდრით
ამ კუთხით ყველაფერი მარტივად იქნება. საჭიროა საკუთარ სურვილებს მიყვეთ მაგრამ, ეს იმპულსებზე ბრმად მიყოლად არ გადააქციოთ. აუცილებელია ენერგიის და დროის სიფრთხილით ხარჯვა, პრიორიტეტების სწორად განაწილება.
თუ ძალიან ბევრს იმუშავებთ და ძალიან დაიღლებით, შეიძლება იღბალი დაკარგოთ. ხარის წელში ძალების სწრაფი შემოდინება ხდება თუმცა თუ ამს სწორად არ გამოიყენებთ გადინებაც ასევე სწრაფად შეიძლება მოხდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და არ დაგავიწყდეთ დასვენება.