Connect with us

ტესტები

როგორი დიასახლისი ხართ? ამის შესახებ თქვენი წინსაფარი მოგვითხრობს

რამდენად კარგად ერკვევით სახლის საქმეებში? თუ საქმეების სხვებზე გადაბარება გიყვართ?! შეხედეთ ფოტოს, აირჩიეთ წინსაფარი რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და შესაბამისი გრაფა წაიკითხეთ.

წინსაფარი 1

თუ ეს წინსაფარი აირჩიეთ, იდეალური დიასახლისი ხართ: აცხობთ ნამცხვრებს, ამზადებთ სხვადასხვანაირ კერძებს, სამზარეულოს პირსახოცები მხოლოდ თეთრი ფერის გაქვთ და სტუმრებიც დიდი ხნის მანძილზე იხსენებენ თქვენს მიერ მომზადებული წვნიანის გემოს. ყოველთვის ზრუნავთ სისუფთავესა და სიმყუდოვეზე. გაქვთ უნიკალური უნარი მოასწროთ ყველაფერი. გასაოცარია, როგორ გამოგდით ეს ყველაფერი…

წინსაფარი 2

თუ თქვენი არცევანი ამ წინსაფარზე შეაჩერეთ, ძალიან გათვითცნობიერებული ადამიანი ხართ, მართალია სტუმრებს ფუმფულა ღვეზელითა და გემრიელი კერძებით არ გაუმასპინძლდებით მაგრამ, უამრავი ეშმაკობა და ხერხი იცით ამა თუ იმ საყოფაცხოვრებო პრობლემის მოსაგვარებლად – ამ მხრივ ნამდვილად გამოსადეგი პიროვნება ხართ. ცხოვრობთ პრინციპით: ვინც თავად კეთება არ იცის, ის სხვებს ასწავლის!

წინსაფარი 3

შესანიშნავი დიასახლისი ხართ და წესრიგსა და დისციპლინას აფასებთ. სახლის საქმეებს მკაცრად გაწერილი გრაფიკით მართავთ, სახლის საქმეები კი ოჯახის ყველა წევრზე ზედმიწევნით გაქვთ გაწერილი, ამიტომ თქვენ სახლში ყოველთვის წესრიგი და სიმყუდროვეა.

წინსაფარი 4

ეს წინსაფარი აირჩიეთ? დარწმუნებული ვართ სახლის სველ დალაგებას კვირაშ მინიმუმ 3-ჯერ აკეთებთ, გამოსასვლელ დღეებში კი გენერალურ დალაგებას აწყობთ. მუდამ აკონტროლებთ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე იდოს. ჭუჭყთან ბრძოლის დროს ყველა შესაძლო მოწყობილობას იყენებთ ზედაპირების ტიპის მიხედვით.

წინსაფარი 5

ეს წინსაფარი თქვენს შემოქმედებით ნატურას გამოხატავს, რომელშც მსუბუქი ქაოსი აუცილებელია. ზოგჯერ განზრახ აიგნორებთ ტოტალურ სისუფთავეს. თქვენი ნივთები ისეა დალაგებული როგორც მოცემულ მომენტში გსურთ. დიდად არ ნერვიულობთ სახლში არსებულ წესრიგზე, დალაგებაც შეგიძლიათ, სადილის მომზადებაც თუმცა ამის კეთების განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ გაქვთ. საყვარელი ადამიანისთვის კინამდვილად შეგიძლიათ იდეალური დიასახლისის როლის მორგება და ფუსფუსი, თუმცა რამდენ ხანს გეყოფათ ამის მოთბინება არავინ იცის…

წინსაფარი 6

თუ ეს წინსაფარი აირჩიეთ, სახლის საქმეების მართის ჩემპიონი ხართ! დალაგების დროს დივანს წევთ, წმენდთ გათბობის ბატარეას, წმენდთ ჭაღებს. ოჯახის წევრებსაც სხვადასხვა კერძების მომზადებით ახარებთ, თუმცა ზოგჯერ ასეთი აქტივობის პერიოდები აპათიით იცვლება, როდესაც საერთოდ არაფრის კეთება არ გსურთ. ეს ალბათ ყველას ემართება, კარგია თუ დროდადრო თავს მოდუნების საშუალებას მისცემთ.