Connect with us

ჰოროსკოპი

როგორი დედოფალი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ როგორი დედოფალი ხართ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

თხის რქა – დედოფალი ვიქტორია

დედოფალ ვიქტორიას მეფობის ეპოქა (სწორედ ის, ვიქტორიანული) სიმკაცრის, პურიტანიზმის და წესრიგის სიმბოლო გახდა და ეს დღესასწაული დევიზით „Arbeiten und Disziplinen“ თითქმის 64 წელი გაგრძელდა: დედოფალმა ვიქტორიამ ტახტზე სწორედ ამდენი წელი გაატარა. ნორმები იმდენად მკაცრი და უკომპრომისო იყო, რომ ახლა ვიქტორიანული ეპოქის პრინციპებით შეგიძლიათ ბავშვები დააშინოთ. რა თქმა უნდა, თუ ბავშვი თხის რქა არაა. თხის რქა ისტორიას ბეჯითად სწავლობს და იცის: ვიქტორიანული ეპოქა ბრიტანული იმპერიის ოქროს ხანა გახდა. იმიტომ, რომ საქმეს უნდა მიხედოთ და სისულელეები არ აკეთოთ! ეს დედოფალ ვიქტორიას დევიზია და, რა თქმა უნდა, თხის რქისაც.

მერწყული – ელისაბედ I

ელისაბედ I ცნობილია, როგორც ქალწული დედოფალი – მმართველი, რომელმაც ქორწინებაზე უარი განზრახ თქვა და საყვარლები არასდროს ყავდა. მის დროს ინდუსტრიული რევოლუცია მოხდა, ზღვები დაიპყრეს და ხელოვნება, მათ შორის დრამატურგიაც, აყვავდა. მის დროს უილიამ შექსპირი ცხოვრობდა. მოკლედ, ელისაბედი – ნამდვილი მერწყულია: აი, რატომ უნდა დახარჯოთ დრო მამაკაცზე, როცა ირგვლივ ამდენი საინტერესო რამ ხდება და თქვენ ამ ყველაფერს მართავთ? საჭირო არაა, დაგვეთანხმეთ!

თევზები – ანა ბოლეინი

საბედისწერო ქალი. ანა ბოლეინი ინგლისის ცნობილი მეფის, ჰენრი VIII ტიუდორის მეორე ცოლი და ის დედოფალი იყო, რომლითაც მეფის ამაზრზენი ოჯახური ცხოვრების ამბავი დაიწყო. ჰენრი ანამდე ეკატერინე არაგონელზე იყო დაქორწინებული და ეკლესია განქორწინების უფლებას არ აძლევდა. „პრობლემა არაა!“ – გადაწყვიტა ჰენრიმ და უბრალოდ წმინდა საყდართან მიმართებაში მეფის ხელისუფლების უპირატესობის შესახებ ბრძანება გამოსცა. იმ დროს ეკლესიასთან ბრძოლა თვითმკვლელობას უდრიდა, მაგრამ ანა ბოლეინზე დაქორწინება საღ გონებაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

საუბედუროდ, მოგვიანებით ჰენრის სხვა შეუყვარდა და განაცხადა, რომ ჯადოქრობით დაქორწინება აიძულეს და ანა სიკვდილით დასაჯა, რომ ფრეილინა ჯეინ სეიმურზე დაქორწინებულიყო. მოკლედ ასეთი ტრაგიკული დასასრული თევზებთან ახლოსაა: რა თქმა უნდა, სიკვდილით დასაჯა, აბა როგორ? უბრალოდ გააცნობიერა, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა ამ საცოდავ მამაკაცურ სულზე. ჯადოქრობა? ჰა–ჰა, უბრალოდ თევზის ნორმალური ძალა, არაფერი განსაკუთრებული.

ვერძი – ვუ ზეტიანი

პირველი და უკანასკნელი ნამდვილი ჩინელი ქალი იმპერატორი, ერთადერი ქალი ჩინეთის მთელ 4000 წლიან ისტორიაში, რომელიც უმაღლეს ტიტულს ფლობდა: მან უბრალოდ თავი იმპერატორად გამოაცხადა, რადგან იმპერატორის მეუღლეებს არანაირი ძალა არ ჰქონდათ. ვუ ზეტიანი ხვდებოდა, რომ კაცისთვის ტახტის ნდობა არ ღირს, ამიტომ ჯერ ქმარი მოიშორა, შემდეგ სამი ვაჟიშვილი – ისინი როგორღაც უღიმღამოდ მართავდნენ! ვუ ზეტიანმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, სამხედრო გაფართოება დაიწყო და რამდენიმე ახალი პროვინცია დაიპყრო, ასევე კულტურის განვითარებას ხელი შეუწყო.

ეს ყველაზე საინტერესო არაა: ვუ ზეტიანი სამართლიანად თვლიდა, რომ ქალები სასახლის კარზე დაჩაგრულები არიან და საპასუხოდ მამაკაცების დამცირების ორიგინალური მეთოდი იპოვა: ვინაიდან მამაკაცების უპირატესობის სიმბოლოდ ფელიაცია ითვლებოდა, მან სასახლის მსახურებისთვის ახალი წესი გამოსცა – „ლოტოსის მტვრიანას ალოკვა“, ანუ კუნილინგუსი. მისი მმართველობის დროს ეს სექსუალური ტექნიკა ქალის უპირატესობის ხანის დონეზე ამაღლდა. სავარაუდოდ, სასახლის მსახური ქალები წარმოუდგენლად ბედნიერები იყვნენ. დიდი ალბათობით, ვერძი ძალაუფლების ხელში ჩაგდებისას იგივეს გააკეთებს.

კურო – ელისაბედ II

ისტორიაში ყველაზე დიდხანს მმართველი მონარქი, ყველაზე ცნობილი და, უდავოდ, ყველაზე საყვარელი დედოფალი, რომელიც დიდ ბრიტანეთს (ასევე კანადას, ავსტრალიას და ახალ ზელანდიას) უკვე 69 წელია მართავს და, როგორც ჩანს, წასვლას არც აპირებს. მსოფლიოს დიდ ნაწილს უკვე დაავიწყდა, თუ რა არის ნამდვილი მონარქია, მონარქიული სახელმწიფოს მეთაურები თავს აჩვენებენ, რომ დანარჩენი მოქალაქეებისგან დიდად არ განსხვავდებიან და უბრალოდ საკუთარ პოზიციებს არ თმობენ: ის – ნამდვილი დედოფალია, რომელიც სასასხლის ქცევის წესებს იცავს და სხვებისგან იგივეს მოითხოვს. რადგან რა არის მთავარი? სწორია, სტაბილურობა! დაე, თუნდაც გარეთ XXI საუკუნე ბატონობდეს და ილონ მასკი მარსის დასაპყრობად კოსმოსურ ხომალდებს აგებდეს.

ტყუპები – ქალბატონი ჩინგ ში

ერთადერთი უბრალო ადამიანი ამ ჰოროსკოპში. ყველაფერი იმიტომ, რომ არც ერთ დინასტიაში საკმარისად შეშლილი დედოფალი არ ყოფილა. სამაგიეროდ ვიპოვეთ ქალბატონი ჩინგ ში: ადამიანი, რომელმაც ცხოვრება საროსკიპოში დაიწყო და კაზინოს მფლობელობით დაასრულა. ამ ორ პოზიციას შორის ნამდვილი დედოფალი იყო: მეკობრეების დედოფალი. 1801 წელს გოგონა, რომლის ნამდვილი სახელი ისტორიამ ვერ შემოინახა, დაქორწინდა ჩინგ იზე (იმ დროის ყველაზე წარმატებული ჩინელი მეკობრე). მისი გარდაცვალების შემდეგ, პენსიაზე გასვლის ნაცვლად, ქალბატონმა ჩინგმა ფლოტილიას უხელმძღვანელა.

ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ მის გემებზე იმდენად იდეალური დისციპლინა იყო, რომ სახელმწიფო სამხედრო ფლოტილიაც ვერ შეედრებოდა. ქალბატონი ჩინგი ში აბსოლუტურ მორჩილებას ითხოვდა, სხვებს თოკზე კიდებდა. სასტიკ მეკობრეებს არ აწუხებდათ, რომ ქალს ემორჩილებოდნენ. მან ახალგაზრდა და ქარიზმატული საყვარელი გაიჩინა, რომელიც მისი სახელით კაპიტნებს მართავდა და შთააგონებდა – თავად ზღვის საქმეში საერთოდ ვერ ერკვეოდა, მით უმეტეს ხომალდების დარბევაში. ქალბატონი ჩინგის მეკობრული ცხოვრება დასრულდა მაშინ, როცა ჩინეთი უძლეველი მეკობრეების დედოფალთან ბრძოლით დაიღალა და დახმარებისთვის დიდ ბრიტანეთს მიმართა. ქალბატონმა ჩიგნმა უგვირგვინო მეკობრე დედოფლის წოდება ნებაყოფლობით დატოვა, ნაპირზე გავიდა და კაზინო გახსნა. ხვდებით, ხომ უბრალოდ თამაშით დაიღალა, როგორც ტყუპები.

კირჩხიბი – კნეინა ოლღა

კნეინა მეუღლის, დიდი მთავრის, იგორის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის კიევს მართავდა. ცნობილია, როგორც რუსეთის პირველი მმართველი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო. თუმცა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შურისმაძიებელი მმართველი იყო: მეუღლის მკვლელ დრევლიანებზე ოთხჯერ შური იძია. პირველად ცოცხლად დაწვა მაჭანკლები, რომლებიც მეუღლის მკვლელობისთანავე გაუგზავნეს. მეორედ, აბანოში ცოცხლად დაწვა. მესამედ, ქმრის საფლავზე დაკრძალვის ცერემონიალი აღნიშნა, ოპონენტები დაათრო და ძილში მათი მოკვლა ბრძანა.

მეოთხედ, დრევლიანების მთავარი ქალაქის, ისკოროსტენის დასაპყრობად გაეშურა. ალყის დროს უჩვეულო ხარკი მოითხოვა: ქალაქის ყველა ფრინველის დაჭერა და მისთვის გადაცემა. პირობის შესრულების შემდეგ მან ნათურაზე ჩიტების თათების დაწვა და მათი გაშვება ბრძანა. ფრინველები ბუდეში დაბრუნდნენ. ქალაქი ბოლომდე დაიწვა. მოკლედ, ღმერთმა დაგიფაროთ, რომ შემთხვევით კირჩხიბს შეურაცხყოფა მიაყენოთ! შურისძიება სასტიკი იქნება და არა ერთჯერადი.

ლომი – კლეოპატრა

კლეოპატრას გარდაცვალებიდან 2000 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მას შემდეგ უფრო პოპულარული დედოფალი არ ყოფილა. უფრო მეტიც – კლეოპატრას სილამაზე და მიმზიდველობა და შედეგად მამაკაცებზე ჯადოსნური ძალაუფლების ქონა ისტორიაში ყველაზე პოპულარული მითების საფუძველი გახდა: კლეოპატრამ აფროდიტე და ვენერა ერთად ქამარში შეკრა.

სინამდვილეში საინტერესოა არა მისი ცხოვრება, არამედ გარდაცვალების ამბავი: კლეოპატრამ პატიმრობისას ყოველგვარი საშუალების გარეშე თვითმკვლელობა მოახერხა. ზოგიერთი ლეგენდა ამბობს, რომ მასზე შეყვარებულმა მცველმა შხამიანი გველი მოუტანა, სხვები – რომ მის ვარცხნილობაში შხამიანი თმის სარჭი იყო. ასე თუ ისე კლეოპატრამ თავი მხოლოდ ერთი მიზეზით მოიკლა: რომ რომაელ იმპერატორ ოქტავიანეს პატიმრად ვერ გამოეცხადებინა, ეგვიპტეს კი – დაპყრობილად. ოქტავიანეს იმპერატორის მეუღლის ქანდაკებით გაფორმება მოუწია. ყველამ უნდა გაიგოს: ლომის დაპატიმრება შესაძლებელია, დამონება – არასდროს.

ქალწული – ეკატერინე II

მას დიდებულს ტყუილად არ უწოდებენ: ეკატერინეს მეფობის დროს რუსეთში თავადაზნაურების ოქროს ხანა დაიწყო, საგანმანათლებლო რეფორმები განხორციელდა, იმპერიის საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. თავად ეკატერინე ასწრებდა არა მხოლოდ სახელმწიფოს მართვას, არამედ თვითგანვითარებას, ასევე იმ დროის ყველაზე ნათელი გონების ხალხთან მიმოწერას. მთლიანობაში, ეკატერინე II მეფობას შეიძლება განმანათლებლობის ეპოქა ვუწოდოთ, მაგრამ მხოლოდ რჩეულებისთვის: გლეხებს ცხოვრება უჭირდათ. მოკლედ, ეს ქალწულისთვის დამახასიათებელია. მას გულწრფელად სჯერა, რომ სულელის სწავლას აზრი არ აქვს. დანარჩენნი კი – დაუყონებლივ განათლდება! სანამ ყველაფერი ყვავდება, ქალწული დაჯდება და ჭკვიან ხალხს გაესაუბრება. ძალაუფლებიდან გარკვეული მოგება ხომ უნდა მიიღოს.

სასწორი – მარი ანტუანეტი

საფრანგეთის დედოფალი მარი ანტუანეტი ისტორიაში ყველაზე თავქარიანი და მფლანგველის ტიტულს ატარებს. ერთადერთი, რაც დედოფალს სურდა, გართობა იყო. მისი სასახლეც შეკრებილი იყო პრინციპით „ვისთან უფრო გავერთობი?“. გართობას კი ფული სჭირდება, რომელსაც დედოფალი სახელმწიფო ხაზინიდან ადვილად იღებდა. გასაკვირი არაა, რომ რევოლუციის დროს პირველ რიგში მისი დაწვა სურდათ. გასაოცარი სხვა რამაა: თავქარიანობის და ახირებულობის მიუხედავად სასამართლო პროცესის და სიკვდილით დასჯის დროს სრული თავშეკავებულობა შეინარჩუნა და სამეფო ღირსება არ დაკარგა. ეშაფოტზე თავად ავიდა და გილიოტინის დანის ქვეშ თავი თავად დადო. როგორც სასწორი, რომელიც სიტუაცის შესაბამისად იქცევა: როგორც მხიარული წვეულების დროს, ასევე ეშაფოტზე. სცადეთ დაუმტკიცოთ, რომ შეუძლიათ ასე ძალიან არ სცადონ – არა უბრალოდ არ დაგიჯერებენ, არამედ ვერ შეძლებენ.

მორიელი – ეკატერინე მედიჩი

სასტიკი დედოფალი. მას ოფიციალური ძალაუფლება არ ჰქონია (ხანმოკლე რეგენტობის პერიოდის გარდა), მაგრამ დაქვრივების მომენტიდან ქვეყანას დეფაქტოდ მართავდა. ეკატერინე შვილებზე გიჟდებოდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო ნამდვილი მეფობა, ამიტომ თავად მართავდა. მისი დიდება ტყუილად არ გაჩნდა, მედიჩს უფრო მოუხდებოდა ზედმეტსახელი „დედოფალი–მაჭანკალი“.  მთელი ძალით ვალუას დინასტიას შენარჩუნებას ცდილობდა და ამისთვის დინასტიურ ქორწინებებს იყენებდა. სამწუხაროდ, დინასტიამ არსებობა შეწყვიტა მის ქალიშვილზე მარგარეტზე, ნავარის მეფე ჰენრის უშვილო ცოლზე. ეკატერინეს შხამებიც უყვარდა. როგორც ყველაფერი, რაც ტახტის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. მორიელიც მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს, შემდეგ ისტორიკოსები მის შესახებ საშინელ ამბებს წერენ. და სწორია, დაე, ეშინოდეთ!

მშვილდოსანი – ელისაბედ I 

პეტრე I ასული, ელისაბედი დედოფლობას საერთოდ არ აპირებდა: უდარდელი ცხოვრება უფრო იზიდავდა. მოკლედ, შეთქმულეებს დიდად არ უკითხავთ, უბრალოდ სასახლის გადატრიალება მოახდინეს, რის შემდეგ ტახტზე ელისაბედი აღმოჩნდა. მოულოდნელად გაირკვა, რომ არც თუ ისე ცუდი დედოფალია. მისი მმართველობის დროს პეტრეს პოლიტიკა აღდგა და გაგრძელდა. ელისაბედი პირველი ქალი იმპერატორი იყო, რომელმაც სიკვდილით დასჯა აკრძალა. მანვე გაატარა რიგი რეფორმები, რითაც ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მთლიანობაში მისი პოლიტიკა სტაბილური და ძლიერი სახელწმიფოსკენ იყო მიმართული, რასაც ბრწყინვალედ უმკლავდებოდა. სწორედ ასე იქცევა მშვილდოსანი: დიდად არ სურთ, მაგრამ იცოდეთ, ყოველთვის შეუძლია, თან სხვებზე უკეთ.