Connect with us

საკითხავი

რისი გარეცხვა არ შეიძლება თეთრეულის კონდიციონერით

ვის არ სურს, რომ რეცხვის შემდეგ თეთრეული ახალივით გამოიყურებოდეს? ასევე გლუვი, ნათელი და ნაკეცების გარეშე იყოს. ამ მოსაზრებების საფუძველზე სარეცხი მანქანისთვის კონდიციონერი მოიგონეს. სხვა სიტყვებით, ტანსაცმლის სავლები სითხე. მწარმოებლები შეფუთვაზე დიდი ასოებით არ წერენ, რომ კონდიციონერი ყველა ნივთს არ უხდება.

თუ გამოყენების დეტალები არ გეცოდინებათ, გარდერობის ზოგიერთ ნივთი მხოლოდ სოფელში გამოგადგებათ. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ 8 ნივთზე, რომელთანაც კონდიციონერი არ უნდა გამოიყენოთ.

სარეცხი მანქანის კონდიციონერი: დადებითი და უარყოფითი მხარეები

ობიექტური რომ ვიყოთ, მისი უპირატესობები გავიხსენოთ. პირველ რიგში, რეცხვის შემდეგ სასიამოვნო და მდგრადი არომატის გამო მოსწონთ. ასეთ ეფექტს ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილი ვერ იძლევა. გარდა ამისა, ტანსაცმელი უფრო რბილდება, ადვილად უთოვდება და ძლიერ არ ნაოჭდება.

კიდევ ერთი პლიუსი – ასეთი რეცხვის შემდეგ ქსოვილი ნაკლებად იმუხტება. ზოგიერთი სავლები სპეციალური იმისთვის არის განკუთვნილი, რომ ნივთებმა ფერი შეინარჩუნოს და არ დაჯდეს. აი, ნივთები, რომლებთანაც კონდიციონერი არ უნდა გამოიყენოთ:

ტერის პირსახოცი

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ სავლები საშუალება ხალიჩებთან, პირსახოცებთან და ნაჭრის ხელსახოცებთან შეუთავსებელია. ბეწვიანი ზედაპირი თავის თვისებებს კარგავს, რის გამოც ტენი მასში დიდხანს რჩება. ხშირი რეცხვით (ასეთ ნივთებს კი ხშირად რეცხავენ) უსიამოვნო სუნი ჩნდება.

მიკროფიბრი

უცვლელი ნივთი სახლში, რომელიც ადვილად შეიძლება გაფუჭდეს. საქმე იმაშია, რომ კონდიციონერი მიკროფიბრზე წერტილოვან ფირს ტოვებს, რის შემდეგ მტვრის ნაწილებს ცუდად აშორებს. საპნით და ჩვეულებრივი ფხვნილით რეცხვისას პრობლემა არ წარმოიქმნება.

სპორტული ტანსაცმელი

სპორტული ტანსაცმელი ისეა დამუშავებული, რომ ქსოვილმა კანს სუნთქვის საშუალება მისცეს. ასევე ბაქტერიების განვითარებას ხელს უშლის და სხეულის ტემპერატურას არეგულირებს. კონდიციონერი ბოჭკოებში ადვილად შეიძლება გაიჭედოს და სასარგებლო თვისებები გაანულოს.

ელასტიური ქსოვილები

ნივთები, რომლებიც ელასტინს (ბანდაჟი, ბოდე, კოლგოტი) შეიცავენ, სავლებ საშუალებებთან ვერ მეგობრობენ. როგორც სპორტული ტანსაცმლის შემთხვევაში, ფირები ბოჭკოებს ახშობენ და ქსოვილი ელასტიურობას კარგავს.

ცეცხლგამძლე ქსოვილი

შესაძლოა, ეს სტანდარტული შემთხვევა არაა, მაგრამ ზედმეტი არ იქნება, თუ ვახსენებთ, რომ ცეცხლგამძლე ქსოვილი კონდიციონერთან შეუსაბამოა. ასეთი ნივთები შეგიძლიათ ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიებში შეიძინოთ. ისინი ბავშვის კანს მოულოდნელი ხანძრისგან იცავენ. სამწუხაროდ, კონდიციონერის გამოყენების შემდეგ ქსოვილი თავის ხანძარსაწინააღმდეგო თვისებას კარგავს.

აბრეშუმი

აბრეშუმის ნივთები ძვირი ღირს და განსაკუთრებული ბზინვარებით გამოირჩევა. სჯობს ხელით ან დელიკატურ რეჟიმზე გარეცხოთ. ფხვნილის გარდა სხვა საშუალების დამატება არ ღირს, რადგან ლამაზი ნივთი შეიძლება ადვილად დაზიანდეს.

ბავშვის ტანსაცმელი

ხელოვნურმა არომატიზატორებმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ,  სპეციალური უსუნო და თითქმის უქაფო კონდიციონერი გამოიგონეს. ჩვეულებრივი კონდიციონერის გამოყენება არ ღირს, რომ გამონაყარი თავიდან აიცილოთ.

წყალგამძლე ქსოვილი

მისგან ქურთუკებს, ლაბადებს და საწვიმარებს კერავენ. მოსახერხებელი ტექნოლოგიური ქსოვილი შექმნილია იმისთვის, რომ თოვლისა და წვიმისგან დაგიცვათ. მას დარბილება არ სჭირდება, ამასთან შეიძლება დაიბზაროს. სწორედ ამიტომ, კონდიციონერი გვერდზე გადადეთ.

თეთრეულის კონდიციონერის ჯადოსნური თვისებები შთამბეჭდავია! ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის შეფასების შემდეგ ჩნდება კითხვა: თუ ამდენი ნივთის გარეცხვა კონდიციონერით არ შეიძლება, რისი გარეცხვა შეიძლება? რჩება უბრალო, ბამბის ნივთები, ზოგიერთი დელიკატური ქსოვილი, კლასიკური ჯინსი და კიდევ რამდენიმე ნივთი. ნივთების გადარჩევა ამ პრინციპის მიხედვით – თქვენი არჩევანია! თქვენ რას ფიქრობთ?