Connect with us

ჯანმრთელობა

რისი გაკეთება შეიძლება და რისი გაკეთება არ შეიძლება როდესაც ბავშვს სიცხე აქვს

როდესაც ბავშვს სიცხე აქვს მშობლების უმეტესობა პანიკაში ვარდება. სიტუაციის დასარეგულირებლად ნებისმიერ საშაუელბას მიმართავენ, თუმცა ყველა საშაულება კარგი არ არის! დღევანდელ სტატიაში ამ მეთოდებსა და მათ სარგებლიანობას განვიხილავთ.

უამრავი შეხედულება არსებობს იმის შესახებ თუ რომელი ტემპერატურიდან უნდა დავიწყოთ მის დაწევაზე ზრუნვა. ეს ყველაფერი უფრო პაციენტზეა დამოკიდებული. არსებობენ ბავშვები რომლებიც მაღალ ტემპერატურასაც კი იოლად იტანენ, ზოგუერთი ბავშვი კი 37,5 ტემპერატურაზეც კი საშინლად სუსტდება.

ძირითადი მომენტები

გახადეთ ბავშვს (არ შეფუთოთ). არ დაგავიწყდეტ ოთახში გრილი და სუფთა ჰაერის შემოშვება

ტემპერატურის შესამცირებლად შეიძლება გრილი აბაზანაც გამოიყენოთ (წყლის ტემპერატურა სხეულის ნორმალური ტემპერატურის ტოლი უნდა იყოს). ამისთვის ბავშვი წყალში ქამრამდე უნდა ცასვათ. ღრუბელ წყალში დაასველეთ და კანი დაუმასაჟეთ ეს სისხლის ცირკულირებას გააუმჯობესებს.

არ დაზილოთ სპირტით, განსაკუთრებით პატარა ბავშვები. გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი (ნებისმიერი სახით) ბავშვისთვის საწამლავს წარმოადგენს.

სიცხის დამწევი პრეპარატები

პედიატრიაში ნებისმიერი პრეპარატი წონის მიხედვით ინიშნება და ამ შემთხვევაში გამონაკლისს არც სიცხის დამწევი საშაულებები წარმოადგენენ. იაფფასიანი პარაცეტამოლების მწარმოებლები რატორაც დოზებს ამცირებენ და ორიენტირებულები არიან 6-თვიდან -3 წლამდე ბავშვებზე” რაც გონებასთან ახლოს არ გახლავთ. შეუძლებელია პრეპარატი ტანაბრად სასარგებლო იყოს 8 და 18 კილოგრამიანი ბავშვისვისაც!

როგორ გამოვითვალოთ წამლის დოზა სწორად

პარაცეტამოლის ერთჯერადი დოზა (პანადოლი, ეფფერალგანა, ცეფეკონ დ) კილოგრამზე 15 მილიგრამს შეადგენს. თუ ბავშვი 10 კილოგრამს იწონის, მაშინ მას 10*14=150 მილიგრამი წამალი უნდა მისცეთ. 15 კილოგრამიან ბავშვზე კი: 15 х 15 = 225 მგ. ამ დოზის მიცემა ბავშვისთვის დღეში 4-ჯერ შეიძლება.

იბუპროფენი (ნუროფენი, იბუფენი). ერთჯერადი დოზა კილოგრამზე 10 მილიგრამია. ანუ 8 კილოიან ბავშვს 80 მილიგრამი ესაჭიროება, 20 კილოგრამიან ბავშვს კი – 200 მილიგრამი. პრეპარატი დრე-რამეში მაქსიმუმ 3-ჯერ უნდა მისცეთ.

პრეპარატი სიცხეს 1-1,5 განმავლობაში დაუწევს დაახლოებით 1-1,5 გრადუსამდე. ტემპერატურის 36,6-მდე დაწევას კი ნუ დაელოდებით!

რომელი პრეპარატების მიცემა არ შეიძლება ბავშვისთვის

ანალგინი. ცივილიზებულ სამყაროში ამ პრეპარატის მირება ნებადართული არ გახლავთ. ის მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და სისხლის მიმოქცევაზე უარყოფითი გავლენა აქვს. ანალგინის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული და დაშვებული თუ სხვა პრეპარატებზე ხელი არ მიგიწვდებათ!

ასპირინი (აცეტილსალიცინის მჟავა) – ამ პრეპარატის 12 წლამდე ბავშვებში გამოყენება აკრძალულია, რადგან შეიძლება ტოქსიკური ენცეფალოპათია და ღვიძლის დაზიანება – რეიეს სინდრომი გამოიყენოს.

ნიმესულიდი (ნაიზი, ნიმულიდი) – ეს პრეპარატი ტოქსიკურ ჰეპატიტს, ანუ ღვიძლის მწვავე დაზიანებებს იწვევს და ბავშვებში მისი გამოყენება არ შეიძლება.

ასევე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება:

ბავშვის სხეულზე ცივი საგნებისა და ტილოების დაფარება, ეს კანის სისხლძარღვების სპაზმს იწყებს, ამ დროს შეიძლება გარე ტემპერატურა შემცირდეს თუმცა ამის ხარჯზე შიდა ორგანოების ტემპერატურა იზრდება და ეს საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ვბავშვის ძმრით ან სპირტით დაზელვა – ამ მეთოდმა შეიძლება ბავშვის მოწამვლა გამოიწვიოს!

თეთრი ცხელება

თუ მიუხედავად ტემპერატურისა, თქვენი ბავშვის კანი ვარდისფერი და ტენიანია შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, თუმცა თუ მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვის ხელები და ფეხები ცივია, კანი კი გაფითრებული შეიძლება საქმე ტეთრ ცხელებასტან გქონდეთ. ეს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, სითხის უკმარისობით, წნევის დაწევით და სხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

თეთრი ცხელების დროს:

ბავშვს ნახევარი აბი ნოშპა მიეცით და ინტენსიურად დაუზილეთ ცივი ხელ-ფეხი. გაითვალისწინეთ, რომ სანამ სისხლძარღვების სპაზმი არ გაივლის – სიცხის დამწევი საშაულებები ვერ დაიწყებენ მოქმედებას.

გამორიცხეთ ფიზიკური გაცივების ყველა მეთოდი!!!

წამლის რომელი ფორმა შევარჩიოთ

წამლის ფორმის შერჩევისას (თხევადი მიქსტურა, სიროფი, საღეწი აბები, სანთლები) უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხსნარებიდ ა სიროფები 20-30 წუთში იწყებენ მოქმედებას, სანთლები 30-45 წუთში – თუმცა ამ უკანასკნელის ეფექტი უფრო ხანგრძლივია.

სანთლები შეგიძლიათ მაშინ გამოიყენოთ როდესაც ბავშვს სითხის მირებისას გული ერევა ან უფლებას არ გაძლევთ რომ დაალევინოთ. სანთლები ბავშვის დეფეკაციის შემდეგ გამოიყენეთ. მათი გამოყენება უფრო მოსახერხებელი რამით არის.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.