ჯანმრთელობა
რისი გაკეთება არ შეიძლება, თუ ტკიპამ გიკბინათ
ეს გავრცელებული შეცდომები არ დაუშვათ:
- ტკიპას ზეთი, ნერწყვი ან სპირტი არ წაუსვათ. ხალხურ რეცეპტებს არ დაუჯეროთ, რომლებიც ტკიპაზე რაიმეს წასმას გირჩევენ, რომ ის დაიხრჩოს და თავისით დაიშალოს. კბენის შემდეგ მისი ამოღება ძაფით ან სპეციალური საშუალებით სცადეთ, რომელიც აფთიაქში იყიდება. ამასთან ეცადეთ, რომ ტკიპა პირდაპირ თავით ამოიღოთ, რადგან აქ ვირუსს შეიცავს.
- ტკიპა ამოღების შემდეგ არ გადააგდოთ, არამედ დახურულ კონტეინერში შეინახეთ. ასე შეგიძლიათ 3 დღე შეინახოთ, მაგრამ სჯობს დაუყონებლივ ანალიზზე წაიღოთ. ტკიპის შემოწმება მნიშვნელოვანია, რადგან ის ბევრი ვირუსული დაავადების, მათ შორის სახიფათო ბორელიოზის და ენცეფალიტის გადამტანია. ამ დაავადებების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს დამბლა, მხედველობის და სმენის დაკარგვა, გულის და სახსრების პრობლემები.
- ტკიპის ნაკბენისთანავე ექიმთან არ მიხვიდეთ. მხოლოდ ლაბორატორიული ტესტის შედეგების შემდეგ მიდით. თუ ტკიპაში რაიმე ინფექციას აღმოაჩენენ, ექიმი ანტიბიოტიკების საპროფილაქტიკო კურსს დაგინიშნავთ.
- კბენიდან მეორე დღეს ინფექციებზე ანალიზი არ ჩააბაროთ, ამას აზრი არ აქვს. დაავადების ნიშნები მხოლოდ 2-3 კვირაში გამოვლინდება.
- სიმპტომები არ უგულებელყოთ, თუნდაც 1 თვეში გამოვლინდეს. თუ ნაკბენის ირგვლივ კანი შეწითლებულია და მაღალი სიცხე გაქვთ, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ და ტკიპის ნაკბენზე შეახსენეთ.