სხვა
რისი გაკეთება არ შეიძლება ნაკიან 2020 წელს და რატომ თვლიან მას საშიშად?
მალე ახალი, 2020 წელი დადგება. ეს თეთრი მეტალის ვირთხის წელია, გარდა ამისა ის ნაკიანიც იქნება! ამიტომ ბევრი მის დადგომას ცოტაოდენი საფრთხილს შეგრძნებით ელის. ითვლება, რომ ნაკიან წელს მხოლოდ უსიამოვნებები, სტიქიური უბედურებები და კატასტროფები მოაქვთ. საიდან გაჩნდა ნაკიანი წელი და რა არ არის ისე 29 თებერვალში?! სიმართლეა, რომ 2020 წელს არ შეიძლება არც დაქორწინება და არც ბავშის გაჩენა?! ამ სტატიაში სწორედ ამ საკითხებში გავერკვევით!
რატომ ითვლება რომ ნაკიანი წელი რთული და მძიმეა?!
ეს ცრურწმენება უძელესი დროიდან მოდის. სლავურ ქვეყნებში ასეთი წელი წმიდა კასიანთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მან ღმერთს უღალატა, სატანის მხარეს გადავიდა და ამის გამო დაისაჯა. უფალმა ბრძანა – მისთვის 3 წელი შუბლში ჩაქუჩი ერტყათ ხოლო მეოთხე წელს კი დედამიწაზე გამოეშვათ.
კიდევ ერთი ვერსია: კასიანი ჯოჯოხეთის კარიბჭესთან მსახურობდა და წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეეძლო პოსტის დატოვება. ლეგენდის მიხედვით ის სწორედ 29 თებერვალს ჩნდებოდა, ამ დროიდან იწყებოდა უბედურებათა კასკადი: იხოცებოდა საქონელი, ფუჭდებოდა ტექნიაკა და პროდუქტები, ხალხი შიმშილობდა, ავადმყოფობდა და იხოცებოდა. ყველა ვინც გადარჩა, ყველაფერში კასიანს ადანაშაულებდნენ.
დრო გადიოდა, ხოლო ეს ცრურწმენა კი თანდათან მყარდებოდა. მას შემდეგ ხალხს სჯერა, რომ წლის ყველაზე საშიში დღე 29 თებერვალია. ამბობენ, რომ სწორედ ამ დღეს არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება, აჯობებს სახლში დარჩეეთ და დღე მშვიდად გაატაროთ, დანარჩენი 365 დღე კი ჩვეული ცხოვრებით იცოხვროთ.
რისი გაკეთება არ შეიძლება ნაკიან 2020 წელს?
მათთვის ვისაც ცრურწმენების სჯერა, ნაკიან წელიწადში ახალი საქმის დაწყება არ შეიძლება, არ შეიძლება სამსახურის გამოცვლა, ბინის შეძენა ან რემონტის დაწყება. აჯობებს ამ წელს არავის მოუყვეთ თქვენი გეგმების შესახებ რათა იღბალი არ დააფრთხოთ.
ითვლება, რომ 2020 წლისთვის დაგეგმილი მოგზაურობა აჯობებს გადადოთ. ამ წელს არ უდნა დაკრიფოთ სოკო, რადგან ამ დროს ის ნეგატიურ ენერგიას იწოვს. თუმცა ამ უკანასკნელ ცრურწმენას მეცნიერული ახსნაც აქვს: საქმე იმაშია, რომ სოკოს გადაგვარება (კვდომა, დაბერება) ყოველ 4 წელიწადში ხდება, ამ დროს კი ის შხამებს აგროვებს.
ცრურწმენების მიხედვით, არ შეიძლება ბავშვის “პირველი კბილის” დღესასწაულის აღნიშვნა, თორემ მას მთელი ცხოვრება ცუდი კბილები ექნება.
აჯობებს შინაური ცხოველები ნაკიან წელში არ მოიშინაუროთ.
მოხუცებმა წინასწარ არ უნდა შეიძინონ ნივთები დასაფლავებისთის, ეს მათ სიკვდილს მოაახლოებს.
თუმცა აჯობებს წინასწარ არ ინერვიულოთ, თუ ცუდს დაელოდებით მაშინ სწორედ რომ ცუდი მოხდება!
შეიძლება თუ არა დაქორწინება ნაკიან წელიწადში?!
თუ ქორწინების სახლში ცერემონია უკვე ჩანიშნულია, მაშინ რა თქმა უნდა მისვლა ნამდვილად მოგიწევთ! თუმცა ძველი ცრურწმენის მიხედვით ასეთ წელს ქორწინება არ შეიძლება, მას “პატარძლის წელს” უწოდებდნენ. ამ დროს სიძეს ეკრძალებოდა გოგონას დანიშვნა, თუმცა გოგოს შეეძლო თვითონ დაენიშნა მეუღლე, მისთვის უარის თქმა არ შეიძლებოდა და ბიჭს თუნდაც თავისი სურვილის წინააღმდეგ და უსიყვარულოდ, მაინც მოუწევდა გოგონაზე დაქორწინება!!! სწორედ ამიტომ არსებობს ცრურწმენა, რომ ნაკიან წელიწადში ქორწინება – ბედნიერი ვერ იქნება!
ნაკიანი წლის ქორწილისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებოდნენ:
იმისთვის, რომ ოჯახი სიღარიბისგან დაეცვათ, პატარძლის და სიძის ფეხსაცმელში მონეტებს დებდნენ.
კერავდნენ გრძელ საქორწილო კაბას, რათა ქორწინება რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო.
საქორწინო ბეჭედს ხელთათმანის ზემოდან არ იკეთებდნენ, რადგან ასეთ დროს ახალგაზრდა წყვილი ოჯახურ ცხოვრებას არასერიოზულად მიუდგებოდა.
ცერემონიისკენ მიმავალ გზაზე, წყვილს უკან არ უნდა გამოეხედა.
ეკლესიას ნაკიანი წლის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ადამიანებს ხომ უფალი აერთიანებს და არა რომელიმე სახის წელი. გარდა ამისა სიყვარული უფრო ძლიერია და ქორწინების ნაკიანი წლის გამო გადადება ნამდვილად არ ღირს.
ამბობენ, რომ ბავშვის გაჩენის დადგეგმვა ნაკიან წელიწადში არ ღირს, რადგან მას სევდიანი ბედი ექნება.
სხვა ცრურწმენებით, ნაკიან წელიწადს დაბადებული ადამიანები – უნიკალურები არიან. ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ ვინც 29 თებერვალს დაიბადა.
რა გავაკეთოთ?!
არ დავპანიკდეთ!!! ფსიქოლოგები თვლიან, რომ ყველა შიში და პრობლემა ჩვენს თავებშია! თუ წინასწარ განეწყობით ცუდზე ის აუცილებლად მოხდება! გჭირდებათ კი ეს?! ამიტომ იფიქრეთ მხოლოდ კარგზე და ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საქმეებს!
ეზოთერიკოსები ფიქრობენ, რომ პრობლემებისგან თავის დასაცავად, აჯობებს უფრო ხშირად იაროთ ეკლესიაში და დაანთოთ სანთლები თქვენი ახლობლების ჯანმრთელობისთვის!
ნუ ჩაიციკლებით ცრურწმენებზე და 2020 წელს მხოლოდ კარგის მოლოდინით შეხვდით!!!